0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

Marc O’Polo – ს ბრენდი გალერეა თბილისში

გალერია თბილისში მსოფლიოში კარგად ცნობილი ბრენდის Marc O’Polo-ს ოფიციალური  ფრანჩაიზინგული მაღაზია გაიხსნა.

მარკ ო’პოლო წარმოადგენს პრემიუმ კლასის შვედური ტანსაცმლის ბრენდს, რომელიც 60-იან წლებში დაარსდა სტოკჰოლმში. ბრენდი დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. მისი კაპიტალიზაცია ნახევარ მლრდ დოლარს აღწევს და მსოფლიო მასშტაბით 2 000 – ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს.

მარკ ო’პოლოს ტანისამოსი წარმოადგენს თანამედროვე, ყოველდღიურ სამოსს, რომელშიც მოდურ, მსოფლიო ტენდენციებთან ერთად, ჰარმონიულადაა შერწყმული სკანდინავიური, სადა და დახვეწილი სილუეტი.

ბრენდი უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივი და მაღალი ხარისხის მასალებს, რომელიც ტანისამოსის ყველა დეტალში იგრძნობა. კომპანია გამოირჩევა განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობებით – მათ მიერ წარმოებული ტანსაცმლის 70% მდგრადი მასალითაა შექმნილი და ნელ-ნელა ხდება აღნიშნული მაჩვენებლის გაუმჯობესება.

საქართველოს ბაზარზე მარკ ო’პოლოს ოფიციალური წარმომადგენელია კომპანია „დრესარიუმი“, რომელიც 5 წელზე მეტია ოპერირებს ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში და მათი პორტფელი აერთიანებს ისეთ ცნობილ პრემიუმ ბრენდებს, როგორებიცაა: Hackett, Pepe Jeans, Lascana, Lion Of Porches, Mayoral და Original Marines.

აღსანიშნავია, რომ გალერია თბილისში გახსნილი Marc O’Polo-ს მაღაზია უნიკალური THE SCANDINAVIAN STUDIO-ს კონცეფციისაა. მსგავსი სტილის მაღაზია ბრენდს პირველად 2021 წელს  გერმანიაში და მსოფლიო მასშტაბით სულ 3 ადგილას აქვს გახსნილი. 

ასევე წაიკითხეთ