მია 19 წლისაა და მისი ცხოვრების რიტმი ორ საყვარელ ქალაქს შორის ნაწილდება. ქალაქებიცაა და ქალაქებიც. ერთია თბილისი, მეორე – ლოს ანჯელესი. ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადგილი პლანეტაზე და მაინც, ორივე თავსებადი ერთმანეთთან.
მიას თბილისი ყოველთვის ბავშვობაში დაბრუნებაა. ასეა ახლაც და ასე იქნება მომავალშიც. აქ, სადაც ირგვლივ დედა, ოჯახობა, მეგობრები, ნაცნობებია, ყველა მისი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები სადღაც უჩინარდება და გადადის ერთ კარგად ნაცნობ ფრაზაში „… დეეეე, შეძლებ რომ ჩამწერო?…“ აი, ეს დე, ანუ ჩვენი „სითის“ ახალი გმირი, რადიკალურად სხვა გოგოა ლოს ანჯელესში, სადაც ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლობს. სადაც ისეთი კონკურსები მოიტოვა უკან გამარჯვებულმა, ყველა რომ გააოგნა და სადაც დღე და ღამე სულ რიტმშია.
მიას თბილისურ არდადეგებზე შევხვდით და მასთან ერთად „სითის“ ყველაზე პოპულარული ყდები გავაცოცხლეთ. „სითი“ გოგოს ყდა მის უკეთ გასაცნობად და „სითის“ ტრადიციული კითხვა/პასუხი

კითხვები მიას
1. სახელი/გვარი
მია კოკილაშვილი
2. ასაკი
19 წლის
3. ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი
კალიფორნია, აშშ
4. სად სწავლობ
California Institute of the Arts


5. მომავლი სპროფესია
სცენარისტი და რეჟისორი
6. რატომ LA და რატომ ეს მიმართულება
ნიუ-იორკში დიდი ხანი ვცხოვრობდი და ძალიან სწრაფ ტემპში რთულია სწავლაზე კონცენტრირდე. მინდოდა ადგილი, სადაც მეტი სიმშვიდე იქნებოდა და პირადი თუ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მექნებოდა. ეს შემოქმედებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
და, რა თქმა უნდა, როდესაც კინო ფაკულტეტზეა საუბარი, LA უალტერნატივოდ მივიჩნიე.
კინოს მიმართულება იმიტომ არ ამირჩევია, რომ უბრალოდ ფილმები მიყვარდა. ყოველთვის მიზიდავდა გადაღების პროცესი და სკოლაშიც, ნიუ-იორკში, ფილმის გაკვეთილებით განსაკუთრებულად ვიყავი დაინტერესებული. შემდეგ უკვე, დავიწყე ფილმების სერიოზულად ყურება და გააზრება. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე, რა არის შესაძლებელი კინოში.


7. ბავშვობიდან ვოცნებობდი…
ნიუ-იორკში ცხოვრებაზე.
8. მე რომ ფილმი ვყოფილიყავი… ეს იქნებოდა…
Agnès Varda Le bonheur.
9. ჩემი კინო-გმირი
ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს — კონკრეტული კინო-გმირი არ მყავს.
10. ჩემი წიგნი/ ან წიგნი, რომელსაც ახლა კითხულობ
ამჟამად ვკითხულობ Madonna in a Fur Coat-ს.

11. ჩემი მუსიკა
მუსიკას დღის ყველა მონაკვეთში ვუსმენ. სულ ვცდილობ ახალი მუსიკა აღმოვაჩინო, ვიცოდე, რა გამოდის ახლა და თან ძველსაც ხშირად ვუბრუნდები.
12. კინო თუ სერიალები
ეს ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება და ვერ შევადარებ. სერიალები უფრო გასართობია, ფილმებს კი უფრო გააზრებულად და ყურადღებით ვუყურებ.
13. „ნეტფლიქსი“ თუ HBO ან „დისნეი“
HBO, რადგან ამ ეტაპზე უკეთესი არჩევანი აქვთ.
14. ტიკტოკი თუ ინსტაგრამი
ინსტაგრამი.

15. თბილისი თუ LA
საცხოვრებლად ნიუ იორკი, სასწავლებლად LA, გასართობად თბილისი.
16. კამერა თუ ფოტოაპარატი:
კამერა.
17. ზაფხული თუზა მთარი
ზაფხული. აქაურ კლიმატს ისე მივეჩვიე, ხანდახან ზამთრის არსებობა მავიწყდება.


18. მთა თუ ზღვა
ზღვა, თუმცა მთასაც დიდ პატივს ვცემ.
19. როცა სევდიანი ვარ…
კიდევ უფრო სევდიან მუსიკას ვუსმენ ან მეგობრებს ვიწვევ, რაც ყოველთვის ძალიან მეხმარება, რომ დიდხანს არ მოვიწყინო.

20. ჩემი მთავარი სურვილი 2026 წელს:
ყოველდღიური ბედნიერება, მუდამ კარგ განწყობაზე ყოფნა. ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება, მეტი თავისუფლება შემოქმედებაში და მინიმუმ, ერთი მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზება.
პროექტის ავტორი: ეკა ხოფერია
ფოტო: Ivan Berkovich
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი




