0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

გუნდი სახელად “გალფი”

რა პროფეციაზე ოცნებობდით ბავშვობაში?  

– თეონა ონიკაძე: ბავშვობიდან ვოცნებობდი მომღერლობაზე…

– სოფო ქათამიძე: ბავშვობიდანვე ვოცნებობდი მასწავლებლობაზე…

– ხატია ჩაგელიშვილი: ბავშვობაში ბალერინობაზე ვოცნებობდი…

– ლიკა კენჭაძე: .ვოცნებობდი ექიმობაზე…

– მაკო მაისურაძე: ბავშვობიდან მსურდა გამოვსულიყავი ჟურნალისტი ან მსახიობი…

და დღეს ეს ქალბატონები „გალფის“ გაყიდვების გუნდს აერთიანებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მათი ოცნებები განსხავებული იყო, როგორც აღნიშნავენ, ნაწილობრივ ყველამ აიხდინა ბავშვობის ჩანაფიქრი.

დღეს მათთვის „გალფი“ სამსახურის გარდა საამაყო, ბედნიერი, გამომწვევი, საინტერესო და საყვარელი ადგილია.

გუნდი "გალფი"

თეონა ონიკაძე, 36 წლის,  გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

პირველი სამუშაო დღე

„ახალი ნავთობკომპანია იხსნება, შენ გამახსენდი და დაგირეკე. ხომ არ დაიწყებდი მუშაობას?“. ეს ერთ-ერთი ის მომენტი იყო, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება.

13 წლის წინ იყო ჩემი პირველი სამუშაო დღე. მახსოვს სასიამოვნო მღელვარება და დაძაბულობა, რადგან ვიცოდი ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყებოდა. პირველივე დღიდან იგრძნობოდა ის საოცარი აურა, რომელიც ამ კომპანიაში დღემდე იგრძნობა. მაშინ ცოტა ადამიანი მუშაობდა, რადგან კომპანია ჩამოყალიბების ეტაპზე იყო და მახსოვს, მთელი გუნდი როგორ იყო ერთიანად ჩართული ყველა პროცესში. ყველა გვერდში ედგა ერთმანეთს და დღემდე კომპანიის ყველა თანამშრომელი თუ დეპარტამენტი ერთ მუჭად შეკრულები ვაკეთებთ იმ საქმეს, რაც ყველას ძალიან გვიყვარს. პირველი დღე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რადგან მივხვდი ამ კომპანიას დიდი მომავალი ჰქონდა წინ და მეც მზად ვიყავი ჩემი წვლილი შემეტანა მის განვითარებაში. „

მაკო მაისურაძე

პირველი გამოწვევა:

მაკო მაისურაძე 31 წლის; კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი: „პირველი გამოწვევა იყო საკმაოდ მალევე ჩემი პოზიციის ცვლილება და დაწინაურება,რა დროსაც გავაცნობიერე რომ ჩემზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული…

ლიკა კენჭაძე 42 წლის .კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი: „პირველი გამოწვევა იყო პირველი მოყვანილი კომპანია რომელიც დღემდე აგრძელებს ჩვენთან თანამშრომლობას . კარგად მახსოვს პირველი გაგზავნილი შეთავაზება.“

თეონა ონიკაძე, 36 წლის,  გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის იყო ის სასიამოვნო და საპასუხისმგებლო მომენტი, როდესაც კომპანიას მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა შემომთავაზა გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.“

სოფო ქათამიძე , 33 წლის, გაყიდვების განყოფილების უფროსი: „პირველი გამოწვევა იყო მაშინ, როდესაც  განყოფილების უფროსის პოზიციაზე დამაწინაურეს. ვაღიარებ გამიჭირდა, მე არაჩვეულებრივად ვიცოდი როგორ მემუშავა ეფექტურად საკუთარ თავზე მაგრამ, სხვა ადამიანებისთვის მოტივაციის შექმნა, მიზნის ირგვლივ მათი გაერთიანება, ინდივიდუალური მიდგომების და სიღრმისეული მოსმენის აუცილებლობა რომ დამენახა დრო და საკუთარ თავზე მუშაობა დამჭირდა. „

ხატია ჩაგელიშვილი

ხატია ჩაგელიშვილი, 35 წლის, საოპერაციო განყოფილების უფროსი: „პირველი გამოწვევა ჩემთვის, რა თქმა უნდა, იყო ამ არაჩვეულებრივი გუნდის სრულყოფილი წევრობა. ასევე დიდი გამოწვევა იყო პირველი დაწინაურება და ახალი პასუხისმგებლობები.“

გამოწვევებისა და სირთულეების მიუხედავად, „გალფის“ გუნდს არა ერთი წარმატებული და საამაყო პროექტი აქვს შემქნილი. როგორც გაყიდვების გოგონები აღნიშნავენ, საუკეთესოს გამოყოფა ძალიან რთულია, ძალიან გრძელი სიაა მათი საამაყო და წარმატებული პროექტებისა, როგორებიცაა:

„გალფი ბავშვებისთვის“

„ბიზნეს მომხმარებლების საბარათე სისტემა“

„მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა“

„გალფის სტიპენდიანტები“

„მოუარე საქართველოს“

„გალფში“, ამ თუ სხვა პროექტის წარმატების მთავარი საწინდარი, გაყიდვების თუ სხვა მიმართულების, სწორად მართვის სტილია.

სოფო ქათამაძე

სოფო ქათამიძე: „ჩვენს კომპანიაში დემოკრატიული მართვის სტილია სადაც, თითოეულ პოზიციაზე მყოფ ადამიანს აქვს დელეგირებული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მის მიმართულებაში. ძალიან მომწონს და ვაფასებ ამ მიდგომას, ეს საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის.“

მაკო მაისურაძე: კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებასა და ზრდა-განვითარებაზე.გალფი ჩემთვის არის დიდი ოჯახი, სადაც თავს ვგრძნობ ძალიან იმედიანად, დაცულად. სტაბილურობისა და სიძლიერის შეგრძება გეუფლება ამ კომპანიაში.

რატომ „გალფი“?

თეონა ონიკაძე

თეონა ონიკაძე: „ „გალფი“ ის კომპანიაა, რომელიც ქმნის მომავალს. კომპანია, რომელმაც გამზარდა, განმავითარა. მიხარია ყოველ დღე სამსახურში მოსვლა, იქ სადაც საოცარი გარემოა, სადაც ვცდილობთ ყოველდღიურად რაღაც უკეთესი შევქმნათ, მოვემსახუროთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს.“

ხატია ჩაგელიშვილი: „ „გალფი“ იმიტომ, რომ აქ ყოველთვის დაცული და 

გათვალისწინებულია თითოეული თანამშრომლის აზრი და უფლებები. გალფი იმიტომ, რომ აქ შექმნილია გარემო პიროვნული და კარირეული განვითარებისთვის. გალფი იმიტომ, რომ ვფიქრობ ნამდვილად მისაბაძია ეს კომპანია მისი სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამო თანამშრომლების მიმართ და ასევე იმ საქველმოქმედო საქმიანობის გამო, რასაც მუდმივად ახორციელებს.“

სოფო ქათამიძე: „დიდი ემოციური კავშირი მაქვს „გალფთან“ . ყველა ის უმნიშვნელოვანესი ღირებულება რომელიც მე პიროვნულად მაქვს გალფშიც ვხედავ. ვგულისხმობ იმას, რომ საშუალება გვაქვს ვიზრუნოთ ადამიანებზე რომელთაც ჭირდებათ გამხნევება, ცოდნის მიღებაში ხელშეწყობა , თუნდაც ფინანსური მხარდაჭერა. შესაძლებლობების მიცემა ერთადერთი ყველაზე საჭირო რამ შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანის ცხოვრებაში და ამას გალფი აკეთებს.“

ლიკა კენჭაძე: „ „გალფი“ ჩემთვის არის დიდი ოჯახი, სადაც თავს ვგრძნობ ძალიან იმედიანად, დაცულად. სტაბილურობისა და სიძლიერის შეგრძება გეუფლება ამ კომპანიაში. ლოიალური, ძალიან მოქნილი, სტაბილური ,თავისუფალი,მუდმივად  მზარდი.“

მაკო მაისურაძე: „პირველ რიგში მეგობრული და გუნდური გარემო სადაც ყველა ერთიანდება ერთი მიზნისთვის ვიმუშაოთ ყველაზე წარმატებულ ნავთობკომპანიაში!“

გაყიდვების გუნდისთვის ყველაზე რთული და დატვირთლი პერიოდი, მიუხედავად იმისა რომ ყველა სეზონი თავისებრუად დატვირთული და საინტერესოა, ზამთარი და საახალწლო სეზონია. ნებისმიერ სეზონზე,  გოგონები „გალფში“ მუშაობასთან ერთად, თავიანთ თავზე მუშაობენ, იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი ჰქონდეთ.

თეონა ონიკაძე: „კომპანიის თითოეული თანამშრომშრომლის დამსახურებაა ის რომ „გალფი“ დღეს საქართველოში ერთ-ერთი წამყვან კომპანიას წარმოადგენს. თითოეული მათგანის ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომით ვცდილობთ განვავითაროთ კომპანია. თანამშრომლების მოტივაცია, მათი განვითარების ხელშეწყობა, სტაბილური გარემოს შექმნა და მათი გვერდში დგომა ჩემი მთავარი პასუხისმგებლობაა.“

ლიკა კენჭაძე

ლიკა კენჭაძე: „ჩემთან ერთად უამრავი ადამიანი დგას ჩვენ ყველას ერთად ყოველდღიურად შეგვაქვს წვლილი გალფის განვითარებისთვის. „გალფი“ ჩემთვის არის დიდი ოჯახი, სადაც თავს ვგრძნობ ძალიან იმედიანად, დაცულად. სტაბილურობისა და სიძლიერის შეგრძება გეუფლება ამ კომპანიაში. „

ხატია ჩაგელიშვილი: „12 წელია იმ არაჩვეულებრივი ოჯახის წევრი ვარ, რომელსაც „გალფი“ ჰქვია. ვფიქრობ, ყოველდღიურად თითოეულ თანამშრომელს და მათ შორის მეც ძალიან დიდი წვლილი შეგვაქვს ჩვენი კომპანიის შენებაში. არაერთ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ პერიოდში ვცდილობ ჩემი ყველანაირი რესურსი გამოვიყენო გალფის განვითარებისთვის.“

„ „გალფი” იმიტომ, რომ აქ ყოველთვის დაცული და გათვალისწინებულია თითოეული თანამშრომლის აზრი და უფლებები. „გალფი“ იმიტომ, რომ აქ შექმნილია გარემო პიროვნული და კარირეული განვითარებისთვის. „გალფი“ იმიტომ, რომ ვფიქრობ ნამდვილად მისაბაძია ეს კომპანია მისი სწორი, სამართლიანი დამოკიდებულების გამო თანამშრომლების მიმართ და ასევე იმ საქველმოქმედო საქმიანობის გამო, რასაც მუდმივად ემსახურება.“

ავტორი: ელენე ბარამიძე

ფოტოგრაფი: ანა კოსტომაროვა

ლოკაცია: „Pullman Tbilisi Axis Towers“

ასევე წაიკითხეთ