ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს ახალი ბრალდებები წაუყენა, ის ყოფილ მეუღლეს ინფორმაციის გაუთქმელობის შეთანხმების საფუძველზე იძულებით გაჩუმებაში ადანაშაულებს. საქმე კი ყოფილ წყვილს შორის მიმდინარე დავას – ანჯელინას მიერ ღვინის ქარხნის გაყიდვას ეხება.
დავა 2022 წლიდან იწყება, ბრედმა ჯოლის მათი ერთობლივად ნაყიდი ფრანგული ღვინის ქარხნის – Château Miraval – ის “ფარულად” გაყიდვისთვის უჩივლა.
ღვინის ქარხნის ირგვლივ პერიპეტიები თვითმფრინავის ცნობილი ინციდენტის ფონზე მიმდინარეობს. კერძოდ, ანჯელინა ჯოლის მხარის მტკიცებით, 2016 წლის სექტემბერში საფრანგეთიდან ლოს-ანჯელესში კერძო თვითმფინავში ბრედ პიტმა მეუღლისა და შვილების მიმართ აგრესია გამოხატა, ადვოკატები ამბობენ, რომ მსგავსი რამ პიტს არაერთხელ ჩაუდენია ანჯელინას მიმართ, აი შვილებზე აგრესია პირველად სწორედ ამ რეისზე მოხდა და ეს გახდა ბოლო წვეთი ანჯელინასთვის, რომ დაუყოვნებლივი განქორწინება მოეთხივა.
ინციდენტი მაშინაც კატეგორიულად უარყო ბრედ პიტმა, ამ თემაზე მის მიმართ პრეტენზიები აღარ წამოყენებულა, წყვილი კი ოფიციალურად დაშორდა 2018 წელს
მოვლენები დაიძაბა ახლახანს “ღვინის ქარხნის საქმის” გამო. ბრედ პიტი ამბობს, რომ ანჯელინამ ჩუმად გაყიდა ღვინის ქარხანა, ანჯელინა კი ამტკიცებს, რომ ე.წ. ბიზნეს დავა ყოფილმა მეუღლემ მხოლიდ იმისთვის წამოიწყო, რომ ის გააჩუმოს და თვითმფრინავის ინცინდენტი აღარასდროს ახსენოს.
შესაბამისად ჯოლის ადვოკატები ბრედ პიტს ღვინის ქარხნის გაყიდვის შესახებ დავის შეწყვეტას სთხოვენ და სანაცვლოდ ადასტურებენ, რომ ზემოხსენებული ინციდენტის დეტალებს არ გაასაჯაროვებენ. ბრედ პიტი საქმის ასე დაყენებას შეურაცხყოფად აფასებს და ამტკიცებს, რომ არანაირი დამადასტურებელი ფაქტები იმ ინციდენტისა არ არსებობს.
ვარსკვლავური წყვილის ქონებრივ დავას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გადაწყვეტს. ამასთანავე ანჯელინა ჯოლის ექნება დრო მისი ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულები შეაგროვოს და გაასაჯაროოს.
ღვინის ქარხანა Château Miraval საფრანგეთში ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა 2008 წელს იყიდეს.