0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

E Cashmire Musk

Clive Christian-ის ახალი ვარსკვლავი 


ცნობილი პარფიუმერული სახლის Clive Christian ახალი სუნამოს პრეზენტაცია შედგა თბილისში. ახალ გვირგვინოსანს E Cashmire Musk ჰქვია და ის 192 ინგრედიენტს შეიცავს.  

გვირგვინოსნად იმიტომ მოვიხსენიეთ, რომ უკლებლივ ყველა ხაზი და ყველა ფლაკონი გვირგვინის მატარებელია, რაც  ხაზს უსვამს მის კავშირს სამეფო სახლთან. 

გამორჩეული ბრენდია Clive Christian-ი, საინტერესო ისტორიით, რომელიც  1872 წელს იწყება. სწორედ ამ წელს სახლის დიდმა გულშემატკივარმა, დედოფალმა ვიქტორიამ, ბრენდის შემქმნელებს უფლება მისცა დიზაინში მისი გვირგვინის ფორმა გამოეყენებინათ.  

დედოფალ  ვიქტორიასა და პრინც ალბერტის სიყვარულის ისტორიის გამომხატველია  ყველა ფლაკონზე დატანებული ფორთოხლის ყვავილი – სწორედ ფორთოხლის ყვავილის ფორმა ჰქონია ოქროსა და ფაიფურის გულსაბნევს, პრინცმა რომ დედოფალს აჩუქა.

ამ ლამაზ ისტორიებში მოგზაურობდნენ “არომატეკას” მიერ მოწვეული სტუმრები საღამოზე. მთავარი გმირი შესასვლელში ხვდებოდა სტუმრებს, მთელ სივრცეში Clive Christian-ის ახალი სუნამოს  სურნელი ტრიალებდა, უკრავდა ლამაზი მუსიკა, დათუნა ალადაშვილის აკომპანიმენტით  საოცრად მღეროდა  ნატალია ქუთათელაძე.

  • რას შეადარებდით ახალ სუნამოს? -ეკითხებოდნენ სახლის წარმომადგენლებს სტუმრები.
  • მუსიკას, ლამაზს და ერთი მოსმენით რომ შეგიყვარდება, ისეთს, დანარჩენი უკვე თქვენი აღმოსაჩენია – პასუხობდნენ მასპინძლები. 

Clive Christian-ის ახალი ვარსკვლავის E cashmire musk გაცნობა შეგიძლიათ ნიშ პარფიუმერიის სივრცეებში სახელად “არომატეკა”.

ასევე წაიკითხეთ