პარფიუმერული ქსელი Voulez-Vous • ვულე ვუ წარმოგიდგენთ

Annick Goutal და სურნელით მოთხრობილი ისტორიები 

სურნელს შეუძლია გააცოცხლოს ემოცია, ძველი მოგონება ან კონკრეტული ადგილის განწყობა. სწორედ ეს არის ფრანგული პარფიუმერული სახლის, Annick Goutal-ის მთავარი ხელწერა. 1981 წლიდან ბრენდი სუნამოს პირადი ისტორიებისა და განცდების გამოხატვის საშუალებად მიიჩნევს, სადაც თავისუფლებასა და ინდივიდუალობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ანიკ გუტალი ნიშური პარფიუმერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო. მუსიკალური წარსულის მქონე შემოქმედი სუნამოებს მუსიკალური ნაწარმოებებივით ქმნიდა. ინგრედიენტებს ჰარმონიულად არჩევდა, შთაგონებას კი ემოციებში, პეიზაჟებსა და ყოველდღიურ მომენტებში პოულობდა. ეს მიდგომა დღესაც იგრძნობა ბრენდის შემოქმედებაში, სადაც ფრანგული ცხოვრების სტილი და ბუნების სიყვარული ერთმანეთს ერწყმის.

Annick Goutal-ის ფლაკონების დიზაინი ანიკ გუტალის ანტიკვარული ნივთებისა და არტ-დეკოსადმი ინტერესს ასახავს. ვინტაჟური ფორმები, დახვეწილი დეტალები და კლასიკური ელეგანტურობა მათ გამორჩეულ იერს ანიჭებს.

ქალის სუნამოების ფლაკონები ნაკეცებიანი მინითა და ოქროსფერი თავსახურით გამოირჩევა. ბაფთა კი ანიკ გუტალის ბავშვობის მოგონებას უკავშირდება. მამის ტკბილეულის მაღაზიაში ის შეფუთვებს პატარა ბაფთებით აფორმებდა. განახლებულ დიზაინში ბაფთა უფრო გამოკვეთილია, ეტიკეტი კი მინაშია ინტეგრირებული.

ფლაკონს ბრენდის ისტორიული სიმბოლო, სუროს გვირგვინიც ამშვენებს. უნისექს ფლაკონს უფრო მკაფიო, არქიტექტურული ფორმა აქვს. პეპლის, კოლიბრისა და სუროს მოტივები ორივე დიზაინში ბრენდის ვიზუალურ იდენტობასა და ისტორიას უსვამს ხაზს.

EAU D’HADRIEN Unisex Eau de Parfum

იტალიური ზაფხულის სინათლე

Eau d’Hadrien-ის შთაგონების წყარო მარგარიტ იურსენარის რომანი „ჰადრიანეს მოგონებები“ და ტოსკანაში გატარებული დრო გახდა. სურნელი იტალიურ ზაფხულს, ციტრუსების ბაღებსა და ნიავში მორხეულ კვიპაროსებს გვახსენებს. ბრენდის პირველი სუნამო იმ დროისთვის უჩვეულო სიახლე იყო. მსუბუქი, ცოცხალი და გენდერული ჩარჩოებისგან თავისუფალი არომატი პარფიუმერიაში ახალ ხედვას წარმოადგენდა.

სიცილიური ლიმონი, ცედრატი, გრეიპფრუტი და ბერგამოტი სიხალისეს ქმნის, მწვანე მანდარინი და ღვიის კენკრა კი არომატულ ელფერს მატებს. კვიპაროსი და მუშკი კომპოზიციას ელეგანტურად ასრულებს.

 სურნელოვანი ნოტები: სიცილიური ლიმონი, ცედრატი, გრეიპფრუტი, ბერგამოტი, მწვანე მანდარინი, ღვიის კენკრა, კვიპაროსი და მუშკი.

PETITE CHÉRIE

Women’s Eau de Parfum

სუფთა სინაზე

Petite Chérie ანიკ გუტალის ქალიშვილის,  კამილისადმი სიყვარულით არის შთაგონებული. სუნამო ახლად დაჭრილი ხილის სიხალისეს, ვარდის სინაზესა და სუფთა კანის რბილ არომატს აერთიანებს. წვნიანი მსხალი ახლად მოჭრილი ბალახის მწვანე სურნელს ერწყმის. მას ვარდის ნაზი არომატი მოსდევს, ვანილი და თეთრი მუშკი კი რბილ და თბილ დასრულებას ქმნის.

