დაანონსდა ჩვენი საყვარელი და ამოჩემებული ბრენდის, By Kilian, ახალი სუნამოს შემოსვლა საქართველოში, მას Kologne ჰქვია და მისი გაცნობა და ნახვა „არომატეკას“ სივრცეში შეგეძლებათ.
ამ მნიშვნელოვან ამბავს ბრენდმა King David-ში, სნეპ პრემიუმ აუზზე, სპეციალური მიღება-საღამოც მიუძღვნა, რომელსაც ბრენდის მოყვარულები და „არომატეკას“ მეგობრები ესწრებოდნენ.
ბრენდის დამფუძნებელი, კილიან ჰენესი, საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დინასტიის Hennessy-ს შთამომავალია. მოგეხსენებათ, ჰენესების გვარი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ალკოჰოლურ სასმელებს უკავშირდება, გარკვეული დროის შემდეგ შეძენილი მდიდარი გამოცდილების გადმოტანა გვარმა პრფიუმერიაში გადაწყვიტა და ასე შეიქმნა By Kilian-ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული ბრენდი მსოფლიოში.
ხშირად By Kilian-ის ამა თუ იმ ხაზში ნახავთ რეპლიკებს მიმართულს ცნობილი კონიაკებისკენ, მაგალითისთვის, სუნამოს მოთავსებულს კონიაკის ბოთლში, რომელსაც გარეგნულად ვერც გაარჩევთ ნამდვილი ჰენესის კონიაკისგან.
იმ საღამოს” ქინგ დევიდის ” აუზთან კიდევ ერთი ასეთი კონიაკ-აქცენტის მომსწრე გავხდით: სტუმრებს „ კილიანის“ კოკტეილების ხაზის სუნამო Angel’s Share წარუდგინეს, მისი სახელწოდება კონიაკის წარმოებასა და შექმნას უკავშირდება. როგორც გავარკვიეთ, „ანგელოზების წილი“ ეწოდება იმ დანაკარგს, რომელიც მუხის კასრებში კონიაკის აორთქლებისას იქმნება-ანუ ის აორთქლილი უხილევი მშვენიერი კონიაკი თითქოს ანგელოზებისთვისაა განკუთვილი. ბრენდმა იფიქრა და მოიფიქრა, რომ ეს მშვენიერი დანაკარგი მისი თაყვანისმცემლებისთვის გაეზიარებინა და ასე და ამგვარად შეიქმნა 50 მლ -იანი სუნამო სახელად Angel’s Share . ეს სუნამო მხოლოდ ამ შეფუთვით არსებობს, რადგანაც სწორედ 50 მლ -ის ოდენობის ყოფილა ანგელოზებისთვის აორთქლილი ფანტასტიური კონიაკი. სურნელს, ისტორიას და საინტერესო კონცეფციას რომ თავი დავანებოთ, შეფუთვა თანამედროვე ადამიანებისთვის ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია.
“ქინგ დევიდის ” აუზზე გამართულ საღამოზე სტუმრებმა სპეციალურად მომზადებული კოკტეილი გასინჯეს, რომლის მთავარი ინგრედიენტი, ცხადია, “ჰენესის ” კონიაკი იყო.
ასე რომ, გაიკეთეთ გრილი კოკტეილი „ჰენესის“ კონიაკისგან, არ დაგავიწყდეთ ბევრი ყინულის ჩაყრა და მოემზადეთ By kilian-ის ახალ ვარსკვლავებთან შესახვედრად. მისამართს მაინც შეგახსენებთ, თბილისი, იოანე შავთელის 17, სასტუმრო „ამბასადორი“, „არომატეკა“!