რობიუთი სხეულისა და სახის მოვლის ხაზია, დაფუძნებული უკრაინაში და ძალიან პოპულარული თავის სამშობლოში.
საქართველო პირველია, სადაც ბრენდმა თავისი პროდუქცია გაიტანა. ველოდებით ევროპისა და დუბაის ფილიალებს.
რობიუთი საინტერესო ბრენდია იმით, რომ სხეულის მოვლასთან ერთად, მის სილამაზესა და იერზე ზრუნავს.
მრავალფეროვანი სკრაბები, გაჯერებული ეთერზეთებით: მათი ტექსტურა თავის საქმეს ისე აკეთებს, რომ არ ჩხაპნის კანს, არ იპნევა. შესაბამისად, ეკონომიურიცაა. დასკრაბვის შემდეგ კანი დატენიანებულია და კრემს არ საჭიროებს. მიკრო ნაწილაკები კი ტანს სიბზინვარეს ანიჭებს.
რობიუთი შიმერი უნივერსალურია, იღებთ რუჯს, ხართ დაცული , ხოლო 4 სახის ეთერზეთი კანს კვებავს და ატენუანებს. ფერთა პალიტრა ნებისმიერი გოგოს გემოვნებას მოერგება.
ტანის ჰაილაითერი სხეულის სილამაზეა, ის თითქოს დნება კანზე და მას ერთგვაროვანს და კრიალას ხდის. ფერები აქაც ულამაზესია.
რობიუთის აბრეშუმის ფლუიდი, რომელიც ასე შეიყვარეს უკვე საქართველოშიც, თქვენი მეორე კაბაა. ჰიალურონით მდიდარი ტექსტურა კანს აბრეშუმივით ნაზს ხდის, მოვერცხლილი ნაწილაკები კი მას ზომიერ სიბზინვარეს აძლევს.
რობიუთის გაცნობა და შეძენა სითის ვებგვერდიდან შეგიძლიათ, პროდუქცია აგვისტოს ფასებითაა წარმოდგენილი და მას შეძენიდან 24 საათში მიიღებთ.