„ველედას“ სახის კანის მოსავლელი საშუალებები: კაქტუსი-ოპუნცია – ტენის უშრეტი რეზერვუარი, რომელიც გაუწყლოვებულ კანს დიდი ხნით და ღრმად ატენიანებს. კაქტუსის მოპოვების გარდა მისი ტრანსპორტირებაც გარემოს დაცვის გათვალისწინებით ხდება „ველედას“ მიერ. კაქტუსს აშრობენ და ისე მოაქვთ მექსიკიდან – რადგან ტენის ბალანსი არ დაირღვეს ნიადაგში.

100% ბიო, ნატურალური და ვეგანური „კაქტუსის დამატენიანებელი სერია“
ბიოლოგიური კაქტუსის და ალოე ვერას წყალობით ხანგრძლივად ატენიანებს, აგრილებს, აფხიზლებს და არბილებს კანს. უნიკალური მსუბუქი ფორმულა არ არის კომედოგენური/არ ახშობს ფორებს. გამაცოცხლებელი, გამამხნევებელი სურნელი (მწვანე მანდარინი, პალმაროზა, პიტნა) გამოიყენება ნებისმიერ ასაკში.
