Solférino – პარიზის შთაგონებით შექმნილ არომატებს
ქალაქში, სადაც სინათლე, არქიტექტურა, ხელოვნება და სიყვარული ერთმანეთში იკვეთება, იბადება Solférino Paris — პარფიუმერია, რომელიც სურნელზე მეტია.
ეს არის პარიზის შეგრძნება, გადმოტანილი ათ უნიკალურ არომატში — ათ განსხვავებულ ისტორიად, ემოციად და მოგონებად. სურნელებად, რომლებიც არ გკარნახობენ, ვინ უნდა იყო, არამედ გაძლევენ თავისუფლებას, იპოვო შენი საკუთარი პარიზი.
ესთეტიკური კოდები
Solférino Paris-ის ვიზუალურობას სამი მთავარი სიმბოლო განსაზღვრავს:
- მზე S10 ლოგოთი — „სინათლის ქალაქის“ ბრწყინვალების სიმბოლო;
- S10-ის ბეჭედი — ექსკლუზიური ხელწერა „სოლფერინოს ქუჩა 10-ის“ შესასვლელის მუქ მწვანე ტონალობაში;
- ჭადრაკისებრი ორნამენტი — პარიზული სასახლეების იატაკის საკულტო დეტალი.
არქიტექტურული დიზაინი
ვიზუალური კონცეფცია პარიზული სასახლეების ჰარმონიულ ხაზებს ეფუძნება. მომრგვალებული მინის ბოთლი ძალასა და სირბილეს შორის იდეალურ ბალანსს ქმნის, ხოლო ამოტვიფრული „S10“ ნიშანი, თავსახურის მზე და ყელზე შეკრული მწვანე ლენტი მას თავშეკავებულ ფუფუნებას სძენს.
შეფუთვაც არქიტექტურული სიზუსტით შეიქმნა: სუფთა ხაზები, ორმაგი რელიეფური ზოლები, „გროსგრენის“ ლენტი და უკანა მხარეს დატანილი პოეტური ილუსტრაციები თითოეული არომატის უნიკალურ პარიზულ სამყაროს წარმოაჩენს.
Solférino Paris ქმნის ქალაქის ნათელ სახეს, სადაც პირადი და უნივერსალური ერთმანეთს ხვდება — სივრცეს, სადაც თითოეული არომატი თქვენი მოგონებებისა და სურვილების ანარეკლია.
01 | RÊVERIE SUR SEINE — „ოცნება სენაზე“

Neroli Woody — ნეროლი და მერქნოვანი ნოტები
„სიმსუბუქის ჰიმნი, რომელსაც ნეროლის სიტკბო ქმნის — მიწვევა, რომ დაკარგოთ მდინარის სანაპიროზე გაცოცხლებულ მოგონებებში.“
მთავარი პარფიუმერი ნატალი ლორსონი არომატში ფორთოხლის ყვავილის მრავალფეროვან ხასიათს გვიჩვენებს. სინათლით სავსე სუნამო სალბისა და ნორჩი მანდარინის ენერგიული ნოტებით იხსნება — ზუსტად ისე, როგორც მდინარე სენაზე გადაქროლილი ნაზი, გრილი ნიავი.

თანდათანობით არომატი უფრო ღრმავდება: ამბროქსისა და მუშკის რბილი, თბილი აკორდები იღვიძებს და ქმნის შეგრძნებას, თითქოს ეს წამი სიზმარსა და რეალობას შორის გაჩერდა.
02 | 10, SOLFÉRINO — „სოლფერინოს 10“

Floral Rose — ყვავილოვანი ვარდი
მდინარე სენასა და სენ-ჟერმენის ხალხმრავალ ბულვარს შორის, სოლფერინოს ქუჩის 10 ნომერში მდებარე სასახლის დიდებული ფასადი თვალს პირველივე დანახვით იმპყრობს. ეს ისტორიული შენობა და მისი სინათლით სავსე ეზო ნამდვილი პარიზული ცხოვრების სტილს ასახავს — ადგილს, სადაც წარსულის მემკვიდრეობა და თანამედროვე ელეგანტურობა ერთმანეთს ხვდება.
„კლასიკური და ამავდროულად თანამედროვე — ეს დიდებული ვარდი ამ ისტორიული პარიზული სასახლისადმი მიძღვნილი პატივია.“ — ანტუან მეზონდიე.

