ნინო ცქიტიშვილი / ანა ნაცვლიშვილი
Q&A
ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა…
ნინო: გაზაფხული და ზაფხული – სეზონი, რომელიც სულ მინდა რომ იყოს. სეზონი, რომელიც ძალიან დიდ მოტივაციას და ენერგიას მაძლევს და მეტად შრომისუნარიანს მხდის.
ანა: ზაფხული, რადგან ასოცირდება მზესთან ზღვასთან და გართობასთან
თეთრი, წითელი, შავი, ლურჯი…
ნინო: ოთხივე, რადგან 4-ვე ის ფერია, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მიხდება.
ანა: შავი, შავი არის ერთადერთი ფერი, რომელიც, მგონია, რომ ყველას უხდება და ყველაზე დახვეწილია.

სურნელი
ვანილის, ციტრუსის, ხის, თამბაქოსი…
ნინო: ვანილის და ციტრუსის სურნელი უფრო მსუბუქი ტონის მომწონს.
ანა: ვანილის სურნელი არის ჩემი საყვარელი. ყოველთვის მახსენდება ბავშვობა და ბებიაჩემის სამზარეულო, რადგან ხშირად გვიცხობდა ნამცხვრებს.
წითელი პომადა, შავი ტუში, შავი ფანქარი, ჰაილაითერი…
ნინო: აუცილებლად წითელი პომადა, შავი ტუში, ჰაილაითერი და არავითარი შავი ფანქარი 🙂
ეს ჩემი, თითქმის ყოველდღიური, მაკიაჟია.
ანა: შავი ტუში. ვფიქრობ, რომ ეს ატრიბუტი ყველა ქალის ყოველდღიურ ცხოვრებაშია.

მოდელი
კრისტი, ნაომი, ლინდა, კეიტი…
ნინო: კრისტი ტარლინგტონი უკონკურენტოა ჩემთვის.
ანა: ნაომი არის ჩემთვის ყველაზე დახვეწილი და შეუცვლელი მოდელი.
წყალი, ცეცხლი, მიწა, ჰაერი…
ნინო: ალბათ მიწა, გამომდინარე ჩემი ზოდიაქოდან 🙂
ანა: წყალი, რადგან წყლის ნიშანი ვარ


წვიმა, თოვლი, მზე…
ნინო: მზე, მუდამ მზე და ბევრი დ ვიტამინი 🙂
ანა: მზე. მზე არის ერთ-ერთი რამ, რაც ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს.
ამერიკა, ევროპა, აზია, აფრიკა…
ნინო: ამერიკა და ევროპა.
ანა: ევროპა. იმიტომ, რომ ჩემი ხედვები და ჩემი სფერო ასოცირდება ევროპასთან.
ატამი, მარწყვი, საზამთრო, ალუჩა…
ნინო: ოთხივე ჩემი საყვარელი სეზონის ხილია. ამიტომ, ოთხივე ხილზე ვგიჟდები.
ანა: საზამთრო, რადგან ზაფხულის ცხელ დღეებს მაგონებს.
დრამა, კომედია, ჰორორი, სათავგადასავლო…
ნინო: კომედია და სათავგადასავლო.
ანა: სათავგადასავლო, რადგან მიყვარს თავგადასავლები.

როკი, ჯაზი, კლასიკა, ელექტრონული…
ნინო: ჯაზი და ელექტრონული მუსიკაც, ზოგჯერ, გააჩნია განწყობას.
ანა: კლასიკა, იმიტომ რომ მშვიდი და წყნარი მუსიკა მიზიდავს…
ფეხბურთი, კალათბურთი, ტენისი, ცურვა…
ნინო: კალათბურთი! მიყვარს ეს თამაში! 🙂
ანა: რა თქმა უნდა, კალათბურთი. გავიზარდე კალათბურთთან ერთად და ვფიქრობ, რომ ყველაზე სასიამოვნო საყურებელი სპორტია.
ვარდი, იასამანი, ია, მიხაკი…
ნინო: იასამანი ყვავილია, რომელიც სინაზის, სიყვარულის, რაღაც კარგი სიახლის და სიცოცხლის ასოციაციას მიქმნის. და ყველაზე მთავარი _ იასამანს მოჰყავს გაზაფხული 🙂
ანა: იასამნები მიყვარს ძალიან, რადგან გაზაფხულის პერიოდთან არის დაკავშირებული.

საუკეთესო ასაკი ქალისთვის 17, 25, 35, 50…
ნინო: მე ვფიქრობ, ქალი ყველაზე საუკეთესოდ, საინტერესოდ და მომხიბლავად 35 -50 წლის ასაკში გამოიყურება.
ანა: საუკეთესო ასაკი ქალისთვის, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, 35 -დან ზევით უკვე სხვანაირი ცხოვრება იწყება ქალისთვის.
წყალი, ყავა, ჩაი, ღვინო…
ნინო: წყალი და ღვინო
ანა: წყალი არის ჩემთვის და, ვფიქრობ ყველასთვის, შეუცვლელი სასმელი. ყველაზე სასარგებლო და ნეიტრალური სასმელია, რომელიც ყოველდღიურად სჭირდება ჩვენს ორგანიზმს.
შაქარი თუ მარილი…
ნინო: არცერთი. ორივე ამოღებული მაქვს.
ანა: შაქარი, რადგან ტკბილეულის დიდი მოყვარული ვარ.
დილა თუ ღამე…
ნინო: რა თქმა უნდა, ორივე. ორივეს თავისი დადებითი და უარყოფითი, ასევე, სუსტი და ძლიერი მხარე აქვს. თუმცა, არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, ღამეს ვამჯობინებ.
ანა: ღამე, რადგან ყოველთვის მიჭირს დილას გაღვიძება და უფრო მეტად ვერთობი ღამით, მეგობრებთან ერთად.
მაღალი თუ დაბალი…
ნინო: მაღალი 😁
ანა: მაღალი, სავარაუდოდ, რადგან მეც მაღალი ვარ.
თვითმფრინავი თუ მატარებელი…
ნინო: გააჩნია მანძილს და დანიშნულებას. მოკლე მანძილისთვის, ალბათ, მატარებელი და შორი მანძილისთვის თვითმფრინავი. მაგრამ, მგონია, რომ მატარებელი ყველაზე უსაფრთხო და კომფორტული საშუალებაა.
ანა: თვითმფრინავი, რადგან ასოცირდება უცხოეთში გამგზავრებასთან.

მზის ჩასვლა, თუ მზის ამოსვლა…
ნინო: მზის ჩასვლა
ანა: მზის ჩასვლა არის ჩემი საყვარელი სანახაობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზღვაზე ვარ.
ფილმი თუ სერიალი…
ნინო: ფილმი
ანა: ფილმი, რადგან სერიალები ძალიან გაწელილია ჩემთვის და მირჩევნია ფილმს ვუყურო.
პოეზია თუ პროზა…
ნინო: პროზა
ანა: პოეზია, რადგან პოეზიას უფრო ხშირად ვკითხულობ.

კომპიუტერი თუ ტელევიზორი…
ნინო: კომპიუტერმა დიდი ხანია შემიცვალა ტელევიზორი. ასე რომ, კომპიუტერი!
ანა: კომპიუტერი რადგან უფრო კომპაქტურიაა და ყველაფრის ყურება შეგიძლია
ფეისბუქი თუ ინსტაგრამი…
ნინო: ინსტაგრამი
ანა: ინსტაგრამი რადგან ჩვენი თაობა უფრო აქტიურია ინსტაგრამში
დიეტა თუ ვარჯიში…
ნინო: ორივე ერთად, თუ გინდა საუკეთესო შედეგის მიღწევა.
ანა: ორივე ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ პირადად მე ვარჯიში მირჩევნია
ორშაბათი თუ შაბათი…
ნინო: ალბათ, უფრო, სამშაბათი, რადგან უქმე დღეების შემდეგ ორშაბათი ყოველთვის მძიმე და დატვირთულია. სამშაბათიდან დატვირთვა უფრო მართვადია, რადგან უმეტესი საქმე ორშაბათს უკვე შესრულებულია.
ანა: შაბათი ჩემი საყვარელი დღეა რადგან ვაკეთებ ყოველთვის იმას რაც მიყვარს რადგან ბევრი დრო მაქვს
არჩევანი თუ არადანი…
ნინო: რა თქმა უნდა არჩევანი “დაგასწარიი”
ანა: ყოველთვის ვამჯობინებ არჩევანს
პროექტის ავტორები:
ეკა ხოფერია, ნინო დარასელი, ნინო ჭიჭინაძე
ტანისამოსი: დათუნა სულიკაშვილი
მაკიაჟი: თინა შალიკაშვილი
Lutecia • ლუტეცია
განსაკუთრებული მადლობა ნინო არზიანს/ მზიური ბიზნესცენტრს