BOSS-ის ახალი ქალური არომატი BOSS Bottled Beyond For Her წარმატების, თავდაჯერებულობისა და ურთიერთმხარდაჭერის თანამედროვე ხედვას აერთიანებს. სუნამო ბრენდის ცნობილი ფილოსოფიის, BOSS Recognize BOSS, გაგრძელებაა და იმ ქალებს ეძღვნება, რომლებიც საკუთარ გზას ქმნიან, ახალი შესაძლებლობებისკენ მიისწრაფვიან და სხვებისთვისაც შთაგონების წყაროდ იქცევიან.
არომატის კონცეფცია Double B მონოგრამას ეფუძნება, რომელიც ორი განსხვავებული ძალის ჰარმონიულ ერთიანობას გამოხატავს. ეს იდეა სუნამოს კომპოზიციაშიც აისახება — ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა ჰარმონიულად შეხამებული აკორდების საშუალებით.

პიონისა და ნეკერჩხლის სიროფის კონტრასტული აკორდი
BOSS Bottled Beyond For Her-ის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი ვარდისფერი პიონისა და ნეკერჩხლის სიროფის კონტრასტული კომბინაციაა. პიონის ნაზი და ნათელი ნოტები კომპოზიციას ჰაეროვან და თანამედროვე ხასიათს სძენს, ნეკერჩხლის სიროფის თბილი, ქარვისფერი აკორდები კი არომატს სიღრმესა და სენსუალურობას მატებს.
სუნამოზე Givaudan-ის პარფიუმერებმა კვენტინ ბიშმა, ბენუა ლაპუზამ და ლუიზ ტერნერმა იმუშავეს. მაღალი კონცენტრაციის ფორმულა ხანგრძლივი სურნელოვანი გამოცდილებისთვის არის შექმნილი.
წარმატების ახალი ინტერპრეტაცია

BOSS-ის ახალი კამპანიის მთავარი იდეა წარმატების მხოლოდ პირად მიღწევად აღქმას სცდება. ბრენდი ყურადღებას ამახვილებს მიღწევების გაზიარებაზე, ერთმანეთის მხარდაჭერასა და სხვების შთაგონებაზე.
BOSS Bottled Beyond For Her სწორედ იმ ქალებისთვის შეიქმნა, რომლებიც საკუთარ მიზნებს ისახავენ, შესაძლებლობებს ეძებენ და საკუთარი მაგალითით სხვებსაც აძლევენ მოტივაციას. ამგვარად, ახალი არომატი BOSS Recognize BOSS ფილოსოფიას ქალური პერსპექტივიდან აგრძელებს.
სამი ქალი — ერთი საერთო იდეა

ახალი არომატის გლობალური კამპანიის სახეები სამი განსხვავებული სფეროს წარმომადგენელი ქალია: ოსკაროსანი მსახიობი და პროდიუსერი ჯესიკა ჩესტეინი, მრავალპლატინური მუსიკალური კარიერის მქონე ბექი ჯი და ოლიმპიური ჩემპიონი სიგრძეზე ხტომაში ტარა დევის-ვუდჰოლი.
მათი პროფესიული გზები ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა კამპანიის მთავარი იდეა მათ აერთიანებთ, წარმატების მიღმა დაინახონ ადამიანები, რომლებმაც მათ გზაზე შთაგონება და მხარდაჭერა მოუტანეს.
ქალური ხაზის ელჩები ამავე ფილოსოფიას მამაკაცის ხაზის წარმომადგენლებთან — ბრედლი კუპერთან, მალუმასთან და ვინისიუს ჟუნიორთან ერთად იზიარებენ.

BOSS-ის ხელწერა ახალ დიზაინში
BOSS Bottled Beyond For Her-ის ვიზუალური იდენტობა ასევე Double B მონოგრამის გარშემო ვითარდება. დახვეწილი, სკულპტურული ფორმის ფლაკონი ქალურობასა და თანამედროვე სიმტკიცეს აერთიანებს.
ვარდისფერი ტონი შავის სიღრმესა და ოქროსფერი დეტალების ბზინვარებას ერწყმის. მამაკაცის ხაზისთვის დამახასიათებელი ტყავისებრი ყელი ქალის ვერსიაში ელეგანტური მედალიონით არის ჩანაცვლებული, რომელზეც Double B ლოგოა ამოტვიფრული, შავი ლაკირებული თავსახური კი თავად მონოგრამის ფორმას იმეორებს.
Double B მონოგრამა ოქროსფერი დეტალის სახით სუნამოს შეფუთვაზეც გვხვდება, რაც დიზაინს BOSS-ისთვის დამახასიათებელ დახვეწილობასა და თანამედროვე ხასიათს უნარჩუნებს.

BOSS Bottled Beyond For Her ხელმისაწვდომია 30, 50 და 100 მლ მოცულობებში. პარფიუმერული ტანის ლოსიონი 200 მლ;
BOSS Bottled Beyond For Her BOSS-ისთვის წარმატების თემის ახალი, ქალური ინტერპრეტაციაა — არომატი, რომელიც პირად სტილთან ერთად თავდაჯერებულობის, ახალი შესაძლებლობებისა და ერთმანეთის მხარდაჭერის იდეასაც გამოხატავს.
BOSS Bottled Beyond For Her-ის შეძენა შესაძლებელია პარფიუმერულ ქსელ Voulez-Vous • ვულე ვუ-ში.
ონლაინ მაღაზიაში: https://voulez-vous.ge/
Facebook: Voulez-Vous • ვულე ვუ
Instagram: Voulez_Vous_perfumery