Petite Chérie ხილისა და ყვავილების ჰარმონიული კომბინაციაა.

სურნელოვანი ნოტები: მსხალი, ახლად მოჭრილი ბალახი, მუშკის ვარდი, ვანილი და თეთრი მუშკი.

LE TEMPS DES RÊVES

Women’s Eau de Parfum

ბედნიერების განსაკუთრებული შეგრძნება

Le Temps des Rêves ფრანგული პარფიუმერიის ცენტრის, გრასის, ბუნებითა და ატმოსფეროთი არის შთაგონებული. სწორედ აქ შეისწავლა ანიკ გუტალმა პარფიუმერიის ხელოვნება, აყვავებული მწარე ფორთოხლის ხეების გარემოცვაში. ნეროლი და ბერგამოტი სურნელს ცოცხალ დასაწყისს აძლევს, მაროკოს ფორთოხლის ყვავილის აბსოლუტი კი თაფლისებრი არომატით გამოირჩევა.

მირო, რძისებრი ნოტები, სანდალოზის ხე და თეთრი მუშკი კომპოზიციას თბილ და მშვიდ ხასიათს სძენს.

სურნელოვანი ნოტები: ბერგამოტი, მაროკოს ნეროლი, ფორთოხლის ყვავილის აბსოლუტი, მირო, რძისებრი და მარცვლეულის ნოტები, სანდალოზის ხე და თეთრი მუშკი.

ROSE POMPON

Women’s Eau de Parfum

ვარდის მხიარული აფეთქება

Rose Pompon ვარდის ნათელ და მხიარულ მხარეს წარმოაჩენს. წითელი ხილის წვნიან ნოტებს ბულგარული და ტაიფის ვარდების არომატი მოსდევს. ია სურნელს სინაზეს მატებს, პაჩული, ბენზოინი, ვანილი, ამბრეტი და თეთრი მუშკი კი უფრო ღრმა და რბილ ხასიათს ქმნის.

სურნელოვანი ნოტები: ჟოლო, შავი მოცხარი, ვარდისფერი წიწაკა, ბულგარული და ტაიფის ვარდები, ია, ინდონეზიური პაჩული, ბენზოინი, ვანილი, ამბრეტი და თეთრი მუშკი.

UN MATIN D’ORAGE

Women’s Eau de Parfum

წვიმის შემდგომი წამიერი განწყობა

Un Matin d’Orage წვიმის შემდეგ ბაღის სურნელს გადმოსცემს. ნოტიო ჰაერი, მწვანე ფოთლები და გამოცოცხლებული ბუნება მის მთავარ განწყობას ქმნის. ტუბეროზა, რომელიც ჩვეულებრივ ინტენსიური არომატით გამოირჩევა, აქ უფრო მსუბუქ და მწვანე ხასიათს იძენს. შისო და ჯანჯაფილი სურნელს სიხალისეს მატებს, ტუბეროზა და გარდენია კი ყვავილოვან ნოტებს ქმნის. გუაიაკის ხე, მირო და ვანილი კომპოზიციას სითბოსა და სიღრმეს ანიჭებს.

სურნელოვანი ნოტები: შისო, ჯანჯაფილი, ტუბეროზა, გარდენია, მუსკატის კაკალი, გუაიაკის ხე, მირო და ვანილი. 

TENUE DE SOIRÉE

Women’s Eau de Parfum

თამამი მაცდური

Tenue de Soirée ინდივიდუალობისა და თავისუფლების გამოხატულებაა. ყვავილოვანი, ხილისა და ტკბილი ნოტები საღამოს განწყობასა და თავდაჯერებულ ხასიათს გადმოსცემს. ბერგამოტი, წითელი ხილი და ვარდისფერი წიწაკა სურნელს ენერგიულ დასაწყისს აძლევს. ჟასმინი და ვარდი ირისის ფხვნილოვან ნოტებს ერწყმის, პაჩული კი არომატს სიღრმეს მატებს. პრალინი და მუშკი თბილ, ოდნავ ტკბილ შლეიფს ქმნის.

სურნელოვანი ნოტები: ბერგამოტი, წითელი ხილი, ვარდისფერი წიწაკა, ჟასმინი, ვარდი, ირისი, პაჩული, პრალინი და მუშკი.

