“სელფის“ როუმინგით კავშირზე მაშინაც იქნები, როცა მეგაბაიტები ამოგეწურება

როგორ გავიმარტივოთ მოგზაურობა? გამგზავრებამდე იზრუნეთ მობილურ ინტერნეტზე –  უცხო ქვეყანაში კავშირის გარეშე დარჩენა ხშირად არა მხოლოდ დისკომფორტს, არამედ დამატებით სირთულეებსაც ქმნის. სწორედ ამიტომ, დღეს როუმინგის არჩევა ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ავიაბილეთის ან სასტუმროს დაჯავშნა.  

თავად სიტყვა – როუმინგი ხშირად ძვირ და რთულად გასააქტიურებელ სერვისთან ასოცირდება. “სელფის” მომსახურება ამ აზრს შეგაცვლევინებთ. სამოგზაუროდ N1 ქსელი, “სელფი” ყველაზე მოსახერხებელ პირობებს გთავაზობთ.

ინტერნეტი ამოიწურა? კავშირი მაინც არის!  

“სელფის”  როუმინგის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისიც არის, რომ ინტერნეტპაკეტის ამოწურვის შემდეგაც მომხმარებელი ინარჩუნებს წვდომას ყველაზე საჭირო აპლიკაციებსა და სერვისებზე –  Google Maps, Uber, Bolt, WhatsApp chat, Messenger chat და MyCellfie. ეს ნიშნავს, რომ ახალ ქალაქში ორიენტაცია, ტრანსპორტის გამოძახება და ახლობლებთან კომუნიკაცია ხელმისაწვდომი რჩება მაშინაც კი, როდესაც ინტერნეტპაკეტზე მეგაბაიტები ამოწურულია. შედეგად, მომხმარებელს არ უწევს ინტერნეტის მუდმივი კონტროლი და შეუძლია მეტი ყურადღება დაუთმოს მოგზაურობას.  

საუკეთესო ტარიფები და საიმედო მომსახურება

არანაკლებ მნიშვნელოვანია მოქნილი ტარიფებიც. “სელფის” როუმინგის პაკეტი “ევროპა” მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მოგზაურობის ხანგრძლივობისა და ინტერნეტის მოხმარების მიხედვით შეარჩიოს სასურველი მოცულობა: 

• 1 GB ₾8 

• 3 GB ₾20

• 5 GB ₾28 

• 10 GB ₾52 

“სელფის” როუმინგი უამრავ ქვეყანას ფარავს და თითოეულში ყველაზე საიმედო და მრავალრიცხოვანი პარტნიორები ჰყავს. შესაბამისად, მომსახურების ხარისხიც მოწოდების სიმაღლეზე დაგხვდებათ.

ასევე წაიკითხეთ