ვარდი, როგორც მარადიული ყვავილი, იდეალურად გამოხატავს ამ ადგილის ისტორიას. მისი ნაზი ფურცლები ზამბახის პუდრისებრი აკორდებითა და ჩაის მსუბუქი ნოტებით ცოცხლდება. არომატი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო საინტერესოდ ვითარდება — ემატება ხილის ელფერები და თბილი, მერქნოვანი ბაზა, რაც მას თამამ და თანამედროვე ხასიათს სძენს.
03 | THÉ AU PALAIS ROYAL — „ჩაი პალე-როიალში“

Oolong Tea — ულუნგის ჩაი
სამეფო სასახლის გულში მშვიდი ელეგანტურობა სუფევს. მზის სინათლე კლასიკურ არქიტექტურას ეფინება, ბაღებსა და აუზებს ავსებს და გალერეების არკადებში ნაზად აღწევს. ამ მშვიდ სივრცეში დრო თითქოს ნელდება და საშუალებას გაძლევთ შეყოვნდეთ, რათა სინათლისა და ჩრდილების ცეკვით დატკბეთ.
„მნათობი არომატი, რომელიც ამ ისტორიული ადგილის მდიდრული ბაღების გარშემო, არკადების ქვეშ, მარტოობაში დალეულ ფინჯან ჩაის მოგვაგონებს.“ — ჟან-კრისტოფ ჰერო.

მუშკოვანი და მერქნოვანი ულუნგის ჩაი იდეალურად ასახავს ამ ადგილის ატმოსფეროს. სუნამო კაშკაშა ციტრუსის ნოტებით იხსნება — თითქოს სვეტებს შორის მზის სხივმა გაელვაო. ულუნგის ჩაის დახვეწილ ყვავილოვან აკორდებს ჟასმინის სითბო და ამბრეტის თესლის ნაზი, პუდრისებრი შტრიხები ამშვენებს, ხოლო ვეტივერისა და მუშკის რბილი ბაზა ამ მშვიდ, სიზმრისეულ შთაბეჭდილებას სრულყოფილად ასრულებს.
04 | FOLIES À MONTMARTRE — „მონმარტრის გიჟური ვნებები“

Black Leather — შავი ტყავი
საკრე-კიორის დიდებული ბაზილიკით დაგვირგვინებული მონმარტრი დღესაც იმ ბოჰემური სულით სუნთქავს, რომელიც ოდესღაც პიკასოს, მოდილიანისას და ტულუზ-ლოტრეკს შთააგონებდა. ეს არის უბანი, სადაც ყოველი კუთხე ისტორიას ჰყვება: ძველი წისქვილები, მყუდრო კაფეები, მხატვრების სახელოსნოები და პარიზის ულამაზესი ხედები ხელოვნებასა და თავისუფლების ჯადოსნურ აურას ერთიანად აცოცხლებს.
„ინტენსიური და ამოუცნობი — ეს არომატი პატივისცემაა იმ ადგილისადმი, რომელიც მთელი მსოფლიოს ხელოვანებს იზიდავდა და დღემდე უშრეტ შთაგონებად რჩება.“ — ჟორდი ფერნანდესი.

მონმარტრის თავისუფალი და შემოქმედებითი ხასიათი შავი ტყავის მდიდრულ ნოტებშია ასახული, რაც ნამდვილ პარიზულ ელეგანტურობას განასახიერებს. ამ თამამ აკორდებს ვარდის აბსოლუტისა და ესენციის სიღრმე ამშვენებს, ხოლო საკმეველი და ბენზოინი კომპოზიციას თბილ, გრძნობად ბრწყინვალებას მატებს.
ეს არის არომატი, რომელიც ამ არტისტული უბნის ჯადოქრობას თითქმის მარადიულ, დახვეწილ შლეიფად ტოვებს.
05 | UN SAMEDI À PARIS — „შაბათი დღე პარიზში“

Woody Gourmand — მერქნოვანი გურმანი
იქ, სადაც კულტურა, არქიტექტურა და ფუფუნება ერთიანდება, ეიფელის კოშკის გარემო ულამაზეს პარიზულ ზღაპარს ემსგავსება. ტროკადერო, ალექსანდრე III-ის ხიდი თუ მარსის ველი — ყოველი კუთხიდან „რკინის ლედის“ ახალი, შთამბეჭდავი ხედი იშლება, ირგვლივ მდებარე კაფეები კი სიცოცხლით დუღს.
„ეს არის ელეგანტური განებივრება — მიწვევა, რომ შუადღისას პარიზის ქუჩებში უბრალოდ ისეირნოთ.“ — ტანგი გენე.