SABLES

Unisex Eau de Parfum

მზით გამთბარი მიწა

Sables კორსიკის ზაფხულის მოგონებას ინახავს. მზით გამთბარი ქვიშა, ზღვის სანაპირო და ველური მცენარეულობა მის მთავარ შთაგონებად იქცა. ბერგამოტისა და მანდარინის სიხალისეს უკვდავას თბილი, არომატული და ოდნავ მარილიანი ნოტები მოსდევს. ჟასმინი სინაზეს მატებს, ქარვა, სანდალოზის ხე და ხავსი კი სურნელს უფრო ღრმა ხასიათს ანიჭებს.

ანიკ გუტალი ერთ-ერთი პირველი პარფიუმერი იყო, რომელმაც უკვდავა სუნამოს მთავარ ნოტად გამოიყენა. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ აქცია Sables პარფიუმერიის მოყვარულთათვის გამორჩეულ კომპოზიციად.

სურნელოვანი ნოტები: ბერგამოტი, მანდარინი, ველური უკვდავა, შავი წიწაკა, ჟასმინი, ქარვა, სანდალოზის ხე და ხავსი.

MUSC NOMADE

Unisex Eau de Parfum

მოგზაურობა გრძნობებისთვის

Musc Nomade თეთრი მუშკის რბილ და დახვეწილ ხასიათს წარმოაჩენს. სურნელი კანთან ბუნებრივად შერწყმისა და ხავერდოვანი სინაზის შეგრძნებას ტოვებს. პაპირუსის მშრალი, მწვანე ნოტები თეთრ მუშკს ერწყმის. ანჟელიკა და ამბრეტი მცენარეულ და ფხვნილოვან ელფერს ქმნის, პაჩული, ლაბდანუმი და ტონკას მარცვალი კი თბილ, ქარვისფერ დასრულებას ანიჭებს.

სურნელოვანი ნოტები: პაპირუსი, თეთრი მუშკი, ანჟელიკა, ამბრეტი, პაჩული, ლაბდანუმი და ტონკას მარცვალი.

AMBRE SAUVAGE

Unisex Eau de Parfum

ბინდის მაგია

Ambre Sauvage მაროკოს ქალაქ ტანჟერის საღამოს ატმოსფეროთია შთაგონებული. სანელებლები, ძველი ქუჩები და ჩამავალი მზის განწყობა მის ხასიათს განსაზღვრავს.

ქარვის აკორდი სუნამოს მთავარი ელემენტია. ლაბდანუმი, კვამლისებრი სტირაქსი და მუქი ხის ნოტები ინტენსიურ ხასიათს ქმნის, ვანილი კი სურნელს არბილებს. ბერგამოტი, ვარდისფერი წიწაკა, ლავანდა და ირისი კომპოზიციას სიხალისესა და ნაზ ფხვნილოვან ელფერს მატებს.

სურნელოვანი ნოტები: ბერგამოტი, ვარდისფერი წიწაკა, ლავანდა, ირისი, ვანილი, ქარვა, ლაბდანუმი, პაჩული, პაპირუსი და სტირაქსი.

ENCENS FLAMBOYANT

Unisex Eau de Parfum

საკმევლის ძლიერი სითბო

საკმეველი პარფიუმერიაში ერთ-ერთი უძველესი ინგრედიენტია. Encens Flamboyant მას თბილ, ინტენსიურ და სანელებლოვან ინტერპრეტაციას სთავაზობს. შავი წიწაკა სურნელს ენერგიულად ხსნის, საკმეველი, მუსკატის კაკალი და კარდამონი კი მის ძირითად ხასიათს ქმნის. ფუძის ნოტებში საკმევლის ესენცია, მასტიქა და ბალზამის სოჭი მწვანე, ხისებრ და ფისოვან არომატებს აერთიანებს.

სურნელოვანი ნოტები: შავი წიწაკა, საკმევლის ფისოვანი ექსტრაქტი, მუსკატის კაკალი, კარდამონი, საკმევლის ესენცია, მასტიქა და ბალზამის სოჭი.

