აპრილის გოგო – რუსა ჩაჩუა. რა არის სილამაზე? და რა არის აუცილებელი სილამაზისთვის? ამ კითხვებზე ერთი კონკრეტული პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება. თუმცა, ფაქტია, რომ სილამაზეზე ზრუნვა იწყება სხეულის ჯანმრთელობაზე ზრუნვითა და კომპლექსური მიდგომით – როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი საშუალებების კომბინაციით. სწორედ ამ მიდგომაზეა დაფუძნებული ნუტრიკოსმეტიკის შექმნის იდეაც.
პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდი “ვიადერმი” ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე დაახლოებით 5 წლის წინ გამოჩნდა და აღიარება მალევე მოიპოვა. ქართველმა მომხმარებელმა “თავისებური” სახელიც დაარქვა და მას “სილამაზის კაფსულები” უწოდა, რადგან სწორედ სილამაზესა და ჯანმრთელობაზე კომპლექსური ზრუნვისთვის არის შექმნილი. ბრენდი “ვიადერმი” მხოლოდ კანზე, თმაზე და ფრჩხილებზე არ ზრუნავს. თავისი უნიკალური შემადგენლობიდან გამომდინარე, აწესრიგებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე პროცესების რეგულირებას, აღადგენს აუცილებელი ნივთიერებების ბალანსს და შესაბამისად, უზრუნველყოფს ქალის ჰორმონებისა და ფერმენტების დონის თანაფარდობას.
“ვიადერმი” წარმოდგენილია ორი ფორმით:
“ვიადერმი კანის სილამაზე”, რომლის “სილამაზის კაფსულები” გამდიდრებულია სპეციალურად შერჩეული ფორმულით. მაგალითად, შეიცავს სილიციუმს და ჰიალურონის მჟავას ფურისულასთან ერთად და აღადგენს სწორედ ჰიალურონის, კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას ორგანიზმში. ამის მეშვეობით, სძენს კანს უნაკლო, ჯანსაღ იერ-სახეს, ატენიანებს მას და იცავს ჰიპერპიგმენტაციისა და ნაოჭებისაგან. კომპლექსურ თერაპიაში ეფექტურია ისეთი აქტუალური პრობლემების დროს, როგორიც არის: აკნე, როცაზეა, დერმატიტები, ფსორიაზი და სხვა.
“ვიადერმი კომპლიტი” კი, ნამდვილად არის სრულფასოვანი, ინოვაციური კომბინაცია ისეთი იშვიათი ნუტრიენტებისა, როგორიც არის: სპილენძი, თუთია, სილიციუმი და სხვა. მათი სინერგული მოქმედება ერთდროულად ზრუნავს კანის, თმისა და ფრჩხილის სიჯანსაღეზე და ხდება ყველა აუცილებელი ნივთიერების: კერატინის, კოლაგენის, ელასტინის ბალანსის აღდგენა და მეტაბოლური პროცესების რეგულირება.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ “ვიადერმის” არცერთი ფორმა არ შეიცავს საფუარს, შაქარს, ან სხვა დანამატებს. შესაბამისად, არ იწვევს მადის გაძლიერებას და წონაში მატებას. პირიქით, მისი კომპონენტები დადებითად მოქმედებენ ნივთიერებათა ცვლის რეგულირებაზე და სწორედ ამიტომ, “სილამაზის კაფსულების” მიღება ჯანსაღი კვებისა და დიეტის დროსაც რეკომენდებულია.
“სითის” და “ვიადერმის” აპრილის გოგო რუსა ჩაჩუაა. “ვიადერმის” სილამაზის კაფსულები ოთხი შვილის დედის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელისა და ინფლუენსერის თავის მოვლის რუტინაში უკვე მეორე წელია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
რუსა ჩაჩუა
მოდელი, ინფლუენსერი
გაზაფხული ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული სეზონია. შემიძლია მასზე დაუსრულებლად ვისაუბრო. მგონია, რომ ეს ყველასთვის გამოცოცხლებისა და აყვავილების პერიოდია. ამასთანავე, ჩემთვის, გაზაფხულზე იწყება სამზადისი ზაფხულისთვის. ამ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდება ორგანიზმს მომზადება, საჭირო ნივთიერებებით მომარაგება და შიგნიდან გასხივოსნება.
