0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ლიკა კვარაცხელიას “ნაძვის ხეები” Villeroy&Boch-თან ერთად

დეკემბრის მიწურულს განსაკუთრებული ფუსფუსი იწყება წინასაახალწლოდ: ზოგისთვის ნაძვის ხის მორთვით ან საჩუქრების შეფუთვით, ზოგისთვის კი კერძების მზადებითა და სუფრის გაწყობის პროცესით მოდის ახალი წელი.

ლიკა კვარაცხელიასთვის ჯადოსნური ახალი წელი ” ვილეროი და ბოხის” გაბრდღვიალებულ ვიტრინებს მოაქვს, საიდანაც ზღაპრული საახალწლო კოლექციის სილამაზე მოჩანს.

“პროდუქციის შერჩევისას ჩემთვის მთავარია ნივთი იყოს უსაფრთხო, კომფორტული და ჯანსაღი, სწორედ ამიტომ ვანიჭებ უპირატესობას გერმანულ, უმაღლესი ხარისხის ყოველდღიური გამოყენების ნივთებს “ვილეროი და ბოხში”, მათი საოცარი საახალწლო კოლექცია ყოველთვის ამშვენებს ჩვენს სუფრას 31 დეკემბრის ღამეს”-ამბობს ლიკა.

 საახალწლო სითისთვის ჩვენს მშვენიერ დიასახლისს ნიკოლაძის ქუჩაზე ვესტუმრეთ. ლიკა წინასაახალწლო საჩუქრებს ხსნიდა, ალაგებდა და ნაძვის ხეებისთვის ემზადებოდა.

ეს ლამაზი ნაძვის ხეები ქათმის სალათია. მოინიშნეთ ლიკას რეცეპტი, რომელიც ძალიან მარტივია და დროსაც დაგიზოგავთ: 

 “ 200 გრ. მოხარშულ ქათმის ფილეს, დავუმატოთ 3 ც. მოხარშული, გახეხილი კვერცხი, მაიონეზი, 1 კბილი ნიორი, პილპილი და მარილი გემოვნებით. კარგად ავურიოთ, მიღებულ მასას მივცეთ სამკუთხედის ფორმა, ამოვავლოთ კამაში და მოვათავსოთ კრეკერზე. სურვილისამებრ გავაფორმოთ სტაფილოთი, ისე როგორც ფოტოზე ხედავთ.“

 ინგრედიენტები:

1. მოხარშული ქათმის ფილე 200გრ

2. 3 მოხარშული, გახეხილი კვერცხი

3. მაიონეზი

4. 1 კბ.ნიორი

5. კამა

6. სტაფილო

7. კრეკერი

8. მარილი/პილპილი

ავტორი: თამარ გუნთიაშვილი

ფოტო: ნათია ასანიძე / LIG Studio

ასევე წაიკითხეთ