VANILLE DES ROCHES

Women’s Eau de Parfum

ზაფხულის ნაშუადღევი, სინათლესა და სითბოში გახვეული

Vanille des Roches ზაფხულის მშვიდ შუადღეს გვახსენებს. მზით გამთბარი ქვის კედლები, ზღვის სიახლოვე და ვანილის სურნელი კომპოზიციის მთავარ განწყობას ქმნის. სუნამოს საფუძველი ვანილის სამი განსხვავებული სახეობაა. მადაგასკარის ვანილს ნუშისა და ქლიავის ნოტები ავსებს, ტაიტური ვანილი კი ხისებრ და სანელებლოვან ელფერს იძენს. ბენზოინი, თეთრი ჟასმინი და ინდონეზიური პაჩული არომატს სიღრმეს მატებს. საბოლოოდ, ვანილი ხისებრ და მინერალურ ნოტებს ერწყმის.

სურნელოვანი ნოტები: მადაგასკარის ვანილი, ნუში, ქლიავი, თეთრი ჟასმინი, ტაიტური ვანილი, ბენზოინი და ინდონეზიური პაჩული.

VOILE DE SANTAL

Unisex Eau de Parfum

ტყის გამოღვიძება განთიადისას

Voile de Santal განთიადისას გაღვიძებული ტყის ატმოსფეროს გადმოსცემს. მზის პირველი სხივები ხის ქერქს ათბობს, ჰაერში კი ფოთლების, ხავსისა და ნოტიო მიწის სურნელი იგრძნობა. კომპოზიციის მთავარი ინგრედიენტი კრემისებრი და რბილი სანდალოზის ხეა. ტუნისური ნეროლი სიხალისეს მატებს, შავი მოცხარი და ლეღვის რძისებრი ნოტი კი მას ავსებს. ახალი კალედონიის სანდალოზის ხე, ვირჯინიის კედარი, ხავსი, უდის აკორდი, ამბროქსანი და ფხვნილოვანი მუშკი ხანგრძლივ და ღრმა შლეიფს ქმნის.

სურნელოვანი ნოტები: ტუნისური ნეროლი, შავი მოცხარი, ლეღვის რძისებრი აკორდი, ახალი კალედონიის სანდალოზის ხე, ვირჯინიის კედარი, ხავსი, უდის აკორდი, ამბროქსანი და ფხვნილოვანი მუშკი.

LE CHÈVREFEUILLE

Women’s Eau de Parfum

მარტივი სიხარულის არსი

Le Chèvrefeuille კამილ გუტალის ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება. პროვანსში, ოჯახის სახლთან ახლოს მდებარე ბაღში ცხრატყავა იზრდებოდა. კამილი ყვავილებს აგროვებდა და მათგან გვირგვინებს წნავდა. ეს სურნელი მისთვის ერთად გატარებული დროისა და მარტივი სიხარულის სიმბოლოდ იქცა. კომპოზიცია ლიმონის ხის ფოთლებისა და ტოტებისგან მიღებული პეტიგრენის, ვერბენასა და ახლად მოჭრილი ბალახის ნოტებით იხსნება. ცხრატყავას ნაზი, ოდნავ თაფლისებრი არომატი ჟასმინს ერწყმის, ნარცისი და თეთრი მუშკი კი მსუბუქ და ჰაეროვან დასრულებას ქმნის.

სურნელოვანი ნოტები: ლიმონის ხის პეტიგრენი, ვერბენა, ახლად მოჭრილი ბალახი, ცხრატყავა, ჟასმინი, ნარცისი და თეთრი მუშკი.

Annick Goutal-ის სუნამოები სხვადასხვა განწყობასა და ისტორიას აერთიანებს. ციტრუსების სიხალისიდან და ყვავილების სინაზიდან დაწყებული, ხის, ქარვისა და ვანილის ინტენსიური არომატებით დამთავრებული, თითოეული მათგანი განსხვავებულ ხასიათს გამოხატავს. ბრენდის საფუძველში ანიკ გუტალის მთავარი იდეა დგას: სუნამო გულწრფელ ემოციას უნდა გადმოსცემდეს და ქმნიდეს მოგონებას, რომელიც დროს გაუძლებს.

Annick Goutal – ის სუნამოების შეძენა შესაძლებელია პარფიუმერულ ქსელ Voulez-Vous • ვულე ვუ-ში

ონლაინ მაღაზიაში:  https://voulez-vous.ge/

Facebook: Voulez-Vous • ვულე ვუ 

Instagram: Voulez_Vous_perfumery

ასევე წაიკითხეთ