სალომე ხელაშვილი, SALOM YOGA-ს დამფუძნებელი
ზაფხული თუ ზამთარი?
ზაფხული ……ზღვა.
სად და როგორ დაისვენეთ ზაფხულში?
ზაფხულის დღეები გავატარე ლაჟვარდოვან სანაპიროზე, cote d’azur. ეს არის ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო, საფრანგეთში.
საოცარი სილამაზე იყო. ის ხედი არ ამომდის თვალთახედვიდან და სამუდამოდ დარჩება ჩემს მოგონებაში.
რასთან ასოცირდება თქვენთვის ზაფხული?
სხვადასხვა აქტივობასთან, სასიამოვნო დასვენებასთან, ბუნებაში მეტი დროის გატარებასთან, ჭრიჭინების ხმებთან და ვარსკვლავებით მოჭედილ ცასთან.
მომავალი ზაფხული ხომ არ გაქვთ დაგეგმილი?
სიცილია სწორედ ის კუნძულია, სადაც ვისურვებდი მომავალი ზაფხულის გატარებას.
ტექსტი: ქეთა მიქელაძე