საოცარი ქალაქი გვაქვს… სათაური ითხოვს და დავწერთ, ანტიკიტური…
აბა, გაიხსენეთ მშობლების თუ ბებია-ბაბუების სახლები ნებისმიერ სითი-ქალაქში…
გახსოვთ, საღამოობით ჩაის რომ სვამდით რაღაც განსაკუთრებით ლამაზი ჭიქით, იქნებ გეჩვენებოდათ? არა, სულაც არა. არც იმ ადამიანების გამორჩეული გემოვნება და სტილი გეჩვენებოდათ. როგორც ყველა ქალაქს მსოფლიოში, ჩვენს სითი-ქალაქებსაც აქვთ თავისი სტილი, განუმეორებელი და მათ შორის, თბილისს!
ანტიკიტა – ეს ყველა ამ პატარა ისტორიის ნაკრებია. თითქოს, ერთი დიდი მსოფლიოდან შეკრებილა ამ სივრცეში ულამაზესი და განსაკუთრებული თვალით და გემოვნებით შერჩეული ნივთები.
ერთი ამბავია ხოლმე სადღესასწაულოდ. ყველა რაღაც თავისას ეძებს და პოულობს.
“ანტიკიტა” სახლის დეკორია. თავისი ხელწერით და უკვე ისტორიით. სხვაში არ შეგეშლებათ.
ახალ მისამართზე გადავიდნენ ახლახანს, ულამაზეს თბილისურ ეზოში, სახლში სახელად “ფიდელი”. ერთმანეთს ძალიან მოუხდნენ, თუ არ ყოფილხართ, აუცილებლად ესტუმრეთ, უთუოდ აღმოაჩენთ საინტერესო სამოსს ან სახლის დეკორს.
საგანგებოდ სითისთვის ვინტაჟური დეკორის და ჭურჭლის ულამაზესი ნივთები შეირჩა: მუქი მწვანე და დამჯდარი წითლისფერი ღვინის ბოკალები. წინა საუკუნის თითბერის სასანთლეები ბელგიიდან, მექსიკიდან გულები, ანუ ძველებური ხელნაკეთი სარკეები და ლამაზი ანტიკვარული სავარძელი საფრანგეთიდან, ისიც მეოცე საუკუნის დასაწყისის, ბრონზირებული ხის მასალისა და ლამაზი აბრეშუმის ნაჭრის.
“დეკორი ჩვენი გატაცება და სიყვარული იყო, ახლა უკვე პროფესია და საქმიანობა” – უყვებიან სითის “ანტიკიტას” შექმნელები. ბევრ საინტერესო და ახალ პროექტზე მუშაობენ გოგოები ნიჭიერ არტისტებთან ერთად. ამ სიახლეებს აუცილებლად გაიგებთ. იქამდე კი ესტუმრეთ სითის ულამაზეს მაღაზიას ონლაინ სივრცეში და დაათვალიერეთ ახალი განყოფილება, სახელად, ვინტაჟური ნივთები!