0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

L’Occitane en Provence – „მარადიული სილამაზე“ 

ცნობილი ფრანგული ბრენდის „ლოქსიტანის“ საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენლობამ,  Bioli Wellness Resort – ში 2 მარტს გრანდიოზული პირველი მიღება გამართა. საღამოს, წვეულების მასპინძელი-საქართველოში „ლოქსიტანის“ წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი ლიკა ლობჟანიძე, საქართველოს „ლოქსიტანის“ რეგიონული მენეჯერი გოშია პინტრანდი,   მარკეტინგის გლობალური დირექტორი კორენტინე ბარასი და ბრენდის თაყვანისმცემელი უამრავი სტუმარი ესწრებოდა.

Bioli Wellness resort

საღამოს განსაკუთრებულად მუსიკალური და თეატრალური ნომრებიც ახლდა. სილამაზე რომ მარადიულია, სამი თაობის ვარსკვლავის სცენაზე ერთად გამოჩენამაც ცხადყო. ნატალია ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და ლეგენდა, ნანი ბრეგვაძე სპეციალურად „ლოქსიტანის“ სტუმრებისთვის იმღერეს.  მათ აკომპანიმენტებს  პიანისტები: დავით ალადაშვილი და ნინო გულიაშვილი უწევდნენ.  მიღების ცერემონიალი მევიოლინე და მოცეკვავე ბალერინებმა – ვარდი, ლავანდა, ვერბენა, შიი და მისი აღმატებულება უკვდავამ გააფორმეს, რომელიც საღამოს მთავარი ვარსკვლავი იყო.  

event l'occitane

„ლოქსიტანის“ ულამაზეს საღამოზე მისულებს,  ფრანგული კონცეფციის გარემო დახვდათ და  „ლოქსიტანის“ სამშობლოში, პროვანსში, ლავანდების მდელოებსა და უკვდავას ყვავილებით მორთულ ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობის საშუალება მიეცათ. წვეულების მთავარი თემაც „მარადიული სილამაზე“ იყო და ბრენდმა „ლოქსიტანის“ ერთ-ერთი ბესთსელერი ხაზი, უკვდავას პრემიუმ პროდუქცია წარადგინა. 

L'Occitane

დახვეწილი, ელეგანტური და სურნელოვანი “ლოქსიტანის” მთავარი კონცეფცია  სილამაზეზე ზრუნვა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაა. უკვდავა საფრანგეთში მარადიული სილამაზისა და ახალგაზრდობის სიმბოლოდ ითვლება. „ლოქსიტანმა“, პირველმა აღმოაჩინა Immortelle-ს, უკვდავების ყვავილის გამორჩეული თვისებები და მისგან შექმნა პრემიუმ ხარისხის პროდუქცია. „ლოქსიტანმა“ ამ ხაზით ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავის ყურადღება მიიპყრო და მათ ყოველდღიურ რუტინაში გამორჩეული ადგილი დაიკავა.

სასტუმრო ბიოლი

– „ლოქსიტანი“ მარადიულ სილამაზესთან ასოცირდება. ბრენდის წამყვანი ფერიც უკვდავას ყვავილის ფერია, ყვითელი. ნატურალურ ინგრედიენტებს შორის არის ვარდი და ლავანდა, ამიტომ ვარდისფერსა და იისფერსაც  განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გაზაფხული სწორედ ამ ფერებთან, ბუნების გამოღვიძებასთან და სილამაზესთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, ბრენდის პირველი ოფიციალური წარდგენაც სწორედ ამ პერიოდს დავუკავშირეთ. წვეულებას უამრავი სასიამოვნო სტუმარი ესწრებოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ლოქსიტანი“ ჩვენს ქვეყანაშიც, როგორც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მოთხოვნადია, მოსწონთ და ენდობიან. მოკლე დროში შევძელით ბევრი წარმატების მიღწევა და დღეს, საქართველოს ბრენდისთვისაც გამორჩეული ადგილი უკავია. 90-ზე მეტ ქვეყანას, სადაც „ლოქსიტანია“, აქვს შესაძლებლობა ჩვენს მიერ შექმნილი ბრენდის პორტფოლიო საკუთარ პლატფორმებზე გამოიყენონ, ეს ჩვენთვის მიღწევაა. სპეციალურად ამ დღისთვის გვეწვივნენ საფრანგეთიდან, სათაო ოფისის წარმომადგენლებიც,  რაც ასევე დიდი პატივია ჩვენთვის“. – აღნიშნავს საქართველოში „ლოქსიტანის“ წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი, ლიკა ლობჟანიძე.

– მოხარულები ვართ, რომ საქართველოში რიგითი მეორე ბუტიკი გაიხსნა. სითი მოლში განთავსებული ბუტიკი არის პირველი განახლებული ახალი კონცეფციის მაღაზია მთელ კავკასიის რეგიონში და ერთ-ერთი მთელს მსოფლიოში. სივრცითი თვალსაზრისითაც, ლოქსიტანის სითი მოლის მაღაზია სიდიდით მსოფლიოში წარმოდგენილ 3000 ბუტიკს შორის მეორე ადგილზეა. ძალიან მოგვწონს საქართველოს სტაფის მიდგომა ბრენდის მიმართ. ისინი ძალიან საინტერესოდ ავითარებენ „ლოქსიტანს“ ქვეყანაში. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ინფლუენსერს, ვინც ჩართულია ჩვენი ბრენდის განვითარებაში. თითოეული მათგანის წვლილია საქართველოს წარმატება, რაც ჩვენ ძალიან გვეამაყება. – ამბობს „ლოქსიტანის“ მარკეტინგის გლობალური დირექტორი კორენტინე ბარასი. 

– საქართველო გამორჩეული ქვეყანა გახდა ბრენდისთვის და გამოირჩევა სწორედ თავისი კრეატივით და ხედვით, რომლის დამსახურებით, ამ მოკლე დროში ძალიან ბევრჯერ გახდა სამაგალითო სხვებისთვის, სხვა ქვეყნებისთვის. სწორად ამიტომ, გადავწყვიტეთ განვავითაროთ საქართველოს ბრენდების პორტფოლიო და გარდა ლოქსიტანისა, უახლოეს მომავალში საქართველოს მოსახლეობას საშუალება ექნება გაიცნოს კიდევ არაერთი მსოფლიო გამორჩეული ბრენდი სილამაზის ინდუსტრიაში. – განაცხადა „ლოქსიტანის“ რეგიონულ მენეჯერმა გოშია პინტრანდიმ.

L’Occitane en Provence არის ფრანგული სუნამოების,  სხეულის და სახის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანია, რომელიც შეიქმნა ოლივიე ბაუსანის მიერ 1976 წელს.  ბრენდის პროდუქცია ყველა ქვეყანაში პირდაპირ პროვანსიდანაა, გამორჩეული შემადგენლობისაა და მხოლოდ 100%-მდე ნატურალურ ინგრედიენტებს შეიცავს. 

„ლოქსიტანის“ ბესთსელერი პროდუქტებია მთელ მსოფლიოში ცნობილი და მოთხოვნადი ნუშის, შიისა და უკვდავას ხაზებია. 

L'occitane event

ფოტო:  ანა კოსტომაროვა / გიორგი აბდალაძე

ასევე წაიკითხეთ