0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

CosmeticAid-ი და მისი პარტნიორები საერთაშორისო კონგრესზე! 

საქართველოში პირველად ექთნების  საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა. მისი მასპინძლები „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“, ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანებისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU  იყვნენ.  განსახილველი  თემა იყო “ჯანდაცვისა და პერსონალური სერვისების უსაფრთხოება და ხარისხი“.

ექთნების საერთაშორისო კონგრესის ოფიციალური მიღების ცერემონია გაიმართა საერთაშორისო, ოქროს სტანდარტად აღიარებული – JCI აკრედიტაციის მფლობელ „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“. ჰოსპიტალის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერჯან აიილდიზმა, საექთნო სამსახურის დირექტორმა – ია გელენიძემ და AHT მენეჯმენტის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს სტუმრებს, როგორც საქართველოდან, ასევე აშშ-ის, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. 

CosmeticAid -ი ამ მნიშვნელოვან ფორუმზე წარადგინა დარგის სპეციალისტმა, ამერიკული ჰოსპიტალის მასაჟისტ რეაბილიტოლოგმა,  მაკო ციგრიაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას მან წარუდგინა ვორქშოფი, სადაც ის პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაში კოსმეტიკეიდის პროდუქციას იყენებს.

ასევე წაიკითხეთ