0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

თბილისის ვისკის ფესტივალი

სითი “თბილისის ვისკის ფესტივალ 2024 “ ზე მონაწილე რამოდენიმე კომპანიის კოლაბორაციით გამართულ ღინისძიებას ესტუმრა, რომლის ორგანიზატორიც არის კომპანია “Whisky Day” .    

ულამაზეს გარემოში, კერძოდ, რესტორან “ტერასაში”, უცხო და გამორჩეული ვისკის რელიზების დეგუსტაცია მოეწყო! ვისკის უჩვეულო ჩამოსასხმელი ინვენტარი, კრეატიული კონვერტები, რომლებიც საჩუქრები აღმოჩნდა და ძალიან ბედნიერი ვისკის მოყვარული სტუმარი. 

ფესტივალის ორგანიზატორებისა და “ვისკის  მოყვარულთა კლუბი”-ს ორგანიზებით კლუბის წევრებმა,  ვისკის დაგემოვნებასთან ერთად,  საჩუქრად მიიღეს ფესტივალის ბილეთები, ამ მოულოდნელმა სიურპრიზმა ორმაგად გააბედნიერა და გაამხიარულა იქ მყოფი საზოგადოება. თურმე, ეს მხოლოდ წინა მოსამზადებელი სადეგუსტაციო დღე ყოფილა,  მთავარი ჯერ კიდევ წინ არის.  

ეს ადამიანები “თბილისის ვისკის ფესტივალი 2024”-ისთვის ემზადებოდნენ.

კომპანია “Whisky Days ” დამფუძნებლები: ვლადიმერ თიბილაშვილი და ელგუჯა ქარუმიძე  ძალისხმევას  არ იშურებენ ფესტივალის სრულყოფილებისთვის, რომელიც  21-22 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას III პავილიონში გაიმართება.

ფესტივალზე შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ უამრავი სხვადასხვა სახეობის ვისკი, რომლებსაც მონაწილე კომპანიები თავიანთ სტენდებზე წარადგენენ. ფესტივალის გენერალური სპონსორია “GD Alco” ხოლო სპონსორები: “ვისკის სახლი” და “სმაგლერსი”, ექსკლუზიური მხარდამჭერია –  ”Intrade”, ექსკლუზიური პარტნიორი ადგილობრივი ვისკის მწარმოებელი კომპანია “ ქართველი”, რომელმაც ექსკლუზიურად ფესტივალისთვის ჩამოასხა ქართული ვისკი “Jimsher” -ი 12 წლიანი დაძველებით.

ასევე, ექსკლუზიურად ფესტივალისთვის შეიქმნა უგემრიელესი შოკოლადები ტორფირებული ვისკის შიგთავსით, რომლის შექმნაზეც კომპანია “ChiriFruit”- მა იზრუნა.

სიგარის მოყვარულებს გექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნოთ კომპანია “Havana Club Tbilisi”-ს მიერ შემოთავაზებული საუკეთესო კუბური სიგარები, ლუდის მოყვარულებს კი კომპანია “Intrade“-ის მიერ შემოთავაზებული ლუდი “Benediktiner “-ი,  ტერასაზე წარმოდგენილი იქნება “ფუდკორტი” უგემრიელესი სენდვიჩებითა და კოქტეილებით. 

ფესტივალს ასევე ჰყავს ექსკლუზიური პარტნიორი “თეთრი კვადრატი”

რომელიც სტუმრებს  წარუდგენს ინფორმაციას ახალი პროექტების შესახებ . 

21-22 სექტემბერს ვისკის დღეებს ესტუმრებიან სხვადასხვა კომპანიის უცხოელი ბრენდ-ამბასადორები, რომლებიც თავიანთ მოხსენებასთან ერთად  ჩაატარებენ საინტერესო მასტერკლასებს. 

როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა აღნიშნა, ამ ორ დღეს გელოდებათ საოცარი ზეიმი, ნამდვილი დღესასწაული, ცეკვა, მუსიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ვისკის უამრავი სახეობა.

ფესტივალი გაფორმებული იქნება: სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “აფხაზეთი” ს მიერ შესრულებული ქართულ-ირლანდიური ცეკვებით, ცნობილი მუსიკალური ჯგუფების მიერ შესრულებული სიმღერებით, ევროპიდან მოწვეული “კილტის საზოგადოების” მიერ ტრადიციული საკრავებით შესრულებული შოტლანდიური ფოლკლორითა და საქსაფონისტი დათო დავითულიანის მიერ შესრულებული ულამაზესი კომპოზიციებით! 

“თბილისის ვისკის ფესტივალი 2024” არის შესანიშნავი ადგილი ვისკის მოყვარულთათვის, სადაც  შესაძლებელია აღმოაჩინოთ და დააგემოვნოთ თქვენთვის საოცნებო ვისკი, შეიტყოთ სიახლეები, დაესწროთ  მასტერკლასებს და გაერთოთ თანამოაზრეების გარემოცვაში.

ამ განსაკუთებულ დღეებს უამრავი ადამიანი ელოდება. დეგუსტაცია, დაგეგმილი უამრავი აქტივობა, საჩუქრები და ეს დიდი ზეიმი დარწმუნებულები ვართ, რომ დაუვიწყარი და საუკეთესო გამოცდილება იქნება სტუმრებისთვის.

ასეთი კითხვა დაუტოვა ფესტივალის გუნდმა სითის მკითხველებს,  აბა რა გეგმები გაქვთ, მოდიხართ ვისკის ფესტივალზე?

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს:

https://tkt.ge/event/425622/tbilisis-viskis-festivali-2024

ასევე წაიკითხეთ