პარფიუმერული ქსელი Voulez-Vous • ვულე ვუ წარმოგიდგენთ  არომატს — BOSS Bottled Beyond Eau de Toilette Intense

BOSS Bottled Beyond - მამაკაცის თამამი და ინტენსიური არომატი

BOSS Bottled Beyond Eau de Toilette Intense — თამამი, თანამედროვე და კონტრასტული მამაკაცური სურნელია, რომელიც BOSS-ისთვის დამახასიათებელ ელეგანტურობას ახალ, უფრო ინტენსიურ განწყობას სძენს. ფორთოხლის ყვავილის აბსოლუტისა და თბილი ტყავის აკორდის კომბინაცია კომპოზიციას ერთდროულად ენერგიულ, ღრმა და დახვეწილ ხასიათს ანიჭებს.

კონტრასტზე აგებული კომპოზიცია

BOSS Bottled Beyond-ის ხასიათს ორი გამორჩეული აკორდი განსაზღვრავს — ფორთოხლის ყვავილის აბსოლუტი და თბილი ტყავის აკორდი.

ფორთოხლის ყვავილი სურნელს ენერგიასა და სინათლეს მატებს, ტყავის თბილი და ტექსტურული აკორდი კი კომპოზიციას სიღრმეს, სიმდიდრესა და სენსუალურობას სძენს. მათი კონტრასტი ქმნის დაბალანსებულ, მაგრამ ხასიათიან არომატს — ნათელს, ძლიერსა და დახვეწილს ერთდროულად.

სურნელზე DSM-Firmenich-ის პარფიუმერებმა დაფნე ბუგემ, ფრანკ ფოლკლიმ და ბრუნო იოვანოვიჩმა იმუშავეს. 

BOSS RECOGNIZE BOSS — სურნელის მთავარი იდეა

BOSS Bottled Beyond-ის მთავარი გზავნილია BOSS RECOGNIZE BOSS — იდეა, რომელიც წარმატებას ერთმანეთის აღიარებას, მხარდაჭერასა და საერთო მიზნის მიღწევას უკავშირებს. ამ კონცეფციის სახეები BOSS-ის გლობალური ელჩები არიან: მრავალი ჯილდოს მფლობელი, მსახიობი და რეჟისორი ბრედლი კუპერი, ლათინოამერიკული მუსიკის გლობალური შემსრულებელი და სიმღერების ავტორი მალუმა და მსოფლიო ვარსკვლავი, ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორი. 

ელეგანტურობა ინტენსიური შთაბეჭდილებით

BOSS Bottled Beyond Eau de Toilette Intense აერთიანებს BOSS Bottled-ის თანამედროვე ესთეტიკას და ნიშური პარფიუმერიისთვის დამახასიათებელ დახვეწილობას.

კომპოზიციაში გამოყენებული მაღალი ხარისხის ინგრედიენტები სურნელს ხანგრძლივ და ინტენსიურ შთაბეჭდილებას სძენს. ეს არის არომატი მამაკაცისთვის, რომლის სტილიც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იქცევს ყურადღებას.

როდესაც ბოთლი თავად ხდება სტილის ნაწილი

BOSS Bottled Beyond-ის ვიზუალური იდენტობა სურნელის კონცეფციის გაგრძელებაა. ნახევრად გამჭვირვალე, მეტალის ეფექტის მქონე შუშას ვერცხლისფერი თავსახური და ტყავისებრი ორმაგი კანტი ავსებს, რომელსაც Double B მონოგრამა ამშვენებს.

ბოთლის დიზაინშიც სწორედ ის კონტრასტია შენარჩუნებული, რომელიც სურნელის მთავარ იდეას განსაზღვრავს — სინათლე და სიღრმე, სიმტკიცე და დახვეწილობა, კლასიკური ელეგანტურობა და თანამედროვე ხასიათი.

BOSS Bottled Beyond — სხვადასხვა მომენტისთვის

BOSS Bottled Beyond Eau de Toilette Intense ხელმისაწვდომია 30, 50, 100 მლ მოცულობებში.

BOSS Bottled Beyond Eau de Toilette Intense -ის შეძენა შესაძლებელია პარფიუმერულ ქსელ Voulez-Vous • ვულე ვუ-ში.

ონლაინ მაღაზიაში:  https://voulez-vous.ge/

Facebook: Voulez-Vous • ვულე ვუ 

Instagram: Voulez_Vous_perfumery

ასევე წაიკითხეთ