თათა მათიკაშვილი – ჟურნალისტი, ღონისძიებების მენეჯერი
ვგიჟდები ზღვაზე. თუმცა, მთაც კარგი განტვირთვაა.
ზაფხულის ცხელი დღეები რამოდენიმე ადგილას გავატარე. საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც, ზღვაზე და მთაშიც.

რითი იყო დასამახსოვრებელი წლევანდელი ზაფხული?
ამ ზაფხულს გამოვარჩევ იმით, რომ ოჯახურ გარემოში ვიყავი. ჩემმა პატარა ალექსანდრამ, რომელიც 3 წლის ხდება, პირველად ნახა ზღვა. ძალიან სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყო ეს ემოცია……
ყოველ ზამთარს ვატარებ თბილ ქვეყნებში. ძალიან მიყვარს სითბო, მზე, თითქოს ამით ვაჩქარებ ზაფხულის მოსვლას…

ადგილი, სადაც ისურვებდი დასვენებას?
საოცნებო ადგილი უამრავია. ალბათ, ჩამოთვლაც არ ღირს. თუმცა, მაინც ეგზოტიკურ ადგილებში დასვენებაა ჩემთვის მეტად საინტერესო და სასიამოვნო.
ტექსტი: ქეთა მიქელაძე