0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

“საპონერია”

“საპონერია“ უკვე გაიცანით? ოდესმე საპნის დაგემოვნების სურვილი გქონიათ? არა? “საპონერია” ამ სურვილს ნამდვილად გაგიჩენთ. 

ადგილობრივი წარმოების, მართლაც საამაყო სტარტაპზე გიყვებით. თანამედროვე სტანდარტებით,  მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილ სამყაროს სახელად “საპონერია” დაერქვა. იტალიურიდან ის „საპნის სახელოსნოდ“ ითარგმნება. არაყიშვილის ქუჩაზე არსებულ სივრცეში საპნებისა და არომატების მართლაც ჯადოსნური სახელოსნო დაგხვდებათ.

ლამაზად და გემრიელად ჩამწკრივებული საპნები სახის, სხეულის, სხვადასხვა ტიპის კანისთვის ასევე, ბავშვებისთვის და  მოზრდილებისთვის. თითოეული მათგანი უნიკალურია და საქმის ცოდნით არის შექმნილი. ერთი მიმართულება აკნეს პრობლემებს ებრძვის, მეორე – არ აშრობს, მესამე – ატენიანებს, მეოთხე – ამშვიდებს… ყურადღებით უნდა გაეცნოთ.  საჭირო ინფორმაციას ადგილზე უხვად მოგაწვდიან. საპნების გარდა, აბაზანის ბურთულები, ქაფის ბარები, მარილებიც შეათვალიერეთ. ყველაფერი იმდენად ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთაა, რომ ბავშვებისთვისაც სრულიად უსაფრთხოა. 

საპნები საპონერია

აუცილებლად ცალკე გამოსაყოფი თემაა “საპონერიას” ტანის მოვლის ხაზი; ნაზი და ნოტიო სქრაბები, მსუყე და ოდნავ მსუბუქი ტანის კარაქები. შეგხვდებათ ძილის წინ დამამშვიდებელი საცხიც სხეულისთვის და რუჯის წინ წასასმელი შოკოლადის საცხი, მზისგან დამცავი შემადგენლობით, ცხადია. სულ მალე „საპონერიას“ ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული თმის მოვლის ხაზი დაემატება. 

საჩუქრებისა და სიურპრიზების მოყვარულებისთვის “საპონერია”, ჩვენი აზრით, იდეალური ადგილია. ძალიან მისაღებ ფასად ულამაზეს ყუთს ააწყობთ.  იმდენად ლამაზი, სასიამოვნო და სასარგებლო საჩუქარია, რომ გულგრილი არავინ დარჩება, ამაში თავად დარწმუნდებით. და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძალიან წააგავს შოკოლადებს, ნაზი ბეზეების ჰაეროვან ნამცხვრებს… ამას ემატება პროდუქციის საოცარი არომატი, რომლის შეგრძნებისთანავე სასიამოვნო ემოცია გეუფლებათ. ამ ახალ ემოციას “საპონერია” ჰქვია.

City Saponeria

ასევე წაიკითხეთ