არომატი შავი პილპილისა და ილის (კარდამონის) ენერგიული ნოტებით იხსნება. სეირნობისას, თანდათან იღვიძებს კედრისა და სანდალოზის ხის თბილი, ხავერდოვანი აკორდები.
კომპოზიცია ტკბილი ვანილისა და ტონკას მარცვლების რბილი ნარევით გვირგვინდება — ზუსტად ისე, როგორც ეიფელის კოშკის ხედით ტკბობისას მყუდრო კაფეში მოწყობილი სასიამოვნო შესვენება.
06 | PARIS RADIEUX — „ბრწყინავი პარიზი“

White Floral — თეთრი ყვავილოვანი
პარიზის ცის ქვეშ ეტუალის მოედანი მბზინავ ძვირფას ქვასავით კაშკაშებს. ის ქალაქის დიდებულებასა და ელეგანტურობას განასახიერებს. თორმეტი გამზირის გადაკვეთით შექმნილი ეს სივრცე ვარსკვლავს მოგვაგონებს, რომლის ცენტრშიც შანზ-ელიზეს მონუმენტური მცველი — ტრიუმფალური თაღი ამაყად დგას.
„ეტუალის მოედნის სინათლე, ფუფუნება და სიუხვე — გარდასახული თეთრი ყვავილების გამორჩეულ კომპოზიციაში.“ — იან ვასნიე.

ამ ბრწყინვალე ხასიათს გარდენია განასახიერებს, რომელიც თავის სპეტაკ ფურცლებს შლის და თითქოს მთელ პარიზს ანათებს. მის სიგრილეს ჟასმინი კიდევ უფრო აღრმავებს, ხოლო ცოცხალი ციტრუსის ნოტები არომატს განსაკუთრებულ შუქს მატებს.
ეს სინათლე დიდხანს რჩება კანზე — გამყარებული კედრის სიძლიერითა და ვანილის ნაზი სირბილით. PARIS RADIEUX ელეგანტურობის სიმბოლოა, ისევე როგორც ტრიუმფალური თაღი, რომელმაც პარფიუმერს ეს შთაგონება აჩუქა.
07 | MINUIT RUE PRINCESSE — „შუაღამე პრინცესას ქუჩაზე“

Oud Ambery — ქარვისა და უდის არომატი
წყნარი და შეუმჩნეველი, პრინცესას ქუჩა დამალული საიდუმლოსავით იკვლევს გზას სენ-ჟერმენ-დე-პრეს გულში. დაღამებასთან ერთად ქუჩა გამოცოცხლებას იწყებს, ლამპიონები მას ოქროსფრად ნაზად ანათებს. კაფეების კარები ფართოდ იღება და თბილ საღამოს ჰაერში მუსიკისა და სიცილის ნაკადს უშვებს. საათების სვლასთან ერთად რიტმი იმატებს და სენ-ჟერმენი სიცოცხლით ფეთქვას იწყებს. პრინცესას ქუჩა ენერგიის კორიანტელად, თავისუფლების სურნელით გაჟღენთილ დღესასწაულად გარდაიქმნება. აქ ყოველი მომენტი ცოცხალია, თითქოს პარიზის გულში გაშლილი ცხადი სიზმარი იყოს.
„ეს მდიდრული სურნელი იმ წვეულების სივრცის არსია, სადაც ცეკვის ნაბიჯები გრანდიოზული აპარტამენტების კეთილშობილ ხის იატაკზე ექოდ გაისმის.“ — კორალი სპიში და ფაბრის პელეგრენი.

მერქნის ლიქიორივით შექმნილი ეს კომპოზიცია პარფიუმერიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ინგრედიენტის ახლებურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. უდის ინტენსიური სიმდიდრე თანდათან იშლება, რასაც ნაზად არბილებს ხავერდოვანი ფინიკი. მისი სენსუალურობა მგზნებარე ზაფრანისა და სიროფისებრი დავანას რიტმზე ფეთქავს. ძვირფასი მერქანი და ვანილი ხაზს უსვამს მათ მაგნეტიზმს და სენ-ჟერმენ-დე-პრეს გულში შთამბეჭდავი საღამოს დაპირებას ქმნის.
08 | UN BAISER PLACE VENDÔME — „კოცნა ვანდომის მოედანზე“

Sandalwood Orris — სანდალ-ზამბახოვანი
დახვეწილი შენობებითა და არკადებით გარშემორტყმული ვანდომის მოედანი მშვიდი ფუფუნების შეგრძნებას ქმნის. ლეგენდარული საიუველირო სახლებისა და ისტორიული სასახლეების გარემოცვაში დრო თითქოს ნელდება — ეს სამეფო სივრცე იდეალური სცენაა რომანტიკული სეირნობისთვის, რომელიც ქალაქის ოქროსფერ სიმშვიდეში ნაზი კოცნით იბეჭდება.
„მინდოდა დამეჭირა პაემნის რომანტიკა პარიზის ყველაზე მდიდრულ და გამორჩეულ ადგილას.“ — შიამალა მეზონდიე.

