0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

რეაბილიტაცია ჯანმრთელობის და სილამაზის გარანტიაა

სითის ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის ფიზიოთერაპევტი – რეაბილიტოლოგი მაკო ციგრიაშვილი ესაუბრა.

დადგა დრო, როდესაც სხეულის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე მხოლოდ ზაფხულის მოახლოებისას არ უნდა ვიფიქროთ. დღეს ადამიანები  სულ უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციას.

– როდის არის საჭირო რეაბილიტაციის ჩატარება?

რეაბილიტაცია შესაძლებელია პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანსაც დასჭირდეს. თუმცა ტრავმის, ოპერაციის და სხვადასხვა დაავადების დროს ფუნქციური შეზღუდვების არსებობისას, აუცილებელია კურსის ჩატარება  შეშუპების სამართავად, კანის შეხორცებითი პროცესების გასაუმჯობესებლად, სისხლის მიმოქცევის  და მოძრაობის აღდგენის მიზნით. ასევე, ვარჯიშებისა და თერაპიის საშუალებით ხდება ტკივილის შემცირება და კუნთების  გაძლიერება.

– რა შედეგი დგება რეაბილიტაციის შემდეგ?

ფიზიკური რეაბილიტაციის დახმარებით, სწრაფად აღდგება მოძრაობის დიაპაზონი.  სპორტის დროს მიღებული ტრავმის, ასევე, სახსრების პრობლემების დროს დაჭიმული კუნთოვანი ქსოვილები ადვილად დუნდება და იხსნება ტკივილი.  

– რა პროცედურებს ატარებთ თქვენს ცენტრში?

ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში ხელმისაწვდომია შემდეგი

პროცედურები:

1. პრესოთერაპია – რომელიც ორგანიზმს ეხმარება ზედმეტი სითხის გამოდევნაში, ასევე, შეშუპების მოხსნაში;

2. ულტრაბგერითი თერაპია – ამგვარი პროცედურის დროს, ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით ხდება რბილ ქსოვილებზე ზემოქმედება და ისეთი თერაპიული ეფექტის მიღება, როგორიცაა სისხლმომარაგებისა და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესება, ანთებისა და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მიღება, აღდგენა-რეგენერაციული მექანიზმის გააქტიურება;

3. ელექტრო თერაპია –  რბილი ქსოვილების დაზიანების შემდგომ, ეს პროცედურა ხელს უწყობს მკურნალობასა და რეაბილიტაციის პროცესს. ელექტრული იმპულსების მეშვეობით, შესაძლებელია კუნთების ტონუსის გაძლიერება, ტკივილის შემსუბუქება, ქსოვილების სისხლმომარაგების გაზრდა, ანთების საწინააღმდეგო, აღდგენითი და რეგენერაციული ეფექტის მიღება;

4. ხელის ლიმფოდრენაჟი  – ამ მასაჟის დახმარებით, უჯრედშორისი სივრციდან გამოიდევნება ზედმეტი სითხე და მასთან ერთად, ტოქსინებიც. აღმოიფხვრება შეშუპება და შეგუბებითი პროცესები. ქსოვილები მარაგდება ჟანგბადით;

5. სამკურნალო მასაჟი;

6. სპორტული მასაჟი;

7. ესთეტიკური მასაჟი;

8. ანტიცელულიტური და სხეულის მაკორექტირებელი მასაჟი;

9. სახის მასაჟი;

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურა კეთდება პაციენტთან ინდივიდუალური კონსულტაციის შემდგომ, მისი ჯანმრთელობის და მდგომარეობის შესაბამისად.

ასევე წაიკითხეთ