0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

Far Away Shine – შინაგანი სინათლე ერთ ბოთლში

138 წლიანი ისტორია და კიდევ ერთი სურნელი, რომელიც თქვენი ინდივიდუალიზმის გამოხატვაში დაგეხმარებათ. Far Away Shine –  ვარდისფერი წიწაკის, მუშკის, ისპაჰანის ვარდისა და სპარსული ყვავილის არომატებით გაჯერებული სუნამოა, რომელიც AVON-მა სექტემბრში წარადგინა.

AVON-ის ისტორია სუნამოებით დაიწყო. 1886 წელს დევიდ მაკკონელიმ გაყიდვაში ჩაუშვა პირველი პროდუქტი – პარფიუმერული ნაკრები Little Dot Perfume Set, რომელიც 5 მინი სუნამოსგან შედგებოდა. მაკკონელი ამ ნაკრებს სამოგზაურო წიგნებთან ერთად ყიდდა.  აღმოჩნდა, რომ სუნამოებზე მოთხოვნა წარმოუდგენლად მაღალი იყო, რამაც მაკკონელი წაახალისა, მალევე შეექმნა ცალკე კომპანია California Perfume Company-ის სახელით, ნიუ იორკში. შესაბამისად, AVON-ის პირველი პროდუქტი სწორედ სუნამო იყო და პარფიუმერია დღემდე ბრენდის ყველაზე პოპულარულ კატეგორიად რჩება.

AVON-ის გაყიდვების 30%, 100-ზე მეტ ქვეყანაში, სწორედ პარფიუმერიაზე მოდის. Global Data-ს მონაცემებით კი, 2023 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით AVON-ის სუნამოების გაყიდვების მაჩვენებელი ყველა კონკურენტი ბრენდის შედეგებზე მაღალია.

Faw Away ბრენდის ბესტსელერი და მომხმარებლის ფავორიტი ხაზია, რომელიც სხვადასხვა შემადგენლობისა და არომატის კლასიკურ თუ თანამედროვე სუნამოებს აერთიანებს: Far Away Original, Far Away Glamour, Far Away Rebel, Far Away Beyond the moon. ყოველი არომატი განსხვავებული მისწრაფებების, გემოვნებისა და ხასიათის ქალბატონებისთვის შეიქმნა, რათა მათ შეძლონ და გამოავლინონ საკუთარი შინაგანი ხასიათი, ინდივიდუალიზმი და უნიკალური სტილი.

საკულტო კოლექციას სულ ახლახან დაემატა კიდევ ერთი არომატი, Far Away Shine, რომელიც არის აბსოლუტური სიახლე, მისი ნათელი სურნელით დაწყებული, პრემიალური ბოთლით დამთავრებული. 

avon 1

სუნამოს შემადგენლობა ისეთივე მრავალფეროვანი და გამორჩეულია, როგორც მისი სურნელი: ძლიერი ვარდისფერი წიწაკა, ნათელი ოქროსფერი მუშკი, ისპაჰანის ვარდი, ანტიკური და ეგზოტიკური სპარსული ყვავილი, რომელიც 2 000 წელზე მეტია, გამოიყენება სილამაზის სფეროში და ქალების მიერ აღიარებულია, როგორც შინაგანი სინათლის სიმბოლო.

აღსანიშნავია, რომ სუნამოს განახლებული შეფუთვა დამზადებულია გადამუშავებადი მასალებისგან.

Far Away-ს კოლექციის სექტემბრის არომატებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

https://ge.avon-brochure.com

ასევე წაიკითხეთ