2026 წლის Emmy-ის გამარჯვებულები 

14 სექტემბერს, ლოს-ანჯელესში, Peacock Theater-ში, Emmy-ის 78-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სატელევიზიო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საღამოს წელს მსახიობი მარისკა ჰარგიტეი უძღვებოდა.

2026 წლის Emmy-ზე მთავარი ყურადღება რამდენიმე სერიალმა მიიპყრო. დრამატულ კატეგორიებში The Pitt -მა გაიმარჯვა, კომედიურ სერიალებს შორის კი მთავარი ჯილდო Widow’s Bay -ს გადაეცა. ლიმიტირებული ან ანთოლოგიური სერიალის კატეგორიაში გამარჯვებული DTF St. Louis გახდა.

საღამოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო მეთიუ რისის ორმაგი გამარჯვება — მსახიობმა Emmy როგორც კომედიური სერიალის საუკეთესო მსახიობმა, Widow’s Bay -ში შესრულებული როლისთვის, ასევე ლიმიტირებულ სერიალში შესრულებული როლისთვის, The Beast in Me -ში მიიღო. 

ცერემონიას არაერთი ცნობილი მსახიობი და კინოსა და ტელევიზიის ინდუსტრიის წარმომადგენელი დაესწრო. წითელ ხალიჩაზე, სხვებთან ერთად, ზენდეია, სარა პიჯენი და კერი მალიგანი გამოჩნდნენ.

მთავარი გამარჯვებულები

საუკეთესო კომედიური სერიალი:

 Widow’s Bay

საუკეთესო დრამატული სერიალი:

 The Pitt

საუკეთესო ლიმიტირებული ან ანთოლოგიური სერიალი:

 DTF St. Louis

საუკეთესო რეალითი-შოუ / კონკურსი:

 The Traitors

საუკეთესო ვარიეტე-შოუ:

 The Late Show with Stephen Colbert (CBS)

მსახიობთა ნომინაციები

დრამატულ სერიალში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი:

ნოა უაილი (Noah Wyle) — The Pitt

დრამატულ სერიალში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი:

რია სიჰორნი (Rhea Seehorn) — Pluribus

კომედიურ სერიალში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი:

მეთიუ რისი (Matthew Rhys) — Widow’s Bay

კომედიურ სერიალში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი:

ჯინ სმარტი (Jean Smart) — Hacks

ლიმიტირებულ სერიალში ან ტელეფილმში მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი:

მეთიუ რისი (Matthew Rhys) — The Beast in Me

ლიმიტირებულ სერიალში ან ტელეფილმში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი:

სალი ფილდი (Sally Field) — Remarkably Bright Creatures

დრამატულ სერიალში მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი:

ტომ პელფრი (Tom Pelphrey) — Task

დრამატულ სერიალში მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალი:

ელისონ ჯენი (Allison Janney) — The Diplomat

კომედიურ სერიალში მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი:

სტივენ რუტი (Stephen Root) — Widow’s Bay

კომედიურ სერიალში მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალი:

ქეით ო’ფლინი (Kate O’Flynn) — Widow’s Bay

რეჟისურა და სცენარი

საუკეთესო სცენარი დრამატული სერიალისთვის:

ვინს გილიგანი (Vince Gilligan) — Pluribus

საუკეთესო სცენარი კომედიური სერიალისთვის:

ქეითი დიპოლდი (Katie Dippold) — Widow’s Bay

საუკეთესო რეჟისურა დრამატულ სერიალში:

სოლ მეცშტაინი (Saul Metzstein) — Slow Horses

საუკეთესო რეჟისურა კომედიურ სერიალში:

ჰირო მურაი (Hiro Murai) — Widow’s Bay

Screenshot

2026 წლის Emmy-ის დაჯილდოებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სატელევიზიო ინდუსტრიის მთავარი ჯილდოებისთვის კონკურენცია სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება — წლის გამარჯვებულებს შორის როგორც უკვე ცნობილი პროექტები და მსახიობები, ისე ახალი სერიალები აღმოჩნდნენ.

ტექსტი: თეა ხოფერია

ასევე წაიკითხეთ