0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

მანიკა და ნიკა – M&S წყვილი

მათი ახლოს გაცნობისას მივხვდი, რომ ძალიან ჰგვანან თვითმფრინავის კაპიტანსა და დამხმარე პილოტს, რომელთაც ერთი კურსი აქვთ აღებული, პრობლემის დროს კი ისეთ გამოსავალს პოულობენ, რაც არა ერთის, არამედ ორივეს ინტერესებს მოემსახურება.

საინტერესოა თქვენ ვინ გახსენდებათ მსგავსი დახასიათების მოსმენისას? მე მანიკა ასათიანსა და ნიკა წულუკიძეზე გიყვებით. ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მათი შერჩევა, მ & ს-ის წყვილის წარსადგენად. ბრენდის, რომელიც აბსოლუტურ ჰარმონიაშია მათ პროფესიასთან, ხასიათთან და ჩაცმის სტილთან.

M&S manika da nika

მ & ს- ი 129 წლიანი ისტორიის მქონე ბრიტანული ბრენდია, რომელიც საერთაშორისო საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი გიგანტია. ის მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი –  ბრიტანეთში 760, ხოლო ევროპაში , ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში 420 მაღაზიით. დასაქმებული ჰყავს თითქმის 86 000 ადამიანი. ბრენდი საკუთარი თავდაპირველი  ღირებულებების ერთგული რჩება ხარისხის, გამორჩეული მომსახურების, ინოვაციებისა და ნდობის თვალსაზრისით. მაღაზიების ადგილმდებარეობის, პროდუქციის მრავალფეროვნებისა  და დივერსიფიკაციის გზით, ის მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს.

M&S Manika Asatiani

მანიკა ასათიანი

„არ მიყვარს ზედმეტი და გამოკვეთილი შტრიხები ჩაცმულობაში. ვთვლი, რომ ხასიათი უფრო განსაზღვრავს ადამიანის ვიზუალურ მხარეს. მიყვარს ე.წ. ოვერსაიზ ტანსაცმელი, მამაკაცის სამოსსაც ხშირად ვირგებ. პროფესიის გათვალისწინებით, ხშირად მიწევს სოლიდურად ჩაცმა. ზოგადად, სამოსი  დამოკიდებულია იმაზე, რა სახის ღონისძიება მიმყავს.  სატელევიზიოდ, ვცდილობ, ჩემი სტილი არ დავკარგო  თუმცა, მეტად მოწესრიგებული ვიყო. არის სტილი, რომელიც ტელევიზიას ნაკლებად უხდება მაგრამ,  ყოველდღიურობაში კარგად ვიხდენ. ამიტომ  ამ ყველაფრის დაცვა მიწევს. თან, როცა წყვილში მუშაობ, გიწევს სამოსის შეთანხმება. თუნდაც ფერები  რომ იყოს სწორად დასმული. მამაკაცისთვის ბევრად მარტივია სამოსის შერჩევა. შესაბამისად, უფრო მე მიწევს ხოლმე ლავირება ნიკას სამოსის შესაბამისად. ამ გადაღებისთვისაც ასე იყო. ჯერ მან შეარჩია სამოსი, შემდეგ მე – მისი შესაბამისი. თუმცა მთლიანობაში მანიკას სტილი სადაა, მაგრამ მაინც მგონია, რომ მაქვს საკუთარი სტილი”.

tsulukidze nikoloz M&S

ნიკოლოზ წულუკიძე

„ჩემთვის კლასიკური სტილი უფრო მშობლიურია. თან ისეთი გადაცემების წამყვანი ვარ, სადაც ყოველთვის პიჯაკი უნდა მეცვას  სმოკინგი, ფრაკი, კიტელი … შესაბამისად, სულ მიწევს  ასე, კლასიკურად ჩაცმა. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ტანსაცმელი არის კომფორტული, როცა შენ კი არ უნდა მოერგო, თვითონ გერგება.

მ & ს ჩემთვის იმდენად კომფორტულია ხარისხითა და ფასით, რომ მათ ძალიან ხშირად ვსტუმრობ. მომწონს მათი სტილი, ხარისხი, ფერთა პალიტრა კოლექციებში. მომწონს ტანსაცმელი ფორმას რომ ინარჩუნებს და არ „იჩლაჩება”.

asatiani manika M&S

მანიკა ასათიანი

„ჩემთვის სამოსი უპირველესად კომფორტთან ასოცირდება. ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, იმდენად დიდი დატვირთვა მაქვს, რომ კიდევ სამოსით გამოწვეული დისკომფორტით ვერ შევძლებ დღის გატარებას. გულწრფელი ვიქნები – არ მიყვარს შოპინგი. ერთადერთი რისი შეძენაც მსიამოვნებს,  არის ფეხსაცმელი. ჩემს გარდერობშიც ყველაზე მეტი ფეხსაცმელია. მ & ს -შიც ყველაზე მეტად ფეხსაცმელი მიყვარს, ალბათ სწორედ ჩემი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. არის კომფორტული, ხარისხიანი და ძალიან ლამაზად აჩენს ფეხს. ეს სამივე კომპონენტი მნიშვნელოვანია ჩემთვის. არა მხოლოდ ფეხსაცმელი, ბრენდის ყველა პროდუქტი არის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩემთვისაც და რაც ძალიან მომწონს, არის სამოსი, რომელიც შეგიძლია ერთმანეთთან კარგად შეახამო. დღესაც „ლუქები” სწორედ ასე შევარჩიე – შარვალი მაისური, პიჯაკი და ა.შ.. რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არის სადა, რაც მე ძალიან მიყვარს, ეს ინტერვიუს დასაწყისშიც ვახსენე.”

nikoloz tsulukidze M&S

ნიკოლოზ, მანიკას როგორ დაახასიათებდით ?

