ეს ნიტერიაა, ქართული ნაქსოვი ტანსაცმლის ბრენდი, რომელსაც სითი-გოგო, ქრისტი ჭიჭინაძე, წარმოადგენს. კომპანია 2023 წელს დაფუძნდა და გამორჩეულია. გამორჩეული ხარისხით-სამოსი იტალიური ძაფით იქსოვება, ხელნაკეთია და თითოეულ დეტალს ექცევა დიდი ყურადღება. მოგვწონს თეთრი ნაქსოვი სამოსი-ახალგარზდა, თამამი და თავდაჯერებული გოგოს ხასიათი რომ მოაქვს. თითოეულს თავისი ხასიათი, ენერგეტიკა და დიზაინი აქვს და რაც დღეს ყველაზე მეტად ფასობს, ხელნაკეთი და ინდივიდუალურია.
ნიტერიაში საოცრად ნიჭიერი და საქმეზე შეყვარებული ადამიანები მუშაობენ. ყოველ კოლექციაში დაიჭერთ ქართული ელემენტების თანამედროვე წაკითხვას. ნიტერიას შემქმნელების მიზანი და სურვილი ნაქსოვი ტანსაცმლის პოპულარიზაციაა და ამიტომ თითოეული სამოსის შექმნას დიდ დროს და ენერგიას უთმობენ.
ნიტერიას კოლექციის ნახვა და შეძენა ონლაინ შეგიძლიათ.
ჩვენი ინსტაგრამ გვერდი
მოდელი: ქრისტო ჭიჭინაძე
ფოტოგრაფი: ალექსანდრე გვენცაძე
მაკიაჟი: ტაისია ერაძე