არომატის გული სანდალოზის ხის ძვირფასი, კრემისებრი დუეტია. მას ზამბახის პუდრისებრი აკორდები და მუშკოვანი ნოტები ერწყმის, რაც პირველი პაემნის სიახლესა და მყუდრო განწყობას ირეკლავს.
ტონკას მარცვლები და საკმევლის მსუბუქი შტრიხები არომატს იდუმალ აურასა და ვნებიან სიღრმეს მატებს — ზუსტად ისე, როგორც დაუვიწყარი პარიზული ამბორი.
09 | COUP DE FOUDRE QUAI VOLTAIRE — „სიყვარული პირველი დანახვით ვოლტერის სანაპიროზე“

Ambery Woody — ამბრის მერქნოვანი
ლუვრისა და ორსეს მუზეუმებს შორის, ვოლტერის სანაპირო მშვიდი ოცნებასავით გასდევს მდინარე სენას. მზით გათბობილი ქვის სითბო, წყლის ნაზი რიტმი და ისტორიული კაფეების მარადიული შარმი დროში შეჩერებულ განწყობას ქმნის. ამ პოეტურ ადგილას ჰაერი თითქოს სიყვარულისა და ახალი გრძნობების მოლოდინით სუნთქავს.
„მინდოდა სრულყოფილად გადამეცი პირველი დანახვით სიყვარულის ემოცია ამ ლეგენდარულ სანაპიროზე, სადაც ფონად ორსეს მუზეუმი და მდინარე სენა გვევლინება.“ — ანნ ფლიპო.

ეს არომატი პირველი დანახვით სიყვარულის სურნელოვანი სიმბოლოა, სადაც ამბრი თავის ყველაზე მიმზიდველ ხასიათს ავლენს. ბერგამოტისა და ჟასმინის კაშკაშა აფეთქება არომატს სინათლით ავსებს.
თანდათანობით სანდალოზის ხე და ბენზოინი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის, ტონკას მარცვლების თბილ სიღრმეში ეშვება და ქმნის ემოციას, რომელიც გულში დიდხანს რჩება.
10 | L’ÉTÉ AVENUE GABRIEL — „ზაფხული გაბრიელის გამზირზე“

Fruity Suede — ხილისა და ზამშის არომატი
ხეებით გარშემორტყმული გაბრიელის გამზირი თანხმობის მოედნიდან შანზ-ელიზეს ბაღებისაკენ მიემართება. მზის სითბო პარიზულ ფასადებს ეცემა, ნაზი ნიავი ფოთლებში დაქრის და ზაფხულის მსუბუქ სურნელს ავრცელებს. ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, ეს მშვიდი გამზირი პარიზის უფრო ინტიმურ, სიმშვიდით სავსე მხარეს წარმოაჩენს.
„სრულყოფილი ჰარმონია ოქროსფერი ქლიავის ზაფხულის სიამოვნებასა და მდიდრული ტყავის ფუფუნებას შორის.“ — ამანდინ კლერკ-მარი.

ამ მზიან გამზირზე მირაბელის წვნიანი ქლიავის ნოტები ზაფხულის სიტკბოს ზეიმობს. არომატის ყვავილოვან გულში ზამბახი და სენსუალური ჟასმინი ცოცხლდება, რაც ფოთლების მსუბუქ შრიალს მოგვაგონებს.
მდიდრული ზამშისა და მერქნოვანი აკორდები კომპოზიციას განსაკუთრებულ დახვეწილობასა და ჯადოსნურ ხელწერას ანიჭებს. გაბრიელის გამზირი პარიზული ზაფხულის იმ განწყობას იჭერს, სადაც თითოეული წამი ნამდვილი სიამოვნებაა.
Solférino Paris არომატების შეძენა შესაძლებელია „ვულე ვუ“ – ს პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელში
ონლაინ მაღაზიაში: https://voulez-vous.ge/
Facebook : Voulez-Vous • ვულე ვუ
Instagram: Voulez_Vous_perfumery