მანიკა ჩემ თვალწინ გაიზარდა. მახსოვს 6-7 წლის ასაკშიც ძალიან ლამაზი და გამორჩეული ბავშვი იყო. მერე უცებ ეს ბავშვი გარდა მშვენიერებისა, პროფესიონალიც გახდა. იშვიათია, რომ ადამიანი ყოველდღიურად იზრდებოდეს. გადაცემიდან- გადაცემამდე, ღონისძიებიდან-ღონისძიებამდე ხვდები, რომ მისი პროფესიული დაოსტატება ხდება. განსაკუთრებულად მიყვარს  იმიტომ, რომ მანიკამ თავისი თავის ფასი იცის და საკუთარი თავის პოზიციონირებას სწორად ახდენს. პროვინციალიზმს განსაზღვრავს ადამიანი, რომელიც თავის თავს ვერ აფასებს იმ თემში და კონტექსტში, რომელში ცხოვრებაც უწევს. მანიკამ ზუსტად იცის სად რა ადგილი აქვს და აქედან გამომდინარე იქცევა. ზუსტად იცის სად რა თქვას, სად გაჩუმდეს.

ღონისძიების, კონცერტის, გადაცემის წაყვანის დროს პარტნიორს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მანიკას ძალიან დიდი სიტყვათა მარაგი აქვს. შენ არ ხარ დაძაბული.  დარწმუნებული ხარ, რომ სიტყვის კვანძს ძაფს გამოაბამს შენი პარტნიორი. იცი, რომ რაც მასზეა დამოკიდებული,  ყველაფერს იზამს. ამიტომ ჩემთვის კომფორტულია მანიკასთან მუშაობა. უპრობლემოა, კომპლექსები არ აქვს. ის სცენაზე  რომ გამოდის, მნიშვნელობას გრძნობს თავის თავისას და რა მომწონს იცი მანიკასი? თვითშეფასება-კონტექსტში. მას შეუძლია საკუთარი თავის ზუსტი განსაზღვრა.  

რაც შეეხება მანიკას სტილს, ასე ვიტყოდი:  ის ტანსაცმლით კი არ პოზიციონირდება, ის მშვენიერებით პოზიციონირდება.

საკუთარ  თავს როგორ დაახასიათებდით? 

– ფიცხი და ფეთქებადი. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ბობოქრობს ჩემში ზღვა ფიცხი ემოციებისა. ამიტომ სულ ვუსმენ საკუთარ თავს, გარედან ვუყურებ და როგორც კი ამის დანახვის კონტროლს ვკარგავ, იქ დაუნახავი ვხდები და მერე ამას ძალიან განვიცდი.”

Manika asatiani M&S

მანიკა, თქვენ როგორ დაახასიათებდით ნიკოლოზს?

გარდა კოლეგიალურობისა, ახლო მეგობრები ვართ და ძალიან მიყვარს. წლებია ვიცნობთ ერთმანეთს. ფანტასტიკური ადამიანია. პროფესიონალი  რომ არის, ეს მაყურებელმაც არაჩვეულებრივად იცის და ამაზე აღარ შევჩერდები. ძალიან მოწესრიგებულა, რაც აისახება წამყვანობაზეც. არ ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, რასაც აჟღერებს მაგალითად, სცენიდან. ეს მოიცავს მოსამზადებელ ეტაპს, რეპეტიციებს და ყველა იმ მნიშვნელოვან შეკრებას, რომელსაც ღონისძიებამდე მივყავართ. როდესაც ადამიანს კარგად იცნობ და შეთამაშებული ხარ  ეს, რა თქმა უნდა, სცენაზეც  კარგი სანახავია. ძალიან დიდი კომფორტი და ბედნიერებაა თანაწამყვანისთვის, როდესაც გვერდით გიდგას ადამიანი, რომლის იმედიც გაქვს, რომელმაც ზუსტად იცის რა მომენტში რა გჭირდება, რა დროს სად შეიძლება რომ დაგეხმაროს. ნიკოლოზი ზუსტად ასეთი საყრდენია ჩემთვის. ალბათ ეს ყველაფერი განსაზღვრავს იმ სიყვარულს, რომელიც აქვს მას ხალხისგან”.

M&S nikoloz tsulukidze

სამოსი: Marks and Spencer

ფოტოპროექტის პროდიუსერი/ტექსტი: თამარ გუნთაიშვილი

ფოტო: თიკო ჭიღლაძე

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

თმა: Natali Group

გადაღების ადგილი: სასტუმრო Castor and Pollux.

ასევე წაიკითხეთ