ქრისტინე იმედაძის შვილი, ტაისია ჯაკობია წელს სკოლას ამთავრებს. დიდი სამზადისია. უპირველეს ყოვლისა, საგამოცდო. ტაისიას გეგმები კონსერვატორიას უკავშირდება. ამ საპასუხისმგებლო ამოცანის გარდა, არანაკლები ფიქრი და მზადებაა საბანკეტოდ. ქრისტინესგან განსხვავებით, ტაისია ბოლო ზარისთვის და ბანკეტისთვის საკმაოდ დიდი ხანი ემზადება და პროცესში, ქრისტინესთან და ოჯახობასთან ერთად, ლამის მთელი სამეგობროა ჩართული. ამ სასიამოვნო პროცესში „სითი“ და „იპეკიოლიც“ ჩაერთო.
ქრისტინე იმედაძე
მე რომ სკოლას ვამთავრებდი, ვოცნებობდი…..
– ახალ ოცნებას ვეძებდი, რადგან ვამთავრებდი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს და თავს ვანებებდი ბალეტს… ბავშვობის პირველ და ერთადერთ ოცნებას იმ დროისთვის. მიუხედავად პატარა ასაკისა, პროფესიაში უკვე ძალიან დიდი შრომა მქონდა ჩადებული, უამრავი თავგადასავალი გადახდენილი და ფაქტობრივად, ერთი დიდი ადამიანის ცხოვრება მქონდა გავლილი.

როგორი იყო ბოლო ზარი?
– არ მაქვს განსაკუთრებული მოგონება ამ დღესთან დაკავშირებით. რთული წელი იყო, ბევრმა სევდიანმა მოვლენამ მოიყარა ერთად თავი.
ჩემი ბანკეტის კაბა შევიძინე…
– ამ დღის ჩაცმულობაზე სპეციალურად არ მიზრუნია, უბრალოდ, ავაწყვე Look-ი.
ბოლო ზარის, ბანკეტის ამოჩემებული მუსიკა (საუნდტრეკი)
– ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ არც ის მახსოვს რა მეცვა, არც მუსიკა და საერთოდ, არ მიმინიჭებია დიდი მნიშვნელობა არაფრისთვის, რაც ბოლო ზარს უკავშირდება
ყველაზე მთავარი ამ ამბავში (ბანკეტი, ბოლო ზარი) არის….
– აი, ჩემსავით, არ აღმოჩნდეს, რომ არაფერი გახსოვს 😂 რაც შეიძლება ბევრი და კარგი მოგონება უნდა დააგროვო სამზადისიდან დაწყებული, მთავარი ღონისძიებით დასრულებული…

ჩაცმის ჩემეულ სტილს დავარქმევდი….
– ქრისტინეს მეტს ვერაფერს დავარქმევ. მგონია, რისი ჩაცმაც არ უნდა “მომიწიოს”, მაინც ყველაფერს ჩემი ხელწერა ეტყობა. სანამ ისე არ დავსვამ ტანზე, რომ “ქრისტინე” იყოს, არ გავალ არც სცენაზე, არც კამერასთან და არც სახლიდან.
ვის რჩევას ითვალისწინებ სამოსის, სტილის შერჩევისას?
– დედა იყო ეს ადამიანი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე. ძალიან მიყვარს ქართველ დიზაინერებთან კლიპზე ან სასცენო კოსტიუმებზე მუშაობა. ამ დრომდე ვისთანაც მიმუშავია, ყველა კოსტიუმი განსაკუთრებულია. ხშირად მეგობრებსაც ვიხმარ გადაწყვეტილების მიღებაში და ალბათ, ყველაზე ხშირად აჩიკო სოლოღაშვილს ვაწუხებ. მითუმეტეს, როდესაც გადასაღებ ან სასცენო კოსტიუმზე მე თვითონ ვზრუნავ.
ჩემი და ტაისიას ბოლო ზარი
– ჩემგან განსხვავებით, ტაისიამ ბოლო ზარზე ლაპარაკი შარშან დაიწყო და შეწუხებული ჰყავს სრულიად ჩემი სამეგობრო… სტუმარი რომ მოდის, სანამ ტაისია არ დაიღლება მის გეგმებზე, კაბაზე და მიმდინარე პროცესებზე საუბრით, მე ვერ შევდივარ კონტაქტში ჩემს სტუმართან. მიუხედავად ამისა, ჯერ მაინც არ იცის რას ჩაიცვამს.
„იპეკიოლის“ ამ სამოსიდან ყველაზე მეტად რომელი მოგწონს?
– ჩვენი არჩეული „ლუქებიდან“ ყველაზე მეტად ტაისიას ჯინსის ორეული მომწონს . თუმცა, ჩემი წყლისფერი შარვალი და ბეჟი ლაბადაც ათიდან ათია!

დღეს რომ სკოლას ვამთავრებდე…
– ალბათ, საინტერესო იქნებოდა ამ დროში სხვა სცენარით იმ ასაკის გავლა …. მაგრამ არა, დავტოვოთ როგორც არის …
ტაისია ჯაკობია
რა პროფესიას ირჩევ?
– დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი. მიყვარს სიმღერა და მინდა მეტი მუსიკალური განათლება მივიღო.
ყველაზე მეტად სკოლის რომელი პერიოდი გიყვარს ან გახსენდება
– ბოლო კლასები.
როგორი იქნება თქვენი ბოლო ზარი?
– ყველაზე ბედნიერი და თან ცოტა სევდიანიც… გული დამწყდება, სკოლა რომ აღარ იქნება ჩემს ცხოვრებაში.
ტაისია ბანკეტზე – როგორი იქნება?
– უჩვეულოდ გამოპრანჭული
რას დაარქმევდი ჩაცმის შენს სტილს
– კომფორტულს…
ამ პერიოდის შენი მთავარი მუსიკა ან სიმღერა
– ჯაზი და რეპი

„იპეკიოლის“ამ სამოსიდან რომელია შენი საყვარელი
– თეთრი კაბა
ვის რჩევას ითვალისწინებ ჩაცმისას?
– არავისას, როგორც მინდა, ისე ვიცვამ
ამ ზაფხულს მინდა დავისვენო…
– ამ ზაფხულს, უბრალოდ, მინდა რომ დავისვენო
პროფესიის გარდა მინდა ვისწავლო…
– დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი ორგანზე დაკვრას
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი, ნათია ასანიძე
მაკიაჟი, თმა: ეკატერინე ჩანჩიბაძე
გადაღების ადგილი: სასტუმრო “აფიშა”
#ipekyol