0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

Matiere Premiere არომატეკაში

მასტერ პარფიუმერის ვიზიტი თბილისში

მარტის წვიმიანი საღამო. სასტუმრო “რუმსის” შეხვედრების ოთახში წრიულად განლაგებული სავარძლები პრესის წარმომადგენლებისთვის, მარცხნივ  ჩვენი მთავარი გმირის, Matiere Premiere -ს, ჩამწკრივებული პარფიუმები, მარჯვნივ – პატარა ქილებში მოთავსებული თითოეული პარფიუმის მთავარი ინგრედიენტი, ბრენდის ენაზე რომ ვთარგმნოთ, მთავარი ნედლეული –  ზოგან ვანილის პუდრა, ზოგან ციტრუსი…  სავარძლებზე საქაღალდეა, შიგნით  თითოეული სუნამოს არომატიზებული სანიშნე.

ეს არის ისტორია და ამბავი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და ხანგრძლივი არომატებისა, სახელად Matiere Premiere. სულ ახლახანს ბრენდი Aromateque-ში  დაბინავდა, პრეზენტაციისთვის თბილისს დამფუძნებლები,  მასტერ პარფიუმერი, აურელიან გიშარი (Aurelien Guichard) და კაიუს ვონ ნორინგი (Caius von Knorring) ეწვივნენ. 

Matiere Premiere  ახალგაზრდა სახლია. სულ 5 წლის წინ შეიქმნა, დიახ, 2020-ში, მაშინ , როდესაც მთელ მსოფლიოში კორონა ვირუსი მძვინვარებდა. 

-ეს საკმაოდ რთული დრო იყო. იქმნებოდა ბრენდის სხვადასხვა არომატები. გასაგები მიზეზების გამო, პირისპირ შეხვედრებსა და  დატესტვას სურნელების ვერ ვახერხებდით, ვაგზავნიდით ამანათებით, რასაც ხშირად რამდენიმე კვირა ჭირდებოდა, მაგრამ   ხანგრძლივი დროის მიუხედავად, ადრესატთან სურნელი უცვლელი ჩადიოდა, ის არ იკარგებოდა და სწორედ ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სწორი გზით მივდიოდით – გვიყვებიან დამფუძნებლები.

რატომ და როგორ?

ფორმულაა უნიკალური და ამავდროულად მარტივი, ხოლო  მისი არსი ბრენდის სახელწოდებაშია: Matiere Premiere ნიშნავს მთავარ ნედლეულს, მთავარ ინგრედიენტს. ესაა ბრენდის კონცეფცია -თითოეული არომატი ერთი ძირითადი  ინგრედიენტის ირგვლივ იქმნება.  ასე მაგალითად, ლეგენდარული და სრულიად შესანიშნავი Radical  Rose  გრასის ბაღებში ბიოლოგიურად მოყვანილი ვარდის სურნელია, Vanila Powder -ის მთავარი ნედლეული კი, როგორც ხვდებით, ვანილის პუდრაა. . .

გრასის ბაღები, ან გნებავთ ფერმა, Matiere Premiere-ს განსაკუთრებული სიამაყეა. აურელიან გიშარი ერთადერთი პარფიუმერია მსოფლიოში, რომელიც სუნამოებში საკუთარ ფერმაში მოყვანილ ინგრედიენტებს იყენებს. გრასის ბაღებში, იქ, სადაც აურელიანი დაიბადა, ყვავის ვარდი და ტუბეროზა.

მასტერ პარფიუმერი, აურელიან გიშარი, ნამდვილი ვასრკვლავია მსოფლიოს პარფიუმერიის სამყაროში. მისი მამა, ჟან გიშარი, ავტორია ისეთი საკულტო არომატებისა, როგორებიცაა Cacharel LouLou, Calvin Klein Obsession და Hermès Concentré d’Orange Verte.

არანაკლებ შთამბეჭდავია აურელიან გიშარის პარფიუმერული პორტფელი,  20 წლიანი კარიერის მანძილზე, მან მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისთვის 100-ზე მეტი არომატი შექმნა!

ეს ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. თუმცა, მაშინ მე პარფიუმს ბრენდის მიხედვით ვქმნიდი, ახლა კი სუნამო მთავარი ინგრედიენტის, მთავარი ნედლეულის, ირგვლივ იქმნება– განმარტავს აურელიენ გიშარი.

პრეს- შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა  და მასპინძლებმა „აპოთეკაში“ გადაინაცვლეს, სადაც Matiere Premiere უკვე ფართო საზოგადოებას წარუდგა.

ბრენდი ექსკლუზიურად არომატეკაშია წარმოდგენილი, ნახსენები სურნელების გარდა, არომატეკაში Matiere Premiere -ს  სრული კოლექცია დაგხვდებათ. უდაოდ, იპოვით თქვენსას!

#aromateque #matierepremiere #aurelien #guichard

ასევე წაიკითხეთ