0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ქეროლაინ ბესეტ-კენედის ავანგარდული მოდა

ქეროლაინ ბესეტ-კენედი Calvin Klein-ის პუბლიცისტი იყო, სანამ ჯონ ფიცჯერალდ კენედი უმცროსთან არ იქორწინა. მინიმალისტური სტილით ქეროლაინი მალე გახდა 90-იანების მოდის მუზა. 20 წელი გავიდა ქეროლაინის ტრაგიკული გარდაცვალებიდან და მის სტილს დღესაც ისეთი დიდი გავლენა აქვს, როგორც ადრე.

როდესაც ვფიქრობ კლასიკურ სტილზე, რომელიც არაა მოსაწყენი, მუდამ ქეროლაინ კენედი მახსენდება. მისი გარდერობი უმეტესად, ნეიტრალური ფერებისგან შედგებოდა. თუმცა, შიგადაშიგ ის ცოცხალ ფერებსაც იხდენდა. მას ხშირად ეცვა ლურჯი, შავი და თეთრი ფერის ჯინსი და ღილებიანი მაისური. ის უპირატესობას საბაზისო გარდერობს ანიჭებდა. ხანდახან მას ძვირადღირებული სამოსი ეცვა, ხან კი – უბრალო. სწორედ ეს ხდის ქეროლაინის სტილს მარტივად მისაბაძს. 

როუზი

მოდელი როუზი ჰანტიგტონი, ქეროლაინის მსგავსად, სადა, კლასიკურ სტილს იხდენს. ზამთრის დღეებში ორივე ქალბატონი შავ პალტოში გამოჩნდა. შავმა ჩექმამ, ჩანთამ და სათვალემ სტილი საინტერესო დეტალებით გაამდიდრა. თუ ბიზნეს შეხვედრაზე აპირებთ წასვლას, ეს სტილი თქვენთვისაა განკუთვნილი.

Ავტორი: ნატალია პაპუაშვილი

ასევე წაიკითხეთ