2026 წლის შემოდგომის 9 მთავარი ტენდენცია

შემოდგომის დადგომა გარდერობის განახლებასაც ნიშნავს. ახალი სეზონი კი ყოველთვის გვთავაზობს რამდენიმე ნივთს, რომელიც უკვე არსებულ სამოსთან მარტივად შეგვიძლია შევახამოთ და ლუქს ახალი ხასიათი შევძინოთ.

2026 წლის შემოდგომაზე მოდაში ერთდროულად რამდენიმე განსხვავებული მიმართულება იკვეთება — მინიმალისტური სილუეტები, გამოკვეთილი ფაქტურები, კლასიკური უჯრედოვანი ქსოვილი, გამჭვირვალე ზედები და ვინტაჟური განწყობის მქონე გარე სამოსი.

ამ სეზონზე აქტუალური ტენდენციების ნაწილი შესაძლოა უკვე იყოს თქვენს გარდერობში, თუმცა საინტერესო სწორედ მათი ახალი ფორმით და ერთმანეთთან განსხვავებული კომბინაციით გამოყენებაა.

მუხლამდე ქვედაბოლოები

ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ნივთი მუხლამდე ან წვივამდე სიგრძის სწორი ქვედაბოლოა. მინიმალური დეკორი, მკვრივი ქსოვილი და მარტივი სილუეტი — სწორედ ეს მახასიათებლები აქცევს მას შემოდგომის ერთ-ერთ მთავარ ნივთად.

elodiepulici

elodiepulici ქვედაბოლოს ხაკისფერ ვერსიას ირჩევს და შავ უსახელო ტოპსა და წვეტიან მიულებს უხამებს. შედეგად, ლუქი დახვეწილ, თითქმის საოფისე ხასიათს იღებს.

საპირისპირო მიდგომას ვხედავთ @idasjunnesson-ის შემთხვევაში — შავი ტყავის ქვედაბოლო ჭრილით, უჯრედოვანი პერანგი ღია საყელოთი და ბრტყელი სანდლები. მკაცრი ფორმა აქ შეგნებულად უფრო თავისუფალ და ყოველდღიურ ხასიათს იძენს.

idasjunnesson

კიდევ ერთი ვარიანტი შავი ტექნიკური ქსოვილის ქვედაბოლოა გამჭვირვალე ტოპთან ერთად, სადაც მთავარი აქცენტი ფაქტურების კონტრასტზე კეთდება.

Topshop 90s-style black technical skirt

სამივე ლუქში ერთი პრინციპი მუშაობს: ქვედაბოლო თავად ქმნის სილუეტს, ამიტომ დანარჩენი სამოსი მაქსიმალურად სადაა.

სად შევიძინოთ:

ASOS-ზე შეგიძლიათ მოძებნოთ Topshop 90s-style Black Technical Skirt. მსგავსი მოდელები ასევე გვხვდება Zara-ს, Mango-სა და COS-ის კოლექციებში.

კაპრი შარვალი

წვივამდე სიგრძის კაპრი შარვალი ბოლო სეზონებში სპორტული გარდერობიდან ქუჩის სტილში გადავიდა და 2026 წლის შემოდგომაზეც აქტუალურობას ინარჩუნებს.

მისი მთავარი უპირატესობა მარტივი, მოტკეცილი ფორმაა. შავი კაპრი განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება მოცულობით ზედა ნაწილთან.

hannaschonberg

hannaschonberg კაპრის ხაკისფერ მოსასხამსა და მუქ ჩანთას უხამებს, josefinehj კი უფრო ყოველდღიურ კომბინაციას ირჩევს — თეთრ oversized პერანგსა და ბრტყელ სანდლებს.

josefinehj

ორივე შემთხვევაში მთავარი წესი ერთია: ვიწრო კაპრი მოცულობით ზედა ნაწილს ითხოვს. ეს შეიძლება იყოს განიერი პერანგი, მოსასხამი ან დიდი ზომის ჟაკეტი.

STRETCH CAPRI PANTS

სად შევიძინოთ:

Zara-ს Stretch Capri Pants. მსგავს მოდელებს ასევე იპოვით H&M-ის, Mango-სა და COS-ის ახალ კოლექციებში.

