0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

Memo Paris – Fragrances 15 წლის გახდა! 

ცნობილი ბრენდის, Memo Paris-ის 15 წლის იუბილე, ნიშ პარფიუმერიის ბუტიკმა „არომატეკა“  დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, „თბილისი მარიოტის“ საპრეზიდენტო ნომერში აღნიშნა.  შესასვლელში სტუმრებს „მემოს“ ვარსკვლავები ხვდებოდნენ. ბრენდის ცნობილი არომატების გვერდით ახალი სუნამოების ფლაკონები იყო განლაგებული. თითოეული სტუმარი საკუთარ  „მემოს“ ეძებდა და ამ ძიებისას, სივრცეში მიმოფანტულ ნახატებსა და პოსტერებს ათვალიერებდა. ხელზე „მემოს“ არომატმოფრქვეული ვარდები ეკეთათ სტუმრებს და ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე იმ დღის ემოციებს ერთმანეთს ულამაზეს ვერანდაზე უზიარებდნენ.

Juraj Sotosek, Irina Kapanadze

სპეციალურად ამ დღისთვის „არომატეკას“ სტუმრებთან „ მემოს“ წარმომადგენელი, Juraj Sotosek-ი ჩამოვიდა. საინტერესო ისტორიებისა და სიახლეების გაცნობის შემდეგ, მან დამსწრე საზოგადოებას „მემო პარიზის“ თანადამფუძნებელი, ჯონ მოლოუ წარუდგინა, რომელიც პირდაპირი ჩართვისას, სტუმრებს იუბილარზე და მის კონცეფციაზე უყვებოდა.

ქეთი კერესელიძე

ბრენდი ცოლ-ქმარმა, კლარა და ჯო მალოუებმა დააფუძნეს.“მემო პარიზი“ – ეს არის სიყვარულის ოდა, რომელსაც წყვილი მოგზაურობას უძღვნის. თითოეული არომატი კონკრეტული მოგზაურობის, ადგილის შთაგონებითაა შექმნილი და ამითაცაა უნიკალური. ბრენდის სლოგანიც შესაბამისია – The Journey is the destination, სიტყვასიტყვით – მოგზაურობა დანიშნულების ადგილია. მართლაც, სადაც მოგზაურობაა, იქ არის „მემო პარიზი“ და იქ არის ადგილი, სადაც გინდათ, რომ იყოთ.

Memo Event in Tbilisi
Memo Presentation Tbilisi
sanogo mariami
ნანუკა მემო არომატეკა

ასევე წაიკითხეთ