ნათია ჩინჩალაძის ხელნაკეთი სამკაულები
შენს სამკაულს პოვნა უნდა. მას შენი ხასიათი უნდა ჰქონდეს, შენი იერი. ის მერე შენი ცხოვრების ნაწილი ხდება და ბევრ რამეს ყვება შენზე.
ასე შეიქმნა და დაიწყო ათი წლის წინ მშვენიერი გოგოს, ნათია ჩინჩალაძის, და მისი NC Jewellery-ის ისტორია.



პროფესიით ფილოლოგისთვის დღეს ეს სამყარო მაინც ჰობია, იმის მიუხედავად, რომ მის მიერ შექმნილი ნაკეთობები გამორჩეული და განსაკუთრებულია.



ნათია მუშაობს მხოლოდ ოქროზე, ვერცხლსა და ბუნებრივ ქვებზე. თავიდან ბოლომდე მისი ქმნილებაა: იდეა, ესკიზი, ქვების თუ ლითონის შერჩევა და შექმნა. თითოეული მათგანი ხელნაკეთია და რომ დააკვირდე, თემას დაწერ ცნობილი სათაურით:” ქალთა სახეები…. ”



ქალების და გოგოების შესახებ დაკვირვება არც სჭირდება ნათიას. ის სამი ქალიშვილის დედაა და ერთი გოგოს ბებია.



იცით, მალე ორ შვილიშვილს ელოდება და ისინიც გოგოები არიან. უთუოდ, ახალ



სახეებსა და ფერებს შემოიტანენ ულამაზეს სახლში სახელად NC JEWELLERY.
NC JEWELLERY-ის სრული კოლექციის ნახვა ფეისბუქ გვერდზე შეგიძლიათ.