ინტერვიუ სკოლის დირექტორთან, მანანა მალაზონიასთან
სკოლა „მერმისმა“ ისტორიის სამი ათეული წელი შეასრულა. ამ სამ ათეულში კი გაერთიანებულია არაერთი თაობა, მათი სასწავლო პროცესი, აღზრდა და განვითარება. სკოლა „მერმისის“ კედლები სავსეა ბავშვების ისტორიებით, მოგონებებითა და ოცნებებით. დღეს მოსაყოლი ბევრია, მაგრამ გონებას და გულს შემორჩენილი თავგადასავლები, ალბათ, კიდევ უფრო მეტი…
„მე მინდოდა ისეთი სკოლა შემექმნა, რომელიც ბავშვებს ეყვარებოდათ” – ქეთი დოლიძე, სკოლის დამფუძნებელი.
სწორედ ეს სიტყვები იყო და არის სკოლის მთავარი პრიორიტეტის განმსაზღვრელი. ,,მერმისი’’ საქართველოში ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლაა.
სკოლის გახსნის იდეა ქეთევან დოლიძეს ეკუთვნოდა, ლალი ვაშაკიძესთან და მანანა მალაზონიასთან ერთად, რომელსაც ჯერ კიდევ 1994 წელს ჩაეყარა საფუძველი. სკოლა დღემდე წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას.

განსაკუთრებულად თბილი გარემოა „მერმისში“, სადაც ყველაზე მთავარი არის ბავშვი და მისი მომავლისთვის ზრუნვა. სკოლის პრიორიტეტია მოსწავლისთვის სწორი ღირებულებების გადაცემა და პრობლემებთან გამკლავების უნარის გამომუშავება – იხსენებს სკოლის დირექტორის მოადგილე, ირინა სოლტიში.
ეს სკოლა „მერმისია“, ჭეშმარიტად გულწრფელი ურთიერთობებითა და შემოქმედებითი პროცესით სავსე სივრცე. ადგილი, სადაც ბავშვობის ზარი ირეკება.
და მაინც,
რა გვხვდება სკოლა „მერმისში“ ?
სკოლისთვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა.
პროფესიონალი პედაგოგები, მრავალფეროვანი და თანამედროვე მეთოდებით სწავლება, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის მეგობრული დამოკიდებულება, მშობლებსა და სკოლას შორის ჯანსაღი ურთიერთთანამშრომლობა ყოველთვის განსაზღვრავს სასურველ შედეგს – აღვზარდოთ ჯანსაღი, კრიტიკულად მოაზროვნე და შემოქმედებითი აზროვნების მქონე მომავალი თაობა. შევუქმნათ მათ უსაფრთხო სასწავლო გარემო.

ფოტოს ავტორი: ნათია ასანიძე
შედეგები
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სკოლის ისტორიაში, წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა, სკოლაში მიღებული განათლების საფუძველზე, წარმატებით შეძლეს საკუთარი ინტერესებისა და მისწრაფებების მაქსიმალურად გამოვლენა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. დღემდე ვმეგობრობთ და განსაკუთრებულად თბილ დამოკიდებულებას ვინარჩუნებთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებთან. სიხარულით ვიზიარებთ მათ წარმატებას სხვადასხვა სფეროში.
ჩვენი კურსდამთავრებულები განაგრძობენ სწავლას როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.
რა არის თქვენი სკოლის მთავარი უპირატესობა?
– მცირერიცხოვანი კლასები;
– უცხოური ენების გაძლიერებული სწავლება;
– ინგლისური ენა პირველი კლასიდან, TOEFL-ის პროგრამით III კლასიდან; დამამთავრებელ კლასში მოსწავლეები ინგლისურ ენას სტანდარტთან შედარებით 2 საფეხურით მაღალ, C1- დონეზე ფლობენ;
– IV კლასიდან მეორე დამატებითი უცხო ენა (სავალდებულო);
– VII კლასიდან მესამე დამატებითი უცხო ენა (არჩევითი);
ჩვენი პედაგოგები გამოირჩევიან თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომით. უცხოელი მოსწავლეების მიმართაც, ჩვენი გარემო მარტივად ადაპტირებადია. სპეციალურად მათთვის გვაქვს ქართული ენის დამატებითი გაკვეთილები.

ფოტოს ავტორი: ნათია ასანიძე
ვცდილობთ სასკოლო გარემო და სასწავლო პროცესი იყოს სასიამოვნო და სახალისო.
გვაქვს მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები:
– ბეჭდური, ელექტრონული, აუდიო-ვიდეო მასალა და სხვა;
– სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, ლაბორატორიები, საგნობრივი კაბინეტები;
– სკოლაში ფუნქციონირებს დებატების კლუბი, ხელოვნების კლუბი, წიგნის მოყვარულთა კლუბი;
– სკოლის მოსწავლეების ინიციატივით დაარსდა სასკოლო გაზეთი “მერმისი” & etc;
– თეატრალური სტუდია 1998 წლიდან;
ფსიქოლოგიური სამსახური აქტიურადაა ჩართული მოსწავლეებთან კომუნიკაციაში.
დაარსების დღიდან სკოლას ემსახურება ფსიქოლოგი, პროფესორი ჯანა კახიანი.
ფსიქოლოგის ჩართულობით ტარდება სხვადასხვა სახის შეხვედრა მოსწავლეებისთვის აქტუალურ თემებზე, რაც ემსახურება ცნობიერების ამაღლებას,
რათა წახალისდეს ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მეთოდების სწავლება.
სწავლის პარალელურად, აქტიურად ხდება მოსწავლეთა ჩართულობა გასვლით და ღია გაკვეთილებში, ექსკურსიებში, ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში, კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში, საქველმოქმედო აქციებსა და სპორტულ შეჯიბრებებში.

ფოტოს ავტორი: ნათია ასანიძე
სკოლის არსებობის განმავლობაში მთავარი მისია უცვლელია:
მერმისელებმა მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება, ჰქონდეთ პროგრესული აზროვნების უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და წარმატებული მომავალი.
***
სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მასწავლებელსა და თანამშრომელს წლების მანძილზე გაწეული შრომისთვის და ერთგულებისთვის, მშობლებს – ნდობისთვის, მოსწავლეებს — სიყვარულის და დაფასებისთვის.
„მერმისი“ წარმატების ისტორიაა, რომელიც სიყვარულით გრძელდება 1994 წლიდან.
ავტორი: კესო ბოჭორიშვილი
ფოტო: ნათია ასანიძე