მომღერალი
ზამთარი თუ ზაფხული?
ზაფხული, რა თქმა უნდა…. ზამთარი, მაქსიმუმ, ორი კვირა – შობა და ახალი წელი.
ზაფხულის დღეები, უმეტესად, ანსამბლ “შვიდკაცასთან“ ერთად გავატარე. დასასვენებლადაც ერთად ვიყავით. გვქონდა ძალიან ბევრი კონცერტი, რამოდენიმე რეგიონსა თუ ქალაქში.
ამას დაემატა პროექტი ჩემი, ნეკა სებისკვერაძისა და ნინო გულიაშვილის მონაწილეობით, რომელიც ბევრ რეგიონში ჩატარდა. ზაფხულის ბოლოს, ბიჭები ოჯახებით წავედით არაჩვეულებრივ ადგილას ქობულეთთან, „შატო კვირიკეში”, სადაც ძალიან კარგი და ლამაზი დღეები გავატარეთ.
წინა, პანდემური ზაფხულისგან ნამდვილად გამოვარჩევ 2022 წლის ზაფხულს ბევრი კონცერტითა და საღამოთი. ასევე, გასტროლით ვიყავი ამერიკაში, რაც ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელია ამ ზაფხულს.
ტექსტი: ქეთა მიქელაძე