Weekend Max Mara-ს ახალი, 2024-25 წლის შემოდგომა-ზამთრის Signature კოლექცია, რომელიც ამერიკელ მსახიობთან, ლუსი ჰეილთან ერთად შეიქმნა, ასახავს უდარდელი სულისკვეთების ვიბრაციას, რომელიც ველურ ბუნებაში მოგზაურობას უკავშირდება.
მემფისში, ტენესის შტატში დაბადებული ჰეილი, რომელიც ცნობილი გახდა სერიალებიდან Pretty Little Liars, The Hating Game, Puppy Love და Which Brings Me To You, კოლექციას „Joyroad“ აღწერს, როგორც “მხიარულს, ავთენტურს და დასავლურს”. ჰეილი თავის წინაპართა ფესვებში წარმოსახვითი მოგზაურობით იყო შთაგონებული, რის შედეგადაც მან ბუნების მიმართ საკუთარი სიყვარული გამოიკვლია და ინდივიდუალურობა, თვითმიღება და თავისუფალი სული მოიძია. როდესაც საკუთარი შინაგანი კომპასი გიხელმძღვანელებს, საბოლოო დანიშნულება ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად მიზანი, ადგილი ან მიღწევა.
საერთო უდარდელი განწყობა იდეალურად ერგება Weekend Max Mara-ს დასვენებულ კოდებს.
„Weekend Max Mara ავთენტურობისა და თავისუფალი სულის ღირებულებებს განასახიერებს, იმ ორ პრინციპს, რომელთა მიხედვითაც ვცდილობ ვიცხოვრო. ეს ღირებულებები ამ კოლექციის შესაქმნელად მყარი საფუძველი იყო. ჩვენ თავიდანვე ვიზიარებდით იმ ხედვას, რომ ამერიკულ დასავლურ ესთეტიკას უნდა შევეგებოთ და შევქმნათ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც თვითგამოხატვას წაახალისებს,“ – ამბობს ჰეილი.
ეს ხასიათი წარმოადგენს დასავლური სულისკვეთების, ურბანული ხიბლისა და გარე გამძლეობის სრულყოფილ ბალანსს. ფრინჯის ელემენტები კოვბოის რიტმს ასახავს, ამ ელემენტებითაა მორთული რბილი ტყავის ქურთუკი, ზამშის შარვლები და ლეგენდარული “პასტიჩინოს” ჩანთა, რომელიც მდიდარია დაწნული დეკორაციებითა და გახუნებული ლითონის შესაკრავებით. თავისუფალი სტილის ჯინსებისა და მინი ქვედაბოლოების ღია ლურჯი ზღვა მქრქალი ტონების სთადებიანი ნაქარგებით ან ჩიაროსკუროს ეფექტებით არის მორთული.
გარე ტანსაცმელი მსუბუქია, ესენია გაუჩოს სტილის ბომბერი, საველე ქურთუკები, პარკა, მონტგომერის ქურთუკი და მყარი შალის ქურთუკი, რომელსაც ნაქსოვი სახელოები აქვს. ნაქსოვები უზორებიანია ან ფერადი ყვავილოვანი აპლიკაციებითაა მორთული. ზამთრის პალიტრა ტალახიანი ან თაფლისფერი მიწის ტონებზე, მუქ მწვანესა და ღია ლურჯზე აკეთებს აქცენტს.
ახალი მოშვებული დენიმის სთადებიანი “პასტიჩინო პილეს” ჩანთა, ვინტაჟის სტილის კოვბოის ჩექმები და ბეისბოლის ქუდი კოლექციის რიტმს აძლიერებენ. მსგავსად, თვალისმომჭრელი სამკაულების არჩევანი, მათ შორის ყელსაბამი, ბეჭედი და მყარი სამაჯური, შექმნილია გახუნებული ლითონისგან და გაფორმებულია ყვავილის ელემენტით.
გაითავისე ეს განწყობა და გადადგი ნაბიჯი ველურ მხარეში.
Weekend Max Mara 1983 წელს ვიქენდისთვის განკუთვნილი ყოველდღიური საგარეო ტანსაცმლის გამოშვებით დაიწყო, ამჟამად კი ავთენტური იტალიური “ლაიფსთაილ” ხაზია თავისი უნიკალური იდენტობით და რელევანტური თვისებებით. დღესდღეობით ვიქენდ მაქს მარას ტანსაცმლისა და აქსესუარების ფართო კოლექციები ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აბალანსებს დღევანდელობას და მარადიულობას. თანამედროვე და დახვეწილი არჩევანი აერთიანებს ფორმალურ და არაფორმალურს, რაც მას თავსებადს ხდის სხვადასხვა გარემოებებისთვის და მისი ყოველდღიური ელეგანტური მოდელები თავისუფალი ქალებისთვის იქმნება, რომელთა ინდივიდუალიზმი მოდის და სეზონების საზღვრებს სცდება. ბრენდის Signaturi Capsule კოლექციები შექმნილი ან შთაგონებული ცნობილი ადამიანების მიერ, კრეატიულია და ყოველ სეზონზე ინტერპრეტაციას უკეთებს სახლის კოდებს რითიც უნიკალური გარდერობი იქმნება. Weekend Max Mara დაახლოებით 250 მონობრენდულ მაღაზიაში და წამყვან უნივერმაღებშია ხელმისაწვდომი.