სტუდენტობა საუკეთესო პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ, სად ვისწავლით, როგორ გარემოში და რას წამოვიღებთ იქიდან, მუდმივად არის რთული და დასაფიქრებელი არჩევანი. მომავალი სტუდენტებისთვის ამ დილემის გასაადვილებლად, ჩვენი ჯგუფი “თბილისის თავისუფალ აკადემიას” და მის რექტორს – სალომე პირველს ესტუმრა.
“იყავი გამორჩეული შენი განათლებით” – ეს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების სლოგანია, რომელიც მთლიანად სტუდენტების ინტერესებზეა მორგებული. აკადემიის მთელი გუნდი მობილიზებულია ერთი მიზნისათვის – ხელი შეუწყოს სტუდენტებს საკუთარი მისიისა და მიზნების განხორციელებაში.
“თბილისის თავისუფალი აკადემია”, საგანმანათლებლო სივრცეს 1991 წლიდან შეუერთდა. 2019 წელს, აკადემიამ შეცვალა ბრენდის მახასიათებლები და სრული რებრენდინგი განახორციელა. მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება მუდმივად ორიენტირებულია აკადემიის სტრატეგიული ამოცანების დაგეგმვასა და გენერირებაზე. უმნიშვნელოვანესია, რომ დღეს, აკადემიის მთავარი ღირებულება – სტუდენტის აკადემიური თავისუფლებაა. აკადემიას აქვს პოტენციალი და მუდმივად ინარჩუნებს ხარისხის კულტურას, ქმნის უნიკალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას, ახორციელებს შრომისა და განათლების ბაზრის შესატყვის სასწავლო პროგრამებს, მუდმივ რეჟიმში ზრუნავს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც, სამომავლოდ, სტუდენტთა მაღალი კვალიფიკაციის გარანტია. “თბილისის თავისუფალი აკადემიის” საბოლოო მიზანი ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაა.
სალომე პირველი – 2019 წლიდან ვიკავებ “თბილისის თავისუფალი აკადემიის” რექტორის პოზიციას. დიდი გამოწვევაა იყო იმ უნივერსიტეტის რექტორი, რომლის მთავარი პრიორიტეტი სწრაფად მზარდი განვითარება და კონკურენტუნარიან გარემოში გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაა. აღსანიშნავია, რომ ეს პოზიცია იყო ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რამეთუ, დასახული მისიის მიღწევა და უკიდურესად კონკურენტულ გარემოში სათანადოდ პოზიციონირება, ჩვენი გუნდის მთავარი სტრატეგიაა.
მუდმივი ამბიცია თუ რატომ უნდა აირჩიონ სტუდენტებმა “თბილისის თავისუფალი აკადემია”, ჩემი, როგორც რექტორის, ძირითადი საფიქრალია. სტუდენტი არის ქვეყნის ხვალინდელი დღე, ამდენად, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იყოს კონკურენტუნარიანი, მოახდინოს თვითრეალიზაცია, დასაქმდეს, იყოს “გაყიდვადი”, ხოლო მისი გონებრივი შესაძლებლობები – გამოყენებადი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამდენად, ჩვენ _ “თბილისის თავისუფალი აკადემიის” მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება და ამ პროცესში ჩართული ყველა მხარე, მუდმივად ვქმნით თანამედროვე სასწავლო გარემოს ინოვაციური მეთოდების დანერგვით და ცვალებად ციფრულ ეპოქაში უზრუნველვყოფთ შრომის ბაზრისათვის კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური და სოციალურად მაღალი ცნობიერების მქონე თაობების მომზადებას.
და ბოლოს, “თბილისის თავისუფალი აკადემია” სრულად სტუდენტის საჭიროებებზე მორგებული ინსტიტუციაა. კერძოდ: ეს არის სწავლის საფასურის სტუდენტზე მორგებული გადახდის სისტემა, განახლებული მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, შრომის ბაზარზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, ბიბლიოთეკის ბეჭდურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული, მუდმივად განახლებადი, მრავალფეროვანი ფონდი, უახლესი მემორანდუმები და ხელშეკრულებები სტრატეგიულ პარტნიორებთან, აკადემიური თავისუფლების პრიორიტეტულობა, მაღალკვალიფიციური პერსონალი, კორპორაციული კულტურის მდგრადობა, სტუდენტური ცხოვრების ხელშეწყობა და სტუდენტთა კარიერული წინსვლის უზრუნველყოფა.
ტექსტი: ნათია გაბუნია
ფოტო: LIG Studio