Cloud Dancer — თეთრი თეთრზე

2025 წლის დეკემბერში Pantone-მა 2026 წლის ფერად Cloud Dancer (PANTONE 11-4201) დაასახელა — რბილი, მსუბუქი თეთრი, რომელიც ორგანიზაციის აღწერით სიმშვიდისა და სიმსუბუქის განცდას ქმნის.

მთლიანად თეთრი ლუქი კი ამ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია.

luciaalonsoooo თეთრ oversized პერანგს რძისფერ, ფართო ჯინსს უხამებს. ფერები ერთმანეთისგან მცირედ განსხვავდება, თუმცა სწორედ ეს ქმნის ლუქის სიღრმეს.

luciaalonsoooo

fakerstrom ნაქსოვ უსახელო ტოპსა და თავისუფალი ჭრის თეთრ შარვალს ირჩევს, @hoskelsa კი ფაქტურების კონტრასტს იყენებს — მკვრივი თეთრი სვიტერი ყვავილებით მოქარგულ ქვედაბოლოსთან.

ასეთ ლუქებში ერთი პატარა დეტალი განსაკუთრებით ეფექტურია — შავი ფეხსაცმელი ან ჩანთა, რომელიც მონოქრომულ თეთრ სილუეტს მკაფიო ხაზს სძენს.

hoskelsa

სად შევიძინოთ:

თეთრი oversized პერანგისა და ფართო შარვლისთვის შეგიძლიათ COS-ს, Arket-ს, Mango-სა და Zara-ს მიმართოთ. მოქარგულ ქვედაბოლოებს კი H&M-ისა და & Other Stories-ის კოლექციებში იპოვით.

Check — კუბოკრული ქსოვილი

კუბოკრული ქსოვილი შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი ტენდენციაა, თუმცა ამ სეზონზე ის მხოლოდ პერანგებსა და ჟაკეტებში აღარ გვხვდება.

@mananamariee ღვინისფერი და მუქი მწვანე ტონების კუბოკრული პერანგ-კაბას ირჩევს. თხელი ქამარი წელს უსვამს ხაზს, შავი ბალეტკები კი ლუქს უფრო ყოველდღიურ ხასიათს აძლევს.

mananamariee

lydia-ს არჩევანს კი უფრო კანტრი-ესთეტიკა აქვს — მოცულობითი, იატაკამდე სიგრძის კუბოკრული ქვედაბოლო, თეთრი პერანგი და ტყავის ქამარი.

lydia

თუ ნახატი დიდია და მკვეთრი, დანარჩენი სამოსი უმჯობესია სადა იყოს. სწორედ ასე რჩება ლუქი დაბალანსებული.

Kaiia Exclusive – Navy Checked Mini Tailored Dress with Square Neck and Buttons

სად შევიძინოთ:

ASOS-ზე შეგიძლიათ მოძებნოთ Kaiia Exclusive Navy Checked Mini Tailored Dress. მსგავს ნივთებს ასევე იპოვით Zara-ს, Mango-სა და & Other Stories-ის შემოდგომის კოლექციებში.

Sheer ზედები

გამჭვირვალე ქსოვილები ამ სეზონზე კვლავ აქტუალურია. განსაკუთრებით საინტერესოა შავი შიფონის ბლუზები, მაღალი საყელოთი და დახურული ზედა ნაწილით.

karennapoly გამჭვირვალე შავ ბლუზას მუქ ყავისფერ ჯინსსა და პატარა ჩანთას უხამებს, რითაც ნივთს საღამოს ხასიათს ართმევს და ყოველდღიურ ლუქში გადმოაქვს.

karennapoly

lisanapoly კი მთლიანად შავ კომბინაციას ირჩევს — გამჭვირვალე ბლუზა, შავი შარვალი და ბრტყელი სანდლები. ერთადერთი აქცენტი ოქროსფერი მედალიონია.

lisanapoly

გამჭვირვალე ზედის შემთხვევაში მთავარი ბალანსია: თუ ზედა ნაწილი მსუბუქი და გამჭვირვალეა, ქვედა ნაწილი უმჯობესია მკვრივი და სტრუქტურირებული იყოს.

