თბილისში, სასტუმრო “ბილტმორში”, ულამაზესი Unique Boutique გაიხსნა. აქ ლეგენდარული შვეიცარიული ბრენდი, Valmont არის წარმოდგენილი. Valmont-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფი – Estemed – ია. გაზაფხულის დადგომისთანავე, Valmont-ის დღეები უკვე გაიმართა სხვადასხვა სივრცეში.
Unique Boutique-ში Valmont-ის სრული ხაზია წარმოდგენილი. ამ ამბავს, მოსული სტუმრებისთვის, სპეციალური მასტერკლასი მიეძღვნა, რომელსაც ბრენდის წარმომადგენელი, ვიტა ვილუცკაიტე უძღვებოდა.


საქართველოში Valmont -ის შემოსვლის შესახებ სტუმრებს კლინიკა “ტოტალ შარმი ვაკის”, “ტოტალ შარმი დენტის” და Estemed – ის დამფუძნებელი, ალბინა ქაჯაია უყვებოდა. „ეს მხოლოდ დასაწყისია. Valmont – ის ისტორია საქართველოში ძალიან საინტერესოდ განვითარდება” – აღნიშნა ალბინა ქაჯაიამ.
პრეზენტაციის სტუმრები Valmont – ის სამყაროში მოექცნენ. იქ, სადაც თითოეული პროდუქტი არის არა მხოლოდ მოვლა, არამედ რიტუალი, ცოტათი ხელოვნებასთან დაახლოებული.


ეს მართლაც ლეგენდარული ბრენდი ისტორიას ჯერ კიდევ 1905 წელს იწყებს. მაშინ, როდესაც შვეიცარიაში, მონტრეში, ლემანის ჯადოსნური ტბის ნაპირზე იხსნება ჯანმრთელობისა და სილამაზის კლინიკა Valmont. ის ევროპის გამორჩეულ კლინიკად იქცა და მის ცნობილ სტუმრებს შორის ჟორჟ სიმენონის, კოკო შანელის, ინგრიდ ბერგმანის სახელებიც არის. სწორედ ამ კლინიკაში შეიქმნა უნიკალური პროცედურა, რომელიც საფუძვლად დაედო Valmont – ის მთავარ ინგრედიენტს – დნმ-ის სამმაგ მოლეკულას, კანის ყველანაირი ტიპის დაზიანებას რომ აღადგენს.


1985 წელს ჩნდება Valmont-ის პირველი პროდუქტები. მათ შორის, ნიღაბი Prime Renewing Pack. 30 წელი გავიდა მას შემდეგ და ეს ნიღაბი დღემდე ბესტსელერია, ისევე როგორც, ბრენდის მიერ წლების მანძილზე შექმნილი არაერთი, მართლაც რომ უნიკალური ხაზი.


მათი უმრავლესობის დატესტვის, ახლოს გაცნობის საშუალება მიეცათ სასტუმრო„ბილტმორში“ შეკრებილ სტუმრებს. მასტერკლასზე წარმოდგენილი სახის მოვლის პროტოკოლიც ყურადღებით მოისმინეს სტუმრებმა და ბევრი სიახლე გაიგეს Valmont – ის პრიდუქტებზე განსაკუთრებული ინტერესი და ბევრი შეკითხვა საქართველოში უკვე ძალზედ პოპულარულმა Valmont-ის „კონკიას ნიღაბმა“ გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ ხსენებულ ნიღაბს სხვადასხვა პროტოკოლი ჰქონია. ასე მაგალითად, მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ, სწრაფი ეფექტისთვის მას დაიტანენ ოდნავ სქელი ფენით. ჯადოსნობა გარანტირებულია.


მეორე გზა, დროში გაწერილი მოვლაა: დილით, ახლად გაღვიძებულზე, ვიდრე მაგალითად, ტელეფონის ეკრანს დავხედავთ, სახეზე “კონკიას ნიღბის“ თხელ ფენას ვისვამთ. ვიბანთ, დაახლოებით, 10-15 წუთში. ზუსტად ერთ თვეში თვისობრივად ახალ კანს ვიღებთ. ეს ახალი „საიდუმლო“ სტუმრებს მასტერკლასის ავტორმა, ვიტა ვილუცკაიტემ გაანდო.


„კონკიას ნიღბის“ მისეული რუტინა გაუზიარა აუდიტორიას ალბინა ქაჯაიამაც. ის ნიღაბს ყოველდღე, მსუბუქი მაკიაჟის ქვეშ, ერთგვარ ბაზად იყენებს. „ცოტათი ფოტოშოპის ეფექტი აქვს. თან, პარალელურად, კანის სტრუქტურას აღადგენს და უვლის“- განმარტავდა ალბინა ქაჯაია.


Valmont ცალკე სამყაროა. ვინც ერთხელ შეეხებადა ეზიარება, მისი თაყვანისმცემელი ხდება. ცალკეა აღსანიშნავი Valmont – პროცედურები. სხვათა შორის, სასტუმრო „ბილტმორის“ სპაში მათი სრული ხაზია წარმოდგენილი. პრეზენტაციის დღეებში, გაცნობითი მასტერკლასები დედაქალაქის სხვადასხვა სივრცეებშიც გაანებივრეს Valmont – ის სტუმრები.


სასტუმრო „ბილტმორის“ შემდეგ, Unique Boutique კიდევ ერთ ახალ სივრცეში გაიხსნება. პრეზენტაციას აპრილის თვეში გვპირდებიან. ასე რომ, Valmont – ის ისტორია საქართველოში საკმაოდ დინამიკურად ვითარდება.