0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

Valaya Exclusif – ელეგანტურობის ძალა

ნუშის ხავერდოვანი სინაზე, თეთრი ყვავილების სიმსუბუქე და ხის დახვეწილი სიძლიერე – Valaya Exclusif – ით Parfums de Marly ახალ თავს იწყებს იმ სავიზიტო ბარათად ქცეულ პარფიუმერულ ისტორიაში, რომელმაც უკვე მოიპოვა მსოფლიო წარმატება.

დახვეწილი არომატი ძლიერი აურით, ქალური ელეგანტურობით, ისეთი თანამედროვე ესთეტებისთვის, რომლებსაც სურთ სრულყოფილება და იღებენ კიდეც მას.

Valaya Exclusif – ის არომატის კვალი ისეთივე ნაზია, როგორც ნატიფი ბამბის შეხება კანზე. მანდარინისა და ბერგამოტის ტალღა ჰარმნიულად ერწყმის თეთრი ყვავილების თაიგულს. მუშკის, ხის და ვანილის კომპოზიცია კი სიღმესა და სინაზეს მატებს არომატს. ეს არის სენსუალური მინიშნება პეტიკოტზე, ცნობილი, როგორც “le secret, რომელსაც მე-18 საუკუნის ქალბატონები სხვადასხვა სამოსის ქვეშ ატარებდნენ.

Valaya – მ გამოშვებიდან ძალიან მალე თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხიბლა. Valaya Exclusif – ით პარფიუმერული სახლი ფრანგული ფუფუნების ახალ განზომილებას წარმოაჩენს — ქალურ ხელწერას, რომელიც ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

„Valaya Exclusif – ი არის ჭეშმარიტი ელეგანტურობა, დაბალანსებული ფუფუნება, რომელიც ყველა დეტალშია გამოხატული. არომატის ეს ახალი ინტერპრეტაცია კანთან შეხებისთანავე ავლენს მომაჯადოებელ სენსუალურობას და ინტენსივობას” – განმარტავს Parfums de Marly – ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, Julien Sprecher – ი.

Valaya Exclusif – ი, წარმოდგენილი ვერცხლისფერი დეტალებით გაფორმებულ თეთრ ფლაკონში, იმ გამჭვირვალობას და ძვირფასი ნაქარგების შეთამაშებას გვახსენებს, რასაც მე-18 საუკუნის კეთილშობილი ქალბატონები ანიჭებდნენ უპირატესობას.

Valaya Exclusif – ის ყოველი ნოტი და აკორდი Parfums de Marly – ის ოსტატობას, უნიკალურ შემოქმედებით ხედვას და თანამედროვე მიდგომას ასახავს.

Parfums de Marly – ის ახალი არომატი Valaya Exclusif – ი პარფიუმერულ ქსელ “ლუტეცია” – ში გელოდებათ.

ასევე წაიკითხეთ