თამარა ნუცუბიძის და ნინო გორდელაძის საინტერესო პლატფორმა.
სითის ონლაინ მაღაზიას ახალი მეგობარი ჰყავს, სახლის დეკორისა და ნივთების პლატფორმა, სადაც ადამიანები პოულობენ სასურველ ნივთებს სახლისთვის და სასაჩუქრედ.
– რას ნიშნავს Flat 44?
– ფლეტ 44 ჩვენი ბინის მისამართია, იქ, სადაც გაჩნდა იდეა ამ პლატფორმის, სადაც ჩამოდის, გროვდება, ხარისხდება ყველაფერი. აქვე ვიღებთ ფოტოებს, ვტვირთავთ საიტზე და აქედან მიდიან ეს ლამაზი ნივთები თავიანთ ახალ მფლობელებთან. “ფლეთ 44” გემოვნებით შერჩეული ნივთებია, რომლებიც ქმნიან მყუდრი გარემოს თქვენს სივრცეში
– რომელი ქალაქებიდან ჩამოდის Flat 44 ნივთები თბილისში?
– ბრუსელი და პარიზი ის ქალაქებია, სადაც ყველაზე მეტი ვინტაჟური და ანტიკვარული ნივთია თავმოყრილი. ჩვენი პლატფორმის ერთ-ერთი ავტორი, თამარა ნუცუბიძე, უკვე ათი წელია, რაც ბელგიაში ცხოვრობს და იდეა გაჩნდა, თბილისშიც ჩამოგვეტანა ლამაზი და ორიგინალური ნივთები
– როგორია Flat 44 -ის სტილი?
– ალბათ, კლასიკურ-მინიმალისტური
– როგორ არჩევთ ნივთებს?
– ჩვენი გემოვნებით, თუმცა აუცილებლად ვითვალისწინებთ ტრენდებს
– ყველაზე პოპულარული ნივთი Flat 44-ის არის…
– პირველი და ყველაზე პოპულარული იყო და არის ინოქსის (უჟანგავი ფოლადის) სანაყინე სეტები, სხვადასხვა ფორმისა და ზომის. ისინი ახლაც ყველაზე გაყიდვადი და პოპულარულია.
– რა უყვარს ქართველ მომხმარებელს?
– უყვარს ლამაზი ნივთები ხელმისაწვდომ ფასად
– სახლში მთავარია…
– დადებითი აურა… დანარჩენი გემოვნების, ჩვევების, ხასიათის ამბავია
– როგორ ვარჩევთ საჩუქარს?
– გააჩნია ვის ჩუქნით. თუ კარგად იცნობ, ალბათ, იცი, რა მოეწონება. თუ არადა, ენდეთ საკუთარ ინტუიციას და აჩუქეთ გულით!