უკვე მეორე წელია გაზაფხული ჩემთვის “ვიადერმი კომპლიტთან” ერთად დგება. ზამთრის შემდეგ, ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით მომარაგება, გაჯანსაღება სჭირდება. ვფიქრობ, რომ გარეგან თავის მოვლის საშუალებებთან ერთად, ნუტრიკოსმეტიკა აუცილებელია. მერე კი, შედეგი გარეგნულადაც შესამჩნევი ხდება. ზუსტად ვიცი “ვიადერმის” შემადგენლობა რომ არ შეიცავს არანაირ ქიმიურ ნივთიერებას და შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ, სასარგებლო კომპონენტებს, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ძალიან სჭირდება; აღადგენს კოლაგენის, ელასტინის, ჰიალურონის ბალანსს, ანელებს დაბერების პროცესს, გვიცავს გაჭაღარავებისგან, კანის, თმისა და ფრჩხილების პრობლემებისგან. ასევე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “ვიადერმის” “სილამაზის კაფსულების” არცერთი ფორმა არ აღიზიანებს კუჭს, არ იწვევს მიჩვევას და წონის მომატებას. გაზაფხულის მიწურულს, ზუსტად მაშინ, როდესაც ყველა ზაფხულის ცხელი დღეებისთვის და რუჯისთვის ვემზადებით, ვიწყებ “ვიადერმი კანის სილამაზის” მიღებას. ეს საშუალებას მაძლევს, რომ კანი იყოს უფრო დატენიანებული, ერთი ფერის, ჯანსაღი და ელასტიური. შედეგად კი, უკეთეს რუჯს ვიღებ, კანი არ იფიტება და არ შრება, პიგმენტაცია არ ხდება. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი სვამს “ვიადერმს” და მეც თამამად ვუწევ რეკომენდაციას. ზოგადად, სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცდი და კარგ შედეგს არ დავინახავ, მანამდე არასდროს ვაზიარებ გამოცდილებას.
რაც შეეხება თავის მოვლის ხრიკებს, ვცდილობ, მაქსიმალურად ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმი მქონდეს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სწორი ძილი. როცა მაქვს საშუალება, შეიძლება 10-11 საათზეც დავიძინო ბავშვებთან ერთად. დღის განმავლობაში აუცილებლად ვიღებ 2 ლიტრ წყალს. რა თქმა უნდა, ვცდილობ ფიზიკურადაც აქტიური ვიყო, იქნება ეს ვარჯიში თუ სეირნობა. სხვათა შორის, თითქმის ყოველდღე მე და ჩემი მეღულე 15 კილომეტრს დავდივართ ფეხით.
სიმართლე გითხრათ, უკვე წლებია, არ გამიკეთებია ინექციები. ვიყენებ მხოლოდ ჩემი სახის კანის ტიპზე მორგებულ პროდუქტებს, წელიწადში ორჯერ ვიტარებ “ვიადერმის” კურსს. ფორმებს სეზონის მიხედვით ვარჩევ და მაქვს ერთი, ბებოსგან ნასწავლი ხრიკი – სახეს ვიბან ცივი წყლით, ყინულებით.
ჩემი თმა ძალიან მარტივი მოსავლელია. არ ვიყენებ საშრობს და ზოგადად, საკმაოდ იშვიათად მივმართავ სალონს – როცა მჭირდება შეჭრა და წელიწადში ერთხელ, ფერის გასაღიავებლად. ვცდილობ, მაქსიმალურად ბუნებრივი საშუალებები გამოვიყენო. სხვათა შორის, ეფექტურია სახლში დამზადებული ნიღბებიც. ვიყენებ ხოლმე სხვადასხვა ზეთს. მაგალითად, აბუსალათინის ზეთს. მშრალი თმისთვის ძალიან კარგია არაჟნისა და ცოტა ზეითუნის ზეთის ნიღაბი.
სახლში ხშირად მიწევს სხვადასხვა საქმის კეთება, კერძების მომზადება, მიუხედავად ამისა, “ვიადერმი კომპლიტის” მიღების შემდეგ, საგრძნობლად გამიმაგრდა ფრჩხილები და ფერიც ბევრად ჯანსაღია. ეს ისეთი თვალსაჩინო შედეგია, რომ შეუძლებელია არ შეამჩნიო. როცა გაქვს ჯანსაღი, მოწესრიგებული ფრჩხილი, სულაც არაა საჭირო ფერადი ლაქი.
ვფიქრობ, რომ ჩვენ, ვინც ხშირად ვჩანვართ სოციალურ ქსელებში, ტელევიზიებსა თუ ჟურნალის ფურცლებზე, უნდა ვეცადოთ გამოვიყურებოდეთ კარგად. ამისთვის სულაც არაა საჭირო არანორმალური ბიუჯეტი. სილამაზე სიჯანსაღით გამოისახება. ამიტომ, პირველ რიგში, შინაგან სილამაზესა და სიჯანსაღეზე უნდა ვიზრუნოთ. მიუხედავად სტრესული პერიოდისა, მთავარი მაინც სულიერი სიმშვიდე და პოზიტივია, რომელიც აუცილებლად აისახება ჩვენს გარეგნობაზე.
ფოტო: თიკო ჭიღლაძე
მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი
გადაღების ადგილი: Platforma Design Hotel