თბილისიდან 15 კილომეტრში, სათავგადასავლო კომპლექსი „საბადური ჰილსი“ სტუმრებს უკვე მასპინძლობს.
კომპლექსში დაგხვდებათ 45 ნომრიანი სასტუმრო, რესტორანი ქართულ-ევროპული სამზარეულოთი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი ფიტნეს დარბაზით, ლობი ბარი, საკონფერენციო დარბაზი, ბილიარდი და მაგიდის ჩოგბურთი. კეთილმოწყობილი ეზო ბავშვების გასართობი სივრცით, საუნა და მცირე ზომის დახურული აუზი.
მეტი თავგადასავლისთვის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე შეისწავლონ ჯირითი ან საბადურის ტყეში კვადროციკლებით გასეირნება დაგეგმონ.
– „ყველა ადამიანს, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ირგვლივ სრული ქაოსია, ძალიან სჭირდება გარემო ბალანსისთვის და რადგან ეს უკანასკნელი ძალიან სუბიექტურია, ჩვენც შესაბამისად ბევრი განსხვავებული ამბავი შევქმენით და ამ ყველაფერს „ბუნებასთან სიახლოვის სიკეთეები“ ვუწოდეთ.
ბრენდის სტრატეგიაზე ანა ჭინჭარაულმა იმუშავა და როგორც ამბობს, საბადური ჰილსის მთავარი იდეა ადამიანების ბუნებასთან სიახლოვეს და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას უკავშირდება.
– „აღნიშნული სიკეთეები მაქსიმალურად მარტივად მისაღწევი რომ ყოფილიყო, ეს ამბავი თბილისთან ძალიან ახლოს, მაგრამ შუაგულ ტყეში მოვაწყეთ. გარემო და სივრცეები, რომელიც შევქმენით კვლავ ადამიანების ხასიათიდან გამომდინარე, ერთმანეთისგან განსხვავებული და მრავალფეროვანია, თუმცა, რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს ბუნებასთან სიახლოვე აერთიანებს.“
აღსანიშნავია, რომ მეოთხე სართულზე მდებარე პანორამული რესტორანი მასპინძლობს არა მხოლოდ სასტუმროს სტუმრებს, არამედ ნებისმიერ მსურველს, კორპორატიულ წვეულებებს, კონფერენციებს ლანჩით და ყავის შესვენებით თუ უბრალოდ გემრიელი ვახშმის მოყვარულებს.
ასევე უნდა აღვნიშნოთ საკონფერენციო სივრცე, რომელიც 45 ადამიანს მასპინძლობს და აღჭურვილია საჭირო ინვენტარით.
რაც შეეხება სპორტულ კომპლექსს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი შესაძლებლობას აძლევს სრულყოფილი მოსამზადებელი პერიოდი გაიარონ ისეთი სპორტის სახეობებს, როგორიც არის: კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, მინიფეხბურთი, კრივი, ჭიდაობა. გარდა ამისა, სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია მაღალი ხარისხის ინვენტარით უზრუნველყოფილი ფიტნეს დარბაზი.
„პირველი სეზონი საკმაოდ საინტერესოდ გავიარეთ, სტუმრების 70% ქართველი დამსვენებელი იყო, ოლიმპიადის მოსამზადებელ პერიოდში ვუმასპინძლეთ პარატაეკვანდოს ეროვნულ ნაკრებს, კორპორატიულ ღონისძიებებს, კონფერენციებსა და საქორწინო ცერემონიებს.
კომპლექსი ოთხივე სეზონზე შეუფერხებლად მუშაობს და ყველა მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის.