0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

გიორგი ჩაუშბა

მხატვარი

აფხაზეთი ჩემი დიდი ტკივილია. ბავშვობისდროინდელი მოგონებები დამრჩა ბუნების, სითეთრის, საოცარი კლიმატის. ყოველთვის განსხვავებულ ადგილს იკავებდა ჩემს ცხოვრებაში, ღმერთების ადგილს ვეძახი. ასე მგონია, ღმერთებმა თავიანთთვის გაიმზადეს აფხაზეთი. მე მხატვარი ვარ. მიყვარს სილამაზის გამოხატვა ნამუშევრებში. დარწმუნებული ვარ, აფხაზეთმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ხელოვნებაზე. ვფიქრობ, ფერის ასეთი სიყვარული, სითამამე, მრავალფეროვნება აფხაზეთის სიყვარულისგან მოდის. დიდი იმედი მაქვს, რომ მოვა ის დიდებული დღე, როდესაც ჩვენ, ყველა, აფხაზეთში დავბრუნდებით და ისევ შევძლებთ ამ ულამაზეს ადგილას გასეირნებას.

მე დავიბადე ბათუმში, თუმცა წარმოშობით აფხაზი ვარ. ჩვენი გვარი დიდი ხნის წინ გადმოსახლდა აჭარაში, მაგრამ აფხაზეთს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, ჩემს შემოქმედებაში.

პირველი, რაც მახსენდება აფხაზეთზე ჩემი ბავშვობიდან, იქ გემით შესვლაა. მახსოვს, ბათუმის შემდეგ სოხუმში იყო გაჩერება. ძალიან მიყვარდა ყურება როგორ შედის დიდი გემი სოხუმის ულამაზეს სანაპიროზე. თეთრი, მთებში ჩაძირული სოხუმის პორტი, საოცარი სურნელი… ეს არის ის მოგონება, რომელიც პირველი მახსენდება აფხაზეთზე და განსაკუთრებულად მიყვარს.

ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ვასკა გედენიძე

ასევე წაიკითხეთ