17 ოქტომბერს, ისი პარიმ რესტორან „თეატრში’’ ჟან პოლ გოწიეს ახალი სუნამო Divine
წარადგინა. პრეზენტაციას, რომელიც ნამდვილი ქალღმერთებით იყო შთაგონებული, პრესისა და მედიის წარმომადგენლები, ინფლუენსერები და ბლოგერები დაესწრნენ.



სტუმრებს ბრჭყვიალა ოქროსფერი დღესასწაული დახვდათ. ჯერ Jean Paul Gaultier-ს არომატის შესაფერისი და Gaultier დამახასიათებელი კორსეტი მოირგეს და მხიარული ფოტოები გადაიღეს. შემდეგ, არომატით შთაგონებული კოქტეილები დააგემოვნეს და ბოლოს ოქროსფერი მაკიაჟით აბრჭყვიალებულებმა, საღამოს მთავარი შოუზე გადაინაცვლეს.









გასაოცარი ვახშამი პერფორმანსებითა და მოცეკვავეების შოუებით წარიმართა, საღამოს ყველა დეტალში იგრძნობოდა ახალი არომატის Divine-ის კონცეფცია.
ღვთაებრივი სუნამოს პრეზენტაცია უკვე ისი პარის პიარისა და კონტენტის მენეჯერმა ლინა ქალდანმა წარმართა. როგორც ვიცით, Jean Paul Gaultier, ყოველთვის აღემრთებდა ქალებს და არც ახლა აღმოჩნდა გამონაკლისი. ახალი არომატი Divine ქალების ავთენტურობით, ძლიერი ხასიათით, თავისუფლებით და თავდაჯერებულობით იყო შთაგონებული. „ Gaultier-ს სამყაროში, ქალები ქალღმერთებად ცხოვრობენ“.



Gaultier Divine გახლავთ გურმანულ-ყვავილოვანი სურნელი, რომელიც ძალიან ცნობილმა პარფიუმერმა, კვენტინ ბიშმა შექმნა. პარფიუმერმა ნამდვილი მზის არომატი შეავსო მზიანი შროშანის ყვავილებით, ზღვიდან მონაბერი ქარის მარილიანი სიგრილით და დამატყვევებელი, ჰაეროვანი მერინგეს სიტკბოთი.
Gaultier Divine უბრალოდ ღვთაებრივი, უფრო მოკლედ, მარილიანი კოცნა.

სტუმრებს ერთგვარი მანიფესტაციის კარტები დაურიგეს, რომლებიც უამრავი პოზიტიური მანტრით იყო დატვირთული, ქალბატონებს მიმართეს ერთგვარი მოწოდებით, თხოვნით, რომ ხშირად შეახენონ საკუთარ თავს, რამდენად მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანი, ძლიერი და თავდაჯერებული ქალები არიან.



საღამო კულმინაციას უახლოვდებოდა, რომ ოქროსფერი ფოიერვერკი გაეშვა და ისი პარიმ თითოეული სტუმარი ყველაზე ღვთაებრივი და ქალური არომატით დაასაჩუქრა.