Delfy Cosmetics ფრანგული სუნამოს ხაზს ამჯერად ქართველი მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი რუსა ჩაჩუა წარმოგიდგენთ.
თავდაჯერებული მანდილოსნების არჩევანი – ასე შევაფასებდით დელფის სუნამოების ამ ხაზს, რომელიც 2 წლიანი მუშაობის შემდგომ, საფრანგეთში, სუნამოების დედაქალაქ გრასში შეიქმნა.
დელფის სუნამოების ხაზში თქვენ დაგხვდებათ სუნამო ყველა ტიპის სურნელის მოყვარულთათვის, იქნება ეს გრილი თუ მოტკბო ნოტები, ვარდის კომბინაცია ბერგამოტთან, ფრანგული ყვავილების ნაზავი, ხისა თუ ტყავის კომბინაცია.
სუნამოები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ბაზაზე, უმაღლესი კონცენტრაციით. სწორედ ეს განაპირობებს მათ განსაკუთრებულად მაღალ მდგრადობას.
სუნამოების აღნიშნული ხაზი უკვე რამდენიმე თვეა აქტიურ გაყიდვაშია “გალერია თბილისის” დელფის ბრენდულ ბუტიკში და დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მომხმარებლებს შორის.
ფოტო: თიკო ჭიღლაძე
მაკიაჟი: თეკო შენკენი
ვარცხნილობა: ეკატერინე ტაბატაძე