Dolman Popover Top in Cupro

სად შევიძინოთ:

The Deva Top — Twinflame Paris; Dolman Popover Top in Cupro — Revolve. უფრო ხელმისაწვდომ ვარიანტებს Zara-ს, Mango-სა და & Other Stories-ის კოლექციებში იპოვით.

ფერადი მაღალყელიანი ჯემპრები

მაღალყელიანი ჯემპრი შემოდგომის გარდერობის კლასიკაა. 2026 წელს კი მისი განახლების ყველაზე მარტივი გზა ფერია.

High-neck fitted T-shirt

ამ სეზონზე შეგვიძლია ვიხილოთ როგორც მოცულობითი, ისე მჭიდრო ნაქსოვი მოდელები.

წითელი, ოდნავ განიერი OUTFITBOOK-ის სვიტრი მუქ, ფართო ჯინსსა და შავ ბალეტკებთან ერთად ყოველდღიურ და ურბანულ ლუქს ქმნის.

High-neck knit sweater

სხვა მიმართულებას გვიჩვენებს ვიქტორია ბექჰემი — მუქი მწვანე მაღალყელიანი სვიტერი აჟურულ, აგურისფერ გრძელ ქვედაბოლოსთან. ორი ღრმა ფერი ერთმანეთისგან განსხვავებულ, თუმცა ჰარმონიულ კომბინაციას ქმნის.

აქაც პროპორცია მნიშვნელოვანია: მოცულობითი ჯემპრი თავისუფალი ჭრის ქვედა ნაწილს უხდება, ხოლო მჭიდრო ნაქსოვი — უფრო მკაცრ და სუფთა სილუეტს.

სად შევიძინოთ:

 Mango-ს High-Neck Fitted T-Shirt. მსგავსი მოდელები შეგიძლიათ COS-ისა და Uniqlo-ს შემოდგომის კოლექციებშიც მოძებნოთ.

Cape — მოსასხამები

მოსასხამი ამ სეზონზე პალტოს ალტერნატივად გვხვდება. თავისუფალი და ასიმეტრიული ფორმა მოძრაობისას თავად ქმნის სილუეტს და ლუქს უფრო დრამატულ ხასიათს სძენს.

fakerstrom

fakerstrom შავი, თითქმის გამჭვირვალე შიფონის ასიმეტრიულ მოსასხამს რძისფერ ფართო შარვალს უხამებს. მსუბუქი ქსოვილი კომბინაციას საღამოს განწყობას აძლევს.

lisa.grenn toteme

lisa.grenn კი უფრო თბილ ვერსიას ირჩევს — Toteme-ს თეთრი, ფოჩებიანი შალის მოსასხამი თეთრ შარვალთან ერთად და მუქი წითელი ჩანთა, როგორც ერთადერთი ფერადი აქცენტი.

Screenshot

მოსასხამის მთავარი მახასიათებელი მოცულობაა, ამიტომ ქვედა ნაწილი უმჯობესია შედარებით მარტივი დარჩეს.

სად შევიძინოთ:

მსუბუქი ვარიანტისთვის შეგიძლიათ მოძებნოთ Massimo Dutti-ს Soft Asymmetrical Cape-Style Blouse. უფრო ხელმისაწვდომ მოდელებს COS-ის, Arket-ისა და Zara-ს კოლექციებში იპოვით.

ავღანური პალტო

2026 წლის შემოდგომაზე ვინტაჟური განწყობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა და ამის კარგი მაგალითი ავღანური პალტოა.

ცხვრის ტყავი, ბეწვის კიდეები და დეკორატიული დეტალები — სწორედ ეს მახასიათებლები გამოარჩევს მას სხვა გარე სამოსისგან.

ავღანური პალტოს პოპულარობა დასავლურ მოდაში განსაკუთრებით 1960-იანი წლების ბოლოს გაიზარდა. ლონდონის King’s Road-ის ბუტიკებში გამოჩენის შემდეგ ის სწრაფად იქცა იმ პერიოდის ახალგაზრდული კულტურის ნაწილად. მოგვიანებით მას ჯონ ლენონიც ატარებდა, ხოლო პალტო The Beatles-ის სტილთანაც ასოცირდა.

დღეს ავღანური პალტო კვლავ დაბრუნდა, თუმცა უკვე თანამედროვე სტილისტიკით.

sofiaboman კლასიკურ ქვიშისფერ მოდელს თეთრ მაისურსა და ჯინსს უხამებს, რის შედეგადაც პალტო მთლიანად ლუქის მთავარ აქცენტად რჩება.

whowhatwear

ტეილორ სვიფტი charlottesimone-ს წითელ, ფოჩებიანი ბეწვის მქონე მოდელს ირჩევს და მას შავ ქუდსა და წითელ ჩანთას უხამებს.

dolcegabbana

Dolce & Gabbana-ს ვერსია, რომელიც ბელა ჰადიდს აცვია, კი უფრო ახლოსაა კლასიკურ ავღანურ პალტოსთან — ყავისფერი ზამში, ღია ფერის ბეწვი და ტყავის მაღალყელიანი ჩექმები.

სად შევიძინოთ:

 ვინტაჟურ მოდელებს Vestiaire Collective-სა და Etsy-ზე იპოვით. შედარებით ხელმისაწვდომი ალტერნატივაა ASOS-ის Azalea Wang Gilda Suede-Effect Coat with Faux Fur Trim in Olive Green.

ხავერდის ჟაკეტი

ხავერდი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ძირითადად საღამოს ჩაცმულობასთან ასოცირდებოდა, ყოველდღიურ გარდერობშიც უფრო ხშირად გვხვდება. ამ სეზონზე კი განსაკუთრებით საინტერესოა მოკლე და სტრუქტურული ხავერდის ჟაკეტები.

jespressobean

jespressobean შავ ხავერდის ჟაკეტს ოქროსფერი ქარგვით ირჩევს და მას შავ ფართო შარვალს, ლოფერებსა და ჩანთას უხამებს. შედეგად, ლუქის მთავარი დეტალი თავად ჟაკეტი ხდება.

linda.sza

linda.sza კი უფრო ყოველდღიურ კომბინაციას გვთავაზობს — მუქი ყავისფერი ხავერდის ჟაკეტი დეკორატიული შესაკრავებით და ღია ლურჯი, სწორი ჭრის ჯინსი.

Double-breasted leather jacket with buttons

ხავერდის ჟაკეტის მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ მას შეუძლია ყველაზე უბრალო ლუქიც კი შეცვალოს.

სად შევიძინოთ:

Bershka-ს Double-Breasted Leather Jacket with Buttons. ვინტაჟურ და ნაქარგ მოდელებს Etsy-სა და Vestiaire Collective-ზე იპოვით.

რა უნდა დავამატოთ გარდერობს ამ შემოდგომაზე?

ცხრა ტენდენციას ერთი რამ აერთიანებს — ახალი სეზონისთვის გარდერობის სრულად შეცვლა საჭირო არ არის.

მუხლამდე ქვედაბოლო, მაღალყელიანი ნაქსოვი, თეთრი პერანგი, ჯინსი ან შავი შარვალი ის ნივთებია, რომლებიც ბევრ ჩვენგანს უკვე აქვს. 2026 წლის შემოდგომაზე კი მთავარი მათი ახლებურად შეხამებაა.

ამ სეზონზე განსაკუთრებით კარგად მუშაობს კონტრასტები — მკაცრი და მსუბუქი, მოცულობითი და მოტკეცილი, კლასიკური და ვინტაჟური.

საბოლოოდ, ტრენდული ლუქის შესაქმნელად ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ტენდენცია კი არა, მისი საკუთარ სტილთან მორგებაა. ამიტომ, თუ ამ სიიდან მხოლოდ ერთი ნივთის დამატებას გეგმავთ, არჩევანი იმ მოდელზე შეაჩერეთ, რომელსაც ყველაზე ხშირად ჩაიცვამთ.

ტექსტი: ნატალია პაპუაშვილი

ასევე წაიკითხეთ