#GossipGirl-ის ვარსკვლავის თმის მოვლის ხაზი
ბლექ ლაივლმა ახალი ბრენდი აგვისტოში Give Bake Beauty-სთან პარტნიორობით გამოუშვა და ის სრულიად ბუნებრივ კომპონენტებზე შექმნილი თმის მოვლის ხაზია.
Blake Brown-ზე პარტნიორები 7 წელი მუშობდნენ და ის ბრენდის ვებგვერდზე და ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Target.com – ზე იყიდება.
მოდით, გავერკვეთ, რით არის საინტერესო ეს ბრენდი.
უპირველეს ყოვლისა, ის სრულიად ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება. შიგთავსიც და შეფუთვაც ეკომეგობრულია.
ყველა პროდუქტს დაწვრილებითი აღწერილობა მოყვება, ის მიგვანიშნებს, რა ამოცანას შეასრულებს პროდუქტი.
ბლეიქ ლაივლის აზრით, თმას რომ კარგად მოუარო, მას უნდა გრძნობდე. მაგალითად, ზოგ თმას შამპუნით ორჯერ სჭირდება, ზოგს -ერთხელ. ასეა ნიღაბიც: ზოგს მცირე რაოდენობა ჰყოფნის, ზოგს-მეტი. ამას შენ თმის მოვლის დროს უნდა დააკვირდე – ამბობს ბლეიქი.
Blake Brown – ის გეომეტრიული ფორმის ოქროსფერ-ყავისფერი შეფუთვები, რომელიც ასევე პირადად ბლეიქის იდეით შეიქმნა, არ შეიცავს სილიკონს, პარაბენებს, ფტალატებს, სინთეზურ საღებავებს ან მინერალურ ზეთებს.
როგორც თავად მსახიობი ამბობს, სწორედ მათი ბუნებრივი კომპონენტებისგან შემდგარი შემცველობის წყალობით, ის თამამად უზიარებს საკუთარ აბაზანაში ლამაზად მოთავსებულ თმის მოვლის საშუალებებს თავის მეუღლეს, მსახიობ რაიან რეინოლდს და შვილებს.
თმის მოვლის ხაზის ყველა პროდუქტი პარფიუმს შეიცავს, მათ საგანგებოს არჩევდა თავად ვარსკვლავი.
Blake Brown-ის ხაზში შეხვდებით როგორც ტრადიციული, კლასიკური მოვლის საშუალებებს, ასევე სიახლეებს. მთავარი აქცენტი და განმსასხვავებელი ამ ბრენდის მისი სრულიად ბუნებრივი ინგრედიენტებია.