0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

AROMATEQUE Presents – ARGENTINA by MEMO Paris

ტანგოს ორნი ქმნიან. ნიშ პარფიუმერიის ბრენდ MEMO Paris-ის დამფუძნებელმა წყვილმა, კლარა და ჯო მოლოუებმა, 2021 წელს ახალი სუნამო – ARGENTINA გამოუშვეს. მათი ინსპირაციის წყარო ყოველთვის არის მოგზაურობა. ამჯერად, ეს არგენტინაა. ამ ქვეყნის მთავარი სიმბოლოა ჩიტი ჰორნეროსი, რომლის ხმამაც შთააგონა მათ ტანგოს ცეკვა, სადაც მონაწილე, როგორც წესი, ორი უნდა იყოს. ტანგო ასოცირდება ყვავილების დედოფალთან – ვარდთან, რომელიც MEMO Paris-თვის ახალი სუნამოს მთავარი ნოტა გახდა.

ახალი სუნამოს – ARGENTINA პრეზენტაციისას, “არომატეკაში”, ვარდებით იყო გალამაზებული MEMO Paris-ის კუთხე. პარფიუმდაპკურებულ ვარდებს კი, სათითაოდ აწვდიდნენ მოწვეულ სტუმრებს, სუნამოს შინაარსის და სურნელის უკეთ აღსაქმელად.

თეონა თავართქილაძე

საღამოს “ლუტეცია ჯგუფის” დამფუძნებლის, ვახტანგ ფხაკაძის მეუღლე, ირინა კაპანაძე ესწრებოდა. ეს პირველი პრეზენტაციაა, რომელიც “არომატეკას” გუნდმა ბატონი ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ ჩაატარა. დასაწყისში, მათ მოსულ სტუმრებს მადლობა გადაუხადეს მძიმე წუთებში თანადგომისთვის. ქალბატონმა ირინამ აღნიშნა, რომ ბატონი ვახტანგის მიერ დაწყებული საქმე აუცილებლად გაგრძელდება ისე, როგორც მას ჩაფიქრებული ჰქონდა.

ირინა კაპანაძე

“არომატეკა” და მისი ახალი “მემო არგენტინა” მართლაც საოცარი გახლდათ. იმ საღამოს, რამდენიმე წუთით, უკლებლივ ყველას დაავიწყდა პანდემია და ის რთული დრო, რომელსაც მსოფლიო ახლა გადის. ახალი, მართლაც ტანგოს განწყობის მომტანი სურნელი “მემოსგან”, თქვენ ულამაზეს “არომატეკაში” დაგხვდებათ.

ტექსტი: ნატალია ყიფიანი

ფოტო: ლიზა გაბუნია

ასევე წაიკითხეთ