ქეროლაინ კენედი, ამერიკის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის შვილს, ჯონ ფიცჯერალდ კენედი უმცროსს, 1992 წელს შეხვდა, როდესაც ის Calvin Klein-ში მუშაობდა. 1994 წლისათვის ისინი დაინიშნენ. წყვილმა გადაწყვიტა ეს ფაქტი პრესისგან დაემალა. თუმცა, პრესამ მალევე აღმოაჩინა ოქროს წყვილი და პირადი სივრცე დაურღვია. ამბობენ, რომ ქეროლაინი კენედების ოჯახს ვერ უგებდა და მათთან დროის გატარება არ სურდა. საბოლოოდ ის მაინც დასთანხმდა ჯონის ბიძაშვილის ქორწილში წასვლას იმ პირობით, თუ თავისი და – ლორენი მათთან ერთად წავიდოდა. ჯონმა ქორწილში წასვლა კერძო თვითმფრინავით გადაწყვიტა, რომელიც თავად უნდა ემართა. საუბედუროდ, ეს სავალალო შედეგით დასრულდა. გაფრენის დღეს გაირკვა, რომ თვითმფრინავი, რომლითაც კენედები ქორწილში მიფრინავდნენ, დაიკარგა. რამდენიმედღიანი ძებნის მიუხედავად, კენედები მაინც ვერ იპოვეს. ამის შემდეგ, სამი მგზავრი გარდაცვლად მიიჩნიეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამერიკელები გლოვობდნენ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წყვილის დაკარგვას.
ქეროლაინისა და ჯონის სტილი ერთმანეთს მუდამ ესადაგებოდა. თვალისმომჭრელ წყვილს გამოსასვლელ საღამოებზე კლასიკური სტილით იხილავდით. ქეროლაინი წითელი ტუჩსაცხითა და შავი ხელთათმანებით ელეგანტურ იერს იღებდა. ჯონი კი, ტრადიციულ შავი კოსტიუმში, სიმპათიურად გამოიყურებოდა.
კენედების მოდა დღესაც აქტუალურია. როგორც ხედავთ, მათი მინიმალისტური სტილი სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინასთვის შთაგონების წყაროა. მეგანს, ქეროლაინის მსგავსად, კრემისფერი ქვედაკაბა ამშვენებს, შავ სვიტერთან და მაღალქუსლიან ჩექმებთან ერთად. ჰარის სტილს ჯონისგან შავი ჯინსი და ლურჯი პიჯაკი განასხვავებს. ჯონის, ჰარისგან განსხვავებით, უფრო ოფიციალური იერი აქვს.
ქეროლაინი ყურადღებას ანიჭებდა დეტალებს. ზედმეტ აქსესუარებს არასდროს იკეთებდა, ამის გამო, ის მუდამ სადად გამოიყურებოდა. გამოსასვლელ საღამოებზე ის ყელსაბამს, მარგალიტის საყურეებს, გრძელ, შავ ხელთათმანებსა და ოქროს აქსესუარებს იკეთებდა. ყოველდღიურად კი სადა ჩანთებს, ოვალური ფორმის სათვალეებს, თმის რკალს და შარფს ანიჭებდა უპირატესობას.
ავტორი: ნატალია პაპუაშვილი