0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

LIKUNA X SCARPIERA

SCARPIERA –  ICR-ის პორტფელში შედარებით ახალი ბრენდია. კომპანია 2021 წელს, ექსკლუზიურად საქართველოსთვის შეიქმნა  და  ქალისა და მამაკაცის უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმელსა და აქსესუარებს გვთავაზობს.  SCARPIERA- თანამედროვე, ახალგაზრდა ადამიანის სტილისა და კომფორტის საუკეთესო სინთეზია. მნიშვნელოვანია, რომ ფეხსაცმლის  წარმოებისას, კომპანია დიდ ყურადღებას ანიჭებს ეკოლოგიურად სუფთა მასალების დამუშავებასა და გამოყენებას.  Concept by Scarpiera, Linea Bianca და  Linea Nera პროდუქციის დიზაინი ექსკლუზიურად  იტალიელი დიზაინერების მიერ იქმნება და აღმოსავლეთ ევროპაში, საუკეთესო გლობალური მწარმოებლების  ქარხნებში იკერება.  SCARPIERA ასევე, ისეთ საერთაშორისო ბრენდებს წარმოადგენს,  როგორებიცაა: Pepe Jeans, Crocs, Bullboxer, Menbur და სხვა.

იყავი მოდური, თუმცა არ დაკარგო ინდივიდუალიზმი – SCARPIERA – ს კონცეფციაა. მისი უახლესი საშემოდგომო კოლექციიდან რამდენიმე ლუქი  ბლოგერმა და მოდელმა, ლიკუნა ხაჭაპურიძემ „სითის“ ფოტოსესიისთვის  მოირგო.

ლიკუნა ხაჭაპურიძე

მოდელი, ბლოგერი

ჩემთვის, როგორც კონტენტ კრეატორისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია სთაილინგი და ის, თუ როგორ ფეხსაცმელს და სამოსს შევუხამებ ერთმანეთს. ვცდილობ  ჩაცმულობა  ბრენდის ესთეტიკას დავამთხვიო. უშუალოდ გადაღების დაგეგმვასა და – შესრულებაზე კი შემდეგ ვიწყებ მუშაობას.

Scarpiera-მ მარტივად მიიპყრო ჩემი ყურადღება. მომწონს, რომ არასდროს ჩამორჩება მოდის ტენდენციებს და ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია თავისი სტილის მიხედვით აარჩიოს სასურველი მოდელი. ვიზუალთან ერთად, ძალიან კომფორტულია, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ფეხსაცმელში. მომწონს მათი კონცეფცია და მიდგომები. ვაფასებ, რომ ეკოლოგიურად სუფთა მასალებს იყენებენ და ამუშავებენ. მომწონს ის ფაქტიც, რომ ნებისმიერი სტილის სამოსისთვის შემიძლია ავარჩიო „სკარპიერადან“ შესაფერისი ფეხსაცმელი, როგორც კლასიკური, ასევე სპორტული.

MUST HAVE from LIKUNA

ახალი კოლექციიდან გამოვარჩევდი შავ-თეთრ ლოფერს, რომელიც თეთრ წინდებთან შევახამე. მე, პირადად, ამ მოდელს ჩავიცვამდი როგორც სამსახურში, შეხვედრებსა და ოფიციალურ ღონისძიებებზე. ასევე, საღამოს მეგობრებთან, არაფორმალურ სიტუაციებში.  იდეალური ვარიანტია შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის. ასევე, ძალიან ტრენდულია “ვესტერნის სტილი” და  ასე იქნება მთელი წლის განმავლობაში.  მისი ჩაცმა  როგორც ჯინსებზე, ასევე ქვედაბოლოებსა და ლაბადებზე (trench coat) შეგვიძლია.

ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ნათია ასანიძე / LIG Studio

ასევე წაიკითხეთ