რუსა ჩაჩუა – მოდელი
სამოსში სტილის და ფერების შეხამება ძალიან მიყვარს, ფაქტობრივად, ეს ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ მომწონს სტილის მრავალფეროვნება, ერთადერთი, რასაც ვერ ვეგუები, არის არაკომფორტული ფეხსაცმელი. როდესაც, დატვირთული გრაფიკის პირობებში, გინდა გამოიყურებოდე კარგად, ვფიქრობ აუცილებელია კომფორტულად გრძნობდე თავს.
გამოცდილებით შემიძლია ვთქვა რომ ბრენდი, რომელიც ჩემთვის ორ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს – ვიზუალს და ხარისხს აერთიანებს, „ჯეოქსია“. ყველა სეზონზე აქვს მრავალფეროვანი სტილის, ფერთა ფართო ასორტიმენტის ფეხსაცმელი, რომელსაც ყოველთვის წარმატებით ვუხამებ ჩემს სამოსს. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და მინახავს გაუთავებელი რიგები ‘ჯეოქსის“ მაღაზიებთან, რაც იმის დასტურია, რომ არა მხოლოდ მე, არამედ მთელი მსოფლიო ირჩევს „ჯეოქსს“.
როგორც ოთხი შვილის დედამ, კარგად ვიცი თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კომფორტულ და ხარისხიან ფეხსაცმელს ბავშვის ზრდისა და ფიზიკური ჩამოყალიბების პროცესში. აუცილებელია ფეხსაცმელი არ ზღუდავდეს მათ მოძრაობას და გართობას უფრო მეტად ხალისიანს ხდიდეს. ძალიან დიდი კომფორტია როდესაც იცი, რომ ერთ მაღაზიაში შეგიძლია შეარჩიო ოჯახის ყველა წევრისთვის სასურველი მოდელი და არ იდარდო ხარისხზე.
ფოტო